Moody's: პანდემიამ ყველაზე მეტად ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები დააზარალა

Moody's: პანდემიამ ყველაზე მეტად ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები დააზარალა

access_time2021-07-27 19:00:27

სარეიტინგო სააგენტომ Moody's დაადგინა, რა ტიპის ქვეყნები დაზარალდნენ პანდემიისგან ყველაზე მეტად და მომავალში რა სახის პრობლემები გახდება მთავარი გამოწვევები როგორც ცალკეული ქვეყნებისთვის, ასევე მთლიანად გლობალური ეკონომიკისთვის.


ყველაზე მეტად აღდგენა გაუჭირდებათ ქვეყნებს, რომლებიც ცალკეულ დარგებზე არიან დამოკიდებულები - განსაკუთრებით კი ტურიზმზე.


სააგენტოს ექსპერტთა შეფასებით, პანდემიური კრიზისიდან გასვლა სხვდასხვა ქვეყნებისთვის განსხვავებული იქნება - ზოგიერთი ამას უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ მოახერხებს - პირველ რიგში ეს დამოკიდებულია ეკონომიკების სტრუქტურაზე და ვაქცინაციის დონეზე.


ანალიტიკოსებმა ქვეყნები 3 ჯგუფად გაანაწილეს - მთავარი კრიტერიუმია პამდემიამდელ ეკონომიკასთან შედარებით ვარდნის მასშტაბი.


პირველ ჯგუფშია ქვეყნები, რომელთა ეკონომიკა მხოლოდ 2%--ით დაეცა, მეორეში - 8%-დე, და მესამეში - ყველაზე დაზარალებული ქვეყნები, რომელთა ეკონომიკა 2019 წელთან შედარებით 8%-ზე მეტად შემცირდა.


ყველაზე მძიმედ პანდემია ფორმირებად და „მოსაზღვრე“ ეკონომიკების მქონე ქვეყნებზე აისახა, რისკის ზონაშია ქვეყნები, რომლებიც პანდემიის გარეშეც საგარეო ვალებზე სასიცოცხლოდ დამოკიდებულები არიან - ისეთები, როგორც შრი-ლანკა, სურინამი, ლაოსი, ინდოეთი, ტუნისი და პერუ.



შედარებით მარტივად კრიზისს განვითარებული ქვეყნები დაძლევენ - აშშ, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები და ჩინეთი.


პირველ რიგში ამას ხელს შეუწყობს ამ სახელმწიფოების ეკონომიკების დივერსიფიცირების ძალიან მაღალი დონე და მთავრობების მიერ გაწეული უზარმაზარი ხარჯები. მდიდარ ქვეყნებში ასევე სხვებზე სწრაფად მიმდინარეობს ვაქცინაცია, რომელიც მათ ეკონომიკის შეუფერხებელი ზრდის საშუალებას აძლევს.


ზომიერი ზარალის ქვეყნებს შორისა რუსეთი, მექსიკა, ბრაზილია და ავსტრალია, რომელთა ეკონომიკების ვარდნა 2-დან 8%-მდე იქნება.


Moody's-ის ექსპერტების აზრით, პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა უკვე არსებული პრობლემები, მაგალითად ისეთები, როგორც საბიუჯეტო დეფიციტი და დავალიანების ზრდა, რაც საბოლოო ჯანში შემოსავლების შეამცირებს, უთანასწორობას გააღრმავებს და სიღარიბეს გაზრდის.


2021 წელს გლობალური ეკონომიკა 5,7%- ით გაიზრდება, 2023 წელს კი - ზრდა 3,3%-მდე შემცირდება.
მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება ტურიზმზე დამოკიდებულ ქვეყნებს ეთმობა. პანდემიისგან ყველაზე მეტად სწორედ ისინი დაზარალდნენ, თუმცა, ზოგიერთ ქვეყნებში ტურიზმის აღდგენა მოსალოდნელზე სწრაფად ხდება - ეს ძირითადად ეხება ისეთ ქვეყნებს, სადაც ტურისტები ძირითადად ავტომობილებით ჩადიან - მაგალითად, ხორვატიას.


ამავე დროს სხვა პოპულარული ტურისტული მიმართულებები, რომლებიც ავიამიმოსვლაზე არის დამოკიდებული, ტურისტების დეფიციტს განიცდიან - ასეთ ქვეყნებს შორისაა ტაილანდი, ინდონეზია, და ა.შ.


ასევე მნიშვნელოვნად დაზარალდებიან ქვეყნები, რომელთა ეკონომიკების დიდი წილი ვაჭრობაზე და სერვისზეა დამოკიდებული.

rbc.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up