მოქალაქეებს, რომლებსაც ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადზე სახელმწიფო სუბსიდიის გამოყენების სურვილი არ აქვთ, შეთავაზებაზე უარის თქმა შეუძლიათ

მოქალაქეებს, რომლებსაც ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადზე სახელმწიფო სუბსიდიის გამოყენების სურვილი არ აქვთ, შეთავაზებაზე უარის თქმა შეუძლიათ

access_time2020-04-02 12:50:43

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადთან მიმართებაში სახელმწიფო სუბსიდიის გამოყენების სურვილი არ აქვთ, შეთავაზებაზე უარის თქმა შეუძლიათ.


როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ასეთმა აბონენტებმა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მომარაგებაზე პასუხისმგებელ შესაბამის კომპანიებს უნდა მიმართონ, რომლებიც სიებს დააკორექტირებენ. მათივე განმარტებით, იმ ადამიანების სუბსიდია, რომლებიც სახელმწიფოს დახმარებაზე უარს იტყვიან, სხვა მოქალაქეებს მოხმარდებათ, ვისაც ეს უფრო მეტად სჭირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ შექმნილია პროგრამა, რომელიც ყველა მოქალაქეს აძლევს საშუალებას, უარი თქვას ამ დახმარებაზე.


„ბევრი ადამიანია რამდენიმე ბინით, მაგრამ ვესაუბრეთ მომსახურების ყველა მიმწოდებელს და შექმნილია პროგრამა, რომელიც ყველა პატიოსან მოქალაქეს აძლევს საშუალებას, უარი თქვას ამ დახმარებაზე, თუ მას ეს არ სჭირდება და ეს მოხმარდება სხვა ადამიანებს. დამიკავშირდნენ ამ თემაზე ადამიანები, რომლებიც 200 კილოვატამდე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, მაგრამ მსგავსი მხარდაჭერა არ სჭირდებათ. ეს ერთსულოვნება მისასალმებელია და ამ შესაძლებლობას ჩვენს მოქალაქეებს მივცემთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადებს სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი, ხოლო ბუნებრივ აირზე დაწესებული შეღავათით - 671 ათასი ოჯახი ისარგებლებს.


bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up