„მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება, გახდნენ  ანაკლიის  პორტის თანამესაკუთრეები“

„მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება, გახდნენ ანაკლიის პორტის თანამესაკუთრეები“

access_time2020-01-22 17:30:33

„სწორი და ერთადერთი გზა ანაკლიის პორტის კერძო მეპატრონის ხელში გადასვლა, მისი აქციებად ქცევა და შესაბამისად, ამ გზით, არა თუ 120 მილიონის, არამედ, 1 მილიარდი დოლარის მოზიდვაა,“-ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტმა“, რამაზ გერლიანმა  ისაუბრა და მთავრობის მხრიდან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა შეაფასა.მისი თქმით, მთავრობა და ანაკლიის კონსორციუმი ბოლო პერიოდში ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ე.წ „პინგ-პონგს“ თამაშობდნენ,ხდებოდა ბრალდებების აქეთ-იქით გადასროლა.

 

კერძოდ, მთავრობის პოზიციაა, რომ კონსორციუმმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა,ხოლო კონსორციუმი აღნიშნავს,რომ ხელი შეეშალა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

 

გერლიანის ინფორმაციით, ეს ისეთი პროექტია,რომელმაც ნებისმიერი მთავრობის ცვლილების დროს შეიძლება წარმოიშვას პოლიტიკური ინტერესები და ყველა მთავრობა შეეცდება რაღაც მიზეზებით,რომ თავისი გავლენები გაზარდოს.მისი თქმით,   მთავრობის მხრიდან შეცდომა დაშვებულია დასაწყისშივე, ფინანსების მოძიების მეთოდოლოგიურ ნაწილში.

 

„პირველ ეტაპზე, უნდა გამოშვებულ იქნას  აქციები, პირობითად „სააქციო საზოგადოება ანაკლია“ , ამ აქციებს გადასცემენ მოქალაქეებს  და ნაწილი გაიყიდება,როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება, გახდნენ ამ პორტის თანამესაკუთრეები. ამ ტიპის მიდგომა ეკონომიკურ ფუნდამენტს შესძენს პორტს. რაც უფრო მეტად იზრდება მესაკუთრეთა რაოდენობა, სანდოობაც უფრო მაღალია . წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დავა კიდევ უფრო გაჭიანურდება, აქ არ არის მნიშვნელოვანი ვინ არის მართალი, მნიშვნელოვანია ის,რომ ჩვენი ქვეყნის დრო იკარგება.



თუ გვინდა,რომ პოლიტიკური სპეკულაციებისგან გავათავისუფლოთ ანაკლიის პორტი, მას უნდა ჰყავდეს ბევრი მესაკუთრე, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო,“- ამბობს რამაზ გერლიანი.

 

ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დამფუძნებელი, მათე გარდავა  ანაკლიის პორტის კერძო საკუთრებად ფორმირებასა და მის დივერსიფიცირებაზე საუბრობს. მისი ინფორმაცით, როდესაც  მთავრობამ განაცხადა,რომ პორტი სახელმწიფოს საკუთრება იქნებოდა,  დამანგრეველი იყო.

 

 მამუკა ხაზარაძემ იცოდა,რომ ასეთ ვითარებაში ფინანსების მოზიდვა რთული იქნებოდა, მაგრამ მაინც მოჰკიდა ხელი. უნდა ვაღიაროთ,რომ ამ კაცმა გამოვალინა დიდი უნარები. ვინაიდან, არ შეიძლება,რომ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი აქტივით, შენ წარმატებას მიაღწიო. საბოლოოდ, მაინც ისე მოხდა რომ პროექტი ვერ დაფინანსდა, მთავრობა კი თავისივე გაფუჭებულ საქმეს აბრალებს ამ ჯგუფს, ძალიან დასანანია ისიც,რომ ამ უნარების მქონე ადამიანების დისკრედიტაცია ხდება,- ამბობს მათე გარდავა.

 

მისივე განცხადებით,აუცილებელია შეიქმნას სააქციო საზოგადოება, ანუ საქართველოც იმ გზით წავიდეს, რა გზითაც  ყველა განვითარებული ქვეყანა წავიდა.  

 

„აშშ, ავსტრია, მათ ეს გზა გაიარეს. სააქციო საზოგადოების შექმნით კაპიტალში გადაგვაქვს ის ქონება,რომელიც პორტს აქვს, საუბარია ძვირადღირებულ მიწებზე, იგივე აკვატორიაზეც. უნდა გაჩნდეს კაპიტალი, ამის შემდეგ, სახელმწიფომ აქციების  10-15% უნდა მისცეს მოქალაქეებს უფასოდ, მიჰყიდოს ინვესტორებს, დაიწყოს კერძო საკუთრებად ფორმირება და როცა საქმე ამ კონდიციამდე მიდის, ბევრად უფრო მარტივია უკვე ინვესტორის მოზიდვა. მე მაინც მგონია,რომ მთავრობას უნდა ამ პროექტის განხორციელება, თუმცა უნდა კომუნისტური მეთოდით. როდესაც ეუბნები,რომ გეშლება, ჰგონიათ რომ მისი მტერი ხარ, როცა ათასჯერ არ გამოვიდა, უნდა დაფიქრდე და ერთხელ მაინც გადადგა სწორი ნაბიჯი,- აღნიშნავს მათე გარდავა.

 

ნათია კეკენაძე 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up