„მოქალაქეები ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესების წინააღმდეგნი არ იქნებიან“, - ირაკლი ლექვინაძე დიზელის საწვავის შემოტანის აკრძალვაზე

„მოქალაქეები ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესების წინააღმდეგნი არ იქნებიან“, - ირაკლი ლექვინაძე დიზელის საწვავის შემოტანის აკრძალვაზე

access_time2018-02-02 14:14:00

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე, არაკონდიციური საწვავის შემოტანის აკრძალვის შესახებ, კომენტარს აკეთებს.


როგორც მან ბიზნესსექტორთან შეხვედრაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა,  მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ქვეყანაში გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს უკავშირდება.


„ზოგადად, მთლიანობაში, განსაკუთრებით თბილისში რომ გარემოს დაცვის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ეს ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ გარემოს დაბინძურების ნაწილში ერთ-ერთი მთავარი დამბინძურებლები არიან სატრანსპორტო საშუალებები. მაშინდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ხარისხის სტანდარტების შემოღებაზე, ანუ ისეთი ტიპის რეგულაციებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყანაში უფრო მაღალი ხარისხის საწვავის შემოტანას. ბუნებრივია, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები უკავშირდება სწორედ იმ გამოწვევას, რაც არის ქვეყანაში და განსაკუთარებით, თბილისში გარემოს დაცვის პრობლემატიკაზე შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ლექვინაძემ.



მისივე განცხადებით: “მთლიანობაში თუ ბევრი მიმართულებით ქვეყანაში გაუმჯობესდება ხარისხის სტანდარტები, მე არ მგონია, რომელიმე მოქალაქე, ვინც შეიძლება ამ პროცესს ეწინააღმდეგებოდეს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და „საქართველოს ბიზნესასოციაციის“  შეხვედრაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დაყენა საკითხი ქვეყანაში არაკონდიციური საწვავის, კერძოდ დიზელის შემოტანის აკრძალვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ქვეყანაში დიზელის საწვავის შემოტანა უნდა აიკრძალოს, რადგანაც დაბინძურების ყველაზე დიდი მიზეზი დიზელია.


„კომერსანტი“




შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია
access_time2020-09-19 14:45:19
„სააკაშვილმა მეკვიდრეობით მიიღო ფაქტიურად მომაკვდავი ქვეყანა თავისი ყველა მაჩვენებლით, არანაირი სახელმწიფოებრიობის ნიშნებით. ამავე დროს, არ იყო დრო, არ იყო კადრები, არც ფული, მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ უნდა გვემოქმედა ძალიან სწრაფად და შეუპოვრად. ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი საშიში პრობლემა იყო კორუფცია და დანაშაული. ამით დაინფიცირებული იყო საქართველოს სხეულის ყველა უჯრედი. საჭირო იყო გადაგვერჩინა მთლიანად სხეული და არა მისი ცალკეული ორგანოები და ჩვენ...

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ
access_time2020-09-19 12:00:34
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 13 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ახალი სასწავლო წელი მათთვის და მათი სასწავლებლებისთვის გამკაცრებული რეგულაციებით და გაზრდილი ხარჯით იწყება....


მსგავსი სიახლეები

up