მოქალაქეებს შესაძლოა ვალში გაყიდული ქონების გამოსყიდვა გაუმარტივდეთ

მოქალაქეებს შესაძლოა ვალში გაყიდული ქონების გამოსყიდვა გაუმარტივდეთ

access_time2016-03-31 11:56:17

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ფინანსური ინსტიტუტი დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან თავისუფლდება, თუკი ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე მიღებულ საცხოვრებელ ბინას/სახლს იმავე ფიზიკურ პირს - ყოფილი მესაკუთრეს მიაწოდებს

 

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებს სთავაზობს, რომელიც დეპუტატის განმარტებით, ფიზიკურ პირებს სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკარგული უძრავი ქონების უკან გამოსყიდვას შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს.


ვოლსკის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ფინანსური ინსტიტუტი დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან თავისუფლდება, თუკი ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე მიღებულ საცხოვრებელ ბინას/სახლს იმავე ფიზიკურ პირს - ყოფილი მესაკუთრეს მიაწოდებს. მოვალეს შესაძლებლობა მიეცემა, კუთვნილი ქონება მის მიმართ არსებული დავალიანების ოდენობით გამოისყიდოს.


დღეს მოქმედი კანონმდებლობით, კრედიტორი შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების საფუძველზე მიღებული ქონების რეალიზაციისას ვალდებულია, მოახდინოს დამატებითი ღირებულების გადახადა ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც თავისთავად, 18%-ით (დღგ) აძვირებს უძრავი ქონების ღირებულებას. 



ამავდროულად, პარლამენტში დაწყებულია ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის განხილვა, რომელიც იმ ფიზიკურ პირებს ეხება, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ იხდიან და ვერ ემსახურებიან სესხებს, ვერ ასრულებენ ბანკსა და კლიენტს შორის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და ბანკსაც მსგავსი სესხები უიმედო სესხების კატეგორიაში აქვს გადატანილი. "თავისუფალი დემოკრატების" კანონპროექტი ითვალისწინებს, ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფიზიკური პირებისათვის ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული შეღავათების ძალაში შესვლის შედეგად, ფინანსურ ინსტიტუტებს აღარ ექნებათ გადახდისუუნარო კრედიტორებისათვის ვალის პატიებისგან თავის შეკავების საფუძველი, რაც თავის მხრივ, ასეთ პირებს შესაძლებლობას მისცემს ფინანსური ინსტიტუტის მიერ დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, უიმედო სესხისა და შესაბამისი სანქციის დაფარვის ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ.


როგორც გია ვოლსკიმ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, ორივე საგადასახადო ინიციატივა ფინანსური ისტიტუტებისადმი დავალიანების მქონე ფიზიკურ პირებს მნიშვნელოვან შეღავათს გაუწევს. ვოლსკი აღნიშნული ინიციატივების შესაძლო გაერთიანებასა და ერთ პროექტად ჩამოყალიბების პერსპექტივაზე საუბრობს. 


"თუკი დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივები გაერთიანება, გარკვეულ პოლიტიკურ დატვირთვსაც შეიძენს, რადგან ეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ ერთობლივი კანონპროექტის შემუშავების პირველი პრეცედენტი იქნება", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.


ფრაქცია "ქართულ ოცნებას" თავმჯდომარის პროექტი პარლამენტის ბიუროს სავარაუდოდ 4 აპრილის სხდომაზე წარედგინება. 


ინტერპრესნიუსი

 



სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს
access_time2021-03-02 12:00:35
გასართობი პორტალი SILKGAMES.GE მხოლოდ სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებისთვის შეიქმნა და ყველა ჟანრის 500-ზე მეტი თამაში გააერთიანა. პორტალით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სმარტფონისთვის, ისე პერსონალური კომპიუტერული მოწყობილობისთვის. Silk Games სერვისის 30 დღიანი სარგებლობის საფასური 5 ლარია. მობილური ნომრით რეგისტრირებული მომხმარებელი ავსებს ანგარიშს და სარგებლობს სერვისით შეუზღუდავად 24/7. იმ შემთხვევაში, თუ 31-ე დღეს...

ასეთი სირთულის „ვრცელი ბუღალტერიის“ დაკისრება ბიზნესისთვის ზედმეტი და კონტრპროდუქტიულია

ასეთი სირთულის „ვრცელი ბუღალტერიის“ დაკისრება ბიზნესისთვის ზედმეტი და კონტრპროდუქტიულია
access_time2021-03-02 13:30:17
კერძო სექტორი დასაქმებულების სამუშაო საათების აღრიცხვასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციას, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, აკრიტიკებს. მას დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერს უწოდებენ, რომელიც ბიზნესს ფუნქციონირებას ურთულებს. ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორი, ნიკოლოზ ნანუაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს რეგულაცია მსგავსი ფორმით ევროკავშირშიც კი არ არის. „ახალი რეგულაცია საკმაოდ ვრცელ ფორმას მოიცავს. დაახლოებით 18...

გაძვირებული ელექტროენერგიის მინუს ნიშნით დათვლის მიუხედავად, ინფლაციამ 3.5%-ს გადააჭარბა

გაძვირებული ელექტროენერგიის მინუს ნიშნით დათვლის მიუხედავად, ინფლაციამ 3.5%-ს გადააჭარბა
access_time2021-03-02 12:00:01
წლიურმა ინფლაციამ თებერვალში 3.6%-ს მიაღწია, თუმცა ისევე როგორც იანვარსა და დეკემბერში მასში გაძვირებული ელექტროენერგია ფასების კლებად აისახა, რამაც განაკვეთი 1.85 პროცენტით შეამცირა, მის გარეშე ინფლაცია 5.4%-ს გადააჭარბებდა.  Commersant საქსტატის ორიგინალურ მეთოდოლოგიაზე ადრეც წერდა. იანვრიდან...

6 ადამიანი მაგიდასთან და დიდ რესტორნებში ადამიანთა ზედა ზღვარი - კვების ობიექტებს რეგულაციები გაუმკაცრდათ

6 ადამიანი მაგიდასთან და დიდ რესტორნებში ადამიანთა ზედა ზღვარი - კვების ობიექტებს რეგულაციები გაუმკაცრდათ
access_time2021-03-02 12:30:21
ბათუმში რესტონებმა როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეები უკვე გაიხსნა, საქართველოს სხვა ქალაქებში კი კვების ობიექტები სივრცეების სრულად ამუშავებას 8 მარტიდან შეძლებენ. შრომის ინსპექციამ რესტორნების ოპერირებისთვის განახლებული რეკომენდაციები უკვე გამოაქვეყნა, სადაც ღია და დახურული სივრცეების მოქმედებისთვის საჭირო წესებია გაწერილი: • კვების ობიექტებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით უნდა მოახდინონ.• ადგილზე მიტანის...

იურიდიულ პირები პროკრედიტ ბანკში დისტანციურად გახსნიან ანგარიშებს

იურიდიულ პირები პროკრედიტ ბანკში დისტანციურად გახსნიან ანგარიშებს
access_time2021-03-02 09:55:07
...


მსგავსი სიახლეები

up