Moody’s: მოსახლეობის დაბერება ეკონომიკურ ზრდას შეანელებს

Moody’s: მოსახლეობის დაბერება ეკონომიკურ ზრდას შეანელებს

access_time2021-05-11 20:00:44

უახლოესი 5 წლის მანძილზე მოსახლეობის დაბერება ეკონომიკურ ზრდას 0,9 პ.პ.-ით შეანელებს. ყველაზე ასაკოვანი რეგიონი ევროპა იქნება.

 

პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისიდან ევროპის, შტატების და სხვა განვითარებული ქვეყნების გამოსვლის მიუხედავად, უახლოეს ათწლეულში დემოგრაფიული გადასვლა ეკონომიკური ზრდის ტემპებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. სავარაუდოდ, ზრდის კლება 2020-2025 წლების მანძილზე 0,9 პ.პ. იქნება,

 

დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის მატების შემცირება წარმოების ზრდის ტემპებს შემცირების ფონზე ხდება. მოსახლეობის დაბერება კი ჯანდაცვაზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე სახელმწიფო დანახარჯების მნიშვნელოვნად ზრდის.

 

შრომისუნარიანი მოსახლეობის გლობალური ზრდა უახლოესი 20 წლის მანძილზე 50%-ით შემცირდება. ყველაზე მეტად ევროპა დაბერდება, ხოლო ცალკეული ქვეყნები - გერმანია, იტალია, ესპანეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, მოსახლეობის შემცირების წინაშეც დადგებიან. აშშ-მი და ბრიტანეთში შრომისუნარიანი მოსახლეობა გაიზრდება, თუმცა, უმნიშვნელოდ,  განსაკუთრებით წინა ათწლეულებთან შედარებით.

 

მოსახლეობის დაბერება ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების რეალიზების კუთხით გრძელვადიან სტაბილურობას რისკებს უქმნის. თუ ადრე განვითარებულ ქვეყნებში ადგილობრივი მუშახელის დეფიციტის შევსების საშუალება მიგრაცია იყო, დღეს მიგრანტების მოზიდვა საკმარისი არაა.

 


დაბერებულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი წყარო სამუშაო ძალაში ქალების და ასაკოვანი თანამშრომლების ჩართვა იქნება. გარდა ამისა, დაბერების ნეგატიური შედეგებს ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვა შეარბილებს.

 

ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი წარმოების ეფექტურობის ზრდის შემდეგი ნაბიჯი იქნება. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც. რომ მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვან ცვლილებებს, მათ შორის კერძო და სახელმწიფო ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალში, განათლებაში და კადრების კომპლექსურ გადამზადებაში მოითხოვს.

 

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, პანდემიასთან დაკავშირებული მკვეთრი ვარდნის შემდეგ, 2021 წელს გლობალური წარმოება 4%-ით გაიზრდება, მაგრამ ეს ზრდა მოსალოდნელზე ბევრად დაბალი იქნება. 2022 წელს ზრდა 3,8%-მდე შემცირდება.

 

გაეროს დემოგრაფიული პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 8,5 მლრდ. ადამიანამდე გაიზრდება, მაგრამ ამავე დროს მოსახლეობის ყოველწლიური მატების მაჩვენებელი მცირდება - 1965-1970 წლებში ეს 2,1%-ს შეადგენდა, 2015-2020-ში - 1,1%-ს შეადგენდა. ეს მხოლოდ დასაწყისია - შემცირება შემდგომშიც გაგრძელდება.

 

კაცობრიობის საშუალო ასაკი 1970 წლიდან იზრდება, და დღეს 31 წელს შეადგენს, ხოლო 2030 წლისთვის 33-ს, 2050-სთვის კი 36,2 წლამდე მოიმატებს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტერიუმების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობა დაბერებულად მაშინ ითვლება, როდესად 65 წლის და უფროსი ადამიანების წილი 7%-ს შეადგენს.

 

 

წყარო: .moodys.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up