მოქალაქეობა ინვესტიციების სანაცვლოდ - საჭიროა თუ არა ინვესტორების წაახალისება მოქალაქეობის შეთავაზებით?

მოქალაქეობა ინვესტიციების სანაცვლოდ - საჭიროა თუ არა ინვესტორების წაახალისება მოქალაქეობის შეთავაზებით?

person access_time2016-08-25 13:30:54

როგორ შეუძლია მთავრობას ქვეყანაში ინვესტორების რაოდენობა გაზარდოს? გაზეთი „ფაინენშალი„ წერს, რომ ბევრ დასავლურ ქვეყანაში მათ შორის ავსტრალიაში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში  „მოქალაქეობა  ინვესტიციების მიხედვით"  პოპულარული სამთავრობო ინიციატივაა. საქართველოს კანონმდებლობა კი  ასეთ წახალისებას არ ითვალისწინებს უცხოელი ინვესტორებისთვის.  ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანა კარგავს შესაძლებლობას გაზარდოს ინვესტიციები და მიიზოდოს მდიდარი ხალხი. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ბინადრობის უფლება გაიცემა უცხოეთის  მოქალაქეზე, რომელიც 300 ათასი ლარის ინვესტიციას მაინც აკეთებს ქვეყანაში. ნებართვა ვრცელდება ინვესტორის ოჯახის წევრებზეც.  საინვესტიციო ნებართვა -  მოქალაქეობა არ არის, თუმცა ეს არის ქვეყანაში დიდი ხნით დარჩენის გზა.

 

ოფიციალური სტატისტიკით, 2015 წელს კარიბის ქვეყნებმა  2,000–მდე პასპორტი გაყიდეს სწორედ „მოქალაქეობა ინვესტიციების მიხედვით" პროგრამის ფარგლებში.   მსოფლიოს ბევრი ქვეყანა სთავაზობს ინვესტორს მოქალაქეობას. ყველაზე მეტი განაცხადები  კი მოქალაქეობაზე, ბიზნესმენების მხრიდან ასეთი პროგრამების მეშვეობით ევროპაშია.


ამ ეტაპზე მსოფლიოს 30 ქვეყანას აქვს ასეთი პროგრამა. „ქვეყნები ცდილობენ, მოძებნონ მარტივი გზა სამიზნე ინვესტიციების მოსაზიდად," –  აცხადებს იაროსლავ ბაბიჩი, ISET-ის წარმომადგენელი. მისივე თქმით, საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის ბიზნეს-მიგრაციის პროგრამა შეიძლება მომგებიანი იყოს და შესაძლოა პოტენციურად  მიიზიდოს ბიზნესმენები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან, სამხრეთ კავკასიიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან.  მთავარი მიმზიდველი ფაქტორი კი  საქართველოს მოქალაქეობაში შესაძლოა გახდეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა  და მიწის ფლობის უფლება უცხოელებისთვის.



ISET-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი  ფლორიან ბიერმანი  კი  ამბობს, რომ ინვესტორებისთვის მოქალაქეობის შეთავაზება  კანადისა და აშშ-სთვის არის სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა და ინვესტორების უმრავლესობა,  როგორც წესი ჩინელია.  „ისინი ცდილობენ საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკურად არასტაბილურ სიტუაციას გაერიდონ," – ამბობს ბიერმანი. მისივე განცხადებით,   საქართველო გეოგრაფიულად ჩინეთთან და ბევრ სხვა პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყანასთან ახლოს არის,  ამიტომ ქვეყანამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.

 

„გალთ ენდ თაგარტის"  ეკონომისტის ევა ბოჭორიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი უპირატესობა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში არის თავისუფალი უვიზო მიმოსვლა,  რაც წლის ბოლოს იქნება მიღწეული.


„ასეთი რეგულაციები ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც მოქმედებს , რაც იმას მიანიშნებს, რომ  ეს სისტემა მომგებიანია.  საქართველოს კანონმდებლობა გარკვეულ შეღავათებს ინვესტორებისთვის ითვალისწინებს, ინვესტორები კი  ქვეყნის სწრაფი ზრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია," – აცხადებს ბოჭორიშვილი. მისივე განმარტებით,  სამომავლოდ ბინადრობის ნებართვისა  და მოქალაქეობის მიღების პირობების გამარტივებას   დადებითი შედეგი ექნება ინვესტიციების ზრდაზე.  

 

საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია „ფაინენშლთან" განმარტავს, რომ  ბინადრობის ნებართვა,  რაც ინვესტორს თავისუფლად გადაადგილების უფლებას აძლევს, სრულიად საკმარისია   და  საქართველოს მოქალაქეობის შეთავაზებას ინვესტორების რაოდენობის ზრდაზე  შედეგი არ ექნება. გიორგი პერტაიას განმარტებითვე, გამოცდილების მიხედვით,  მოქალაქეობა საინტერესოა იმ ხალხისთვის, ვისაც საქართველოში ემიგრირება სურს, ასეთი უცხოელების უმრავლესობას  კი არ აქვს საკმარისი თანხები ინვესტიციების ჩადებისთვის. მისივე თქმით, მთავარი განსხვავება მოქალაქეობას და ბინადრობის ნებართვას შორის  ხმის მიცემის უფლებაა . რაც პერტაიას აზრით,  ინვესტორებისთვის არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ  დამატებით შესაძლებლობად განიხილონ. საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის წესი 2012 წლის მაისში იქნა მიღებული.  2015 წლისთვის ქვეყანამ 214  ასეთი ნებართვა გასცა.  



„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up