მოქალაქე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს - რა დაგიშავეს ექიმებმა?

მოქალაქე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს - რა დაგიშავეს ექიმებმა?

access_time2020-10-22 11:30:50

რა დაგიშავეს ექიმებმა? ამ კითხვით მიმართავს მოქალაქე მარიკა კუბლაშვილი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ახალგაზრდა ქალი ვიდეო მიმართვაში იმ პრობლემაზე საუბრობს რომელიც ჯანდავის სექტორიაშია შექმილი. კოვიდ ტესტის ასაღებად მისულ კუბლაშვილს, ცხელების ცენტრში მედპერსონალი სამედიცინო ეკიპირების გარეშე დახვდა. მისი ვიდეო მიმართვიდან ირკვევა, რომ მოსახლეობა საფრთხის ქვეშაა, რადგან შესაძლებელია COVID პოზიტიური დაუდგენელი შემთხვევები ეპიდემიის გავრცელებას უწყობდნენ ხელს.  „რას აკეთებდით 5 თვე? რაზე ფიქრობთ ახლა? სად არის რეგულაციების შესრულება? რატომ არ უფრთხილდებით ექიმებს?“ ეს ის კითხვები რომელიც მარიკა კუბლაშვილს ტიკარაძის უწყებასთან აქვს.


„კომერსანტი“ გთავაზობთ მოქალაქის მიერ გავრცელებულ მიმართვას:



„მინდა გამოვეხმაურო იმ პროცესებს რაც პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში ხდება. მეხუთე დღეა ავად ვარ და მხოლოდ დღეს ჩავაბარე Covid ტესტი, სწორედ ამ თემაზე მინდა კომენტარის გაკეთება თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცედურა. დაახლოებით 3 დღე ველოდე 112-ს, სანამ შესაბამის ცხელების ცენტრში გადამამისამართებდნენ, დღეს მივედი ჩასაბარებლად.


შევედი შენობაში, სადაც რეგისტრატურაში მიმითითეს რომ მესამე სართულზე ხდებოდა ტესტების ჩაბარება, ვისარგებლე ლიფტით. მესამე სართულის რეგისტრატურასთან დამხვდა სხვადასხვა პაციენტების რიგი, მათ შორის ბავშვების, მაშინვე აღვნიშნე რომ Covid-ის ტესტის ჩასაბარებლად ვიყავი, რამაც აჟიოტაჟი გამოიწვია. ჩემი რიგის მოსვლის შემდეგ მივუახლოვდი რეგისტრატორს, რომელსაც მხოლოდ პლასტიკატის ფარი იცავდა, სხვა დამცავი საშუალებებით აღჭურვილი არ ყოფილა, მომთხოვა პირადობის მოწმობა, რომელიც არ მივაწოდე და მისივე უსაფრთხოების გამო მონაცემები შორიდან დავანახე. რეგისტრატორმა იქვე, გვერდით არსებულ კაბინეტზე მიმითითა, რომელთანაც ასევე იყო კოვიდ ტესტის ასაღებად მისული პაციენტების რიგი, რომლებიც სხვა პაციენტების გვერდით, ერთ სივრცეში იდგნენ. არავითარი სპეციალური ეკიპირება არც ექიმს და არც ექთანს, როგორიც უცხოეთის საავადმყოფოების კადრებში გვინახავს, არ ჰქონიათ, ეცვათ ერთჯერადი ხალათები, ეკეთათ პირბადე და ფარი, არ ჰქონდა თმები დაფარული. აქ ჩნდება კიდევ ერთი პრობლემა და მე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს, რა დაგიშავათ ექიმებმა? რატომ რისკავთ მათ ჯანმრთელობას, რომელთა რაოდენობა ამ კრიტიკულ სიტუაციაში ისედაც არასაკმარისია?


გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ექიმი მოვიდა საკმაოდ ახლოს და გულდასმით გამსინჯა, ეს მათ პროფესიონალიზმსა და მონდომებაზე მეტყველებს, თუმცა რა დაგიშავათ ამ ხალხმა თუ ასე არ უფრთხილდებით? საბოლოო ჯამში ამიღეს ტესტი, მომცეს რჩევები. ჯანდაცვის სამინისტროს რომელსაც უამრავი თანხა აქვს ჩარიცხული, ვეკითხები, როგორ უნდა იყოს პაციენტების ნაკადი ისე მოწყობილი რომ საფრთხე არ შეექმნას ექიმს და სხვა პაციენტებს? პაციენტი, რომელიც სავარაუდოდ არის კოვიდინფიცირებული ასე უნდა დადიოდეს მთელ კლინიკაში და სხვა პაციენტებთან ერთად იყოს ერთ სივრცეში? ასევე ექიმების დაცვა, რომლებსაც უამრავ დაინფიცირებულთან აქვთ დღის განმავლობაში ურთიერთობა, არ უნდა იყოს 100%-იანი? ვკითხულობ რა აკეთა ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან უამრავი თანხა ჩაერიცხა, 5 თვის განმავლობაში? რა აკეთა იმ თვე ნახევარში როცა დაგვსვეს კარანტინში, დაანგრიეს ეკონომიკა, თითქოს იმისთვის რომ მომზადებულიყვნენ პანდემიისთვის? აშკარაა რომ ისინი მზად არ არიან და ჩვენ სამწუხაროდ ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ, რომელიც იმის ბრალი კი არ იქნება, რომ ხალხი რეგულაციებს არ იცავს, რითიც ახლა აპელირებენ, არამედ იმის, რომ თვითონ ასე უდგებიან საკითხს“, - ამბობს მარიკა კუბლაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up