მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება

access_time2021-12-03 15:32:51

სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინიციატივით გამოდიან. ისინი მთავრობას სთავაზობენ, მედიკამენტების ფასების რეგულირების ნაცვლად, სხვა სახის გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.



მათი ნაწილის ინიციატივა შემდეგია: როგორც ცნობილია, 2017 წლიდან „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში ცვლილებები შევიდა და დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. კერძოდ, ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები, თვითდასაქმებული ან არარეგულარული შემოსავლის მქონე ადამიანები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მცირედ შეზღუდული პაკეტით სარგებლობენ, კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში კი მათ უნარჩუნდებათ გადაუდებელი სერვისების დაფინანსება, ასევე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა.



მათ კი, ვისაც ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, სახელმწიფო არჩევანის წინაშე აყენებს: მათ შეუძლიათ ისარგებლონ ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. ამასთან, უნარჩუნდებათ ონკოლოგიური (ქიმიო და ჰორმონოთერაპია) დაავადებების მკურნალობა.



სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება სწორედ ამ მეორე კატეგორიას შეეხება. მათი ინიციატივაა, ამ კატეგორიის ადამიანებს ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა, კერძოდ, მათ უნდა შეეძლოთ სახელმწიფოსგან გადაუდებელი სერვისებით ისარგებლონ და ამავდროულად, ამბულატორიული და მედიკამენტების დაფინანსების მიზნით, რაც სახელმწიფო პროგრამაში დაბალი დაფარვებით ან საერთოდ არ შედის, კერძო კომპანიების პაკეტები შეიძინონ (საუბარია ე.წ. დაშენებულ პაკეტებზე).




“ჯიპიაის” კომუნიკაციების დირექტორი თინა სტამბოლიშვილი jandacva.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანიებს შემუშავებული აქვთ სქემა, რომლის საშუალებითაც ექიმების მიერ წამლების დიდი, არასაჭირო რაოდენობით დანიშვნას ან ძვირადღირებული მედიკამენტების გამოწერას აკონტროლებენ.



“ჩვენს სისტემაში პროვაიდერი კლინიკები და ექიმები მუშაობენ ისე, რომ რამდენიმე ალტერნატივას სთავაზობენ მომხმარებელს. ამასთან, ცდილობენ დაზღვეულისთვის ეს იყოს ხარჯეფექტიანი. ძალიან რთულია მოქალაქისთვის გადაწყვიტოს, რა უფრო არგებს, იაფიანი ევროპული ჯენერიკი, თუ მასთან შედარებით ძვირად ღირებული სხვა ქვეყნის წარმოების მედიკამენტი, ამიტომ მთლიანად მიჰყვება ექიმის დანიშნულებას. პრობლემა და სათავე არის ის, თუ რა დანიშნულებით მიდის ადამიანი აფთიაქში და აქ სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა გადაწყვეტა აქვს, თუმცა ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ, კერძო სადაზღვევო სექტორი ვართ ბუნებრივი პარტნიორები სახელმწიფოსი, რომლის მთავარი ინტერესია შემცირდეს ჯიბიდან გადახდები. ჩვენ, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე ამ სექტორში, გვინდა შევთავაზოთ ჩვენი გამოცდილება. ჩვენ დანერგილი გვაქვს სისტემა, რომ ექიმების მიერ გამოწერილი დანიშნულება ავტომატურად ხვდება ჩვენს პროვაიდერ სააფთიაქო ქსელში და უკვე მომხმარებელს შეუძლია იქ მივიდეს და აინაზღაუროს მედიკამენტების თანხა. ეს გვაძლევს საშუალებას გავაანალიზოთ რა ხარჯს წევს კომპანია და რას თანაგადახდით დაზღვეული. ვთვლით, რომ ის ბარიერი, რაც სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეს აქვს, რომ არ შეუძლია კერძო დაზღვევით სარგებლობა, უნდა მოიხსნას მაგალითად ამბულატორიული მედიკამენტების ან დიაგნოსტიკურ ნაწილში, რაც არასრულყოფილად იფარება სახელმწიფო პროგრამით”, – აცხადებს სტამბოლიშვილი.



„არდის“ გენერალური დირექტორის მიხეილ ჯაფარიძის თქმით, ფარმაცევტულ პროდუქციაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის გზა ფასების ზედა ზღვრის დაწესება არ არის. მისი მოსაზრებაა, რომ საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანების დაზღვევის ვალდებულება დამსაქმებელს ჰქონდეს. იგულისხმება მინიმალური სტანდარტი, რომლის ამოქმედების შემდეგაც, ჯაფარიძის თქმით, ბაზარზე ამ სეგმენტში კონკურენცია გაჩნდება და ხელმისაწვდომი შეთავაზებები შეიქმნება. სახელმწიფო კი საერთოდ გავა ამ მოქალაქეების დაზღვევიდან და მთლიანად მოწყვლადი ჯგუფების დაზღვევაზე იქნება კონცენტრირებული.



ჯაფარიძის თქმით, მას სტატისტიკა არ აქვს, თუმცა ცოტაა 1000 ლარს ზემოთ ხელფასის მქონე იმ ადამიანების რაოდენობა,რომლებიც უარს ამბობენ სახელმწიფო დაზღვევაზე და, შემოსავლის მიუხედავად, კერძო პაკეტებს არ ყიდულობენ.



შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მთავრობის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ მედიკამენტების ფასების შემცირების აუცილებლობაზე და ამ კუთხით პრობლემად სამედიცინო ჰოლდინგების შექმნას, ასევე მაღალ ფასნამატებს ასახელებენ. უკვე დაანონსდა მედიკამენტების ფასების რეგულირებაც, თუმცა რა მოდელი იმოქმედებს საქართველოში და როდის ამოქმედდება რეგულაცია, ჯერჯერობით უცნობია.


jandacva.ge

თეგები:
დაზღვევა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up