მოქალაქეებისთვის 112-ის ყოველთვიური საკომისიოს ჩამოჭრის წესი შესაძლოა, შეიცვალოს

მოქალაქეებისთვის 112-ის ყოველთვიური საკომისიოს ჩამოჭრის წესი შესაძლოა, შეიცვალოს

access_time2019-01-11 14:06:19

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს სსიპ - „112“-ის შემოსულობებმა სულ 13,023,779.27 ლარი შეადგინა. 112-ის შემოსულობების ერთ-ერთ ძირითად წყაროს მობილური და ფიქსირებული ოპერატორების მომსახურებაზე დადგენილი საკომისიო წარმოადგენს.


აუდიტის სამსახურის ცნობით, 2017 წელს ოპერატორი ქსელებიდან 112-ის შემოსავალმა 7,997,198 ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შემოსულობების 61%-ს შეადგენდა.


შეგახსენებთ, რომ როგორც ფიქსირებული, ისე მობილური ოპერატორების შემთხვევაში, 112-ის საკომისიო ფიზიკური პირის შემთხვევაში 20; ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 50 თეთრია. აღნიშნული საკომისიოს ჩამოჭრა კი ყოველთვიურად 5 ლარის სასაუბრო დროის გახარჯვის შემთხვევაში ხორციელდება.



აღსანიშნავია, რომ აუდიტის სამსახური ამ სისტემაში გარკვეულ ხარვეზებს ხედავს და მთავრობას მისი დახვეწისკენ მოუწოდებს.


„არსებული სისტემით, აბონენტის მიერ ბალანსზე შესაბამისი თანხის ჩარიცხვისას არ ხდება „112“-ის მომსახურების საფასურის ავტომატური ჩამოჭრა და ის სასაუბრო დროის გახარჯვაზეა დამოკიდებული, კერძოდ: „112“-ის საფასურის დარიცხვა აბონენტისთვის ხდება შესაბამისი თანხის მომსახურების შეძენისას, ხოლო მისი გადახდა (აბონენტისთვის ჩამოჭრა) დამოკიდებულია სასაუბრო დროის გახარჯვაზე. შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ ოპერატორის მიერ ვერ მოხდეს თანხების სრულად ამოღება, აბონენტმა ისარგებლოს მომსახურებით, დაერიცხოს „112“-ის საფასური, თუმცა ბალანსზე არ აღმოჩნდეს საკმარისი თანხა. ბალანსის მოლოდინის რეჟიმში, აბონენტმა აღარ ისარგებლოს/გაანადგუროს ნომერი, შესაბამისად, დარიცხული საფასურის ჩამოჭრა (ამოღება) ვერ მოხდეს. შედეგად, 2017 წელს აბონენტებისთვის დარიცხულ და ოპერატორი ქსელების მიერ ამოღებულ (შესაბამისად სსიპ - „112“-სთვის ჩარიცხულ) თანხებს შორის სხვაობამ 220,305 ლარი შეადგინა. ასევე დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი ოპერატორის საბილინგო სისტემაში არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო, ვერ მოხერხდა აბონენტებისგან ამოღებული თანხების (სსიპ - „112”-ის მისაღები შემოსავლების) ზუსტი დაანგარიშება,“-აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.


რაც შეეხება რეკომენდაციებს, აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ მთავრობის წინაშე მობილური ოპერატორებიდან აბონენტებისთვის დასარიცხი მომსახურების საფასურის წესის განახლებისა და დახვეწის საკითხი უნდა დადგეს. ამასთან, უნდა შემუშავდეს „112“-ის დაფინანსების მარტივად ადმინისტრირებადი და კონტროლირებადი მექანიზმი და „112“-მა უნდა მიმართოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მობილური ოპერატორების მიერ აბონენტებისთვის დარიცხული და ამოღებული თანხების სისწორისა და სიზუსტის შესამოწმებლად.


ipn



თეგები:
112



"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით“

access_time2019-01-21 19:30:29
"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, საპენსიო რეფორმა ამ ქვეყნისთვის, ანუ ადამიანებისთვის დამაზიანებელი იქნება," — წერს სიციალურ ქსელში  "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე და იქვე მიზეზებს განმარტავს: არსებობს 2 ვარიანტი: ა) საპენსიო რეფორმა შემდეგი ათწლეულები უპრობლემოდ მუშაობს შემოთავაზებული სქემით ბ) არსებული...

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს
access_time2019-01-21 20:30:29
2016 წლის მარტში, ილონ მასკი ლოს-ანჯელესის გარეუბანში Tesla-ს ერთ-ერთ სალონში მივიდა. ეს იყო იმ დღეს, როდესაც კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალ მოდელზე - Model 3-ზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ბრენდის პირველი ნაბიჯი მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ტოპ მენეჯერები მარჩიელობდნენ შეკვეთების შესაძლო რაოდენობაზე და ელოდნენ დაახლოებით 50 000-ს, რაც იქნებოდა რეკორდი ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის. თუმცა, რეალობამ გადააჭარბა...

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“
access_time2019-01-21 17:10:48
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს. კახა ბექაური იმედს იტოვებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ....

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს
access_time2019-01-21 16:00:10
პანორამა თბილისის ფარგლებში თაინვესტირების ფონდი „ცეკავშირის“ ყოფილ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2019 წლის ბოლოს დაასრულებს. როგორც „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ფართების გაქირავება-გაყიდვის პროცესი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შენობის ქვედა სართულზე რამდენიმე ფართის გაყიდვა-გაქირავებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ფართების მფლობელები კერძო პირები არიან, ვინც ჯერ კიდევ „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შენობის შეძენამდე...

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების  ახალ პროექტს იწყებს
access_time2019-01-21 18:15:28
,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“კომპანიის დირექტორმა, თათია არაბიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ,,ბლაუენშტაინ საქართველოში“ პარტნიორ ფერმერთა პროექტი გაზაფხულიდან განახლებული პირობებით გაგრძელდება და მასში ფერმერის თანამონაწილეობაც იგულისხმება. პროექტი გულისხმობს არსებული საქონლის ჯიშის გაუმჯობესებას და მასში ფერმერი დაახლოებით, 50%-იანი თანამონაწილეობით შევა,...


მსგავსი სიახლეები

up