MOODY'S-მა საქართველოს ახალ ევრობონდებს BA2 რეიტინგი მიანიჭა

MOODY'S-მა საქართველოს ახალ ევრობონდებს BA2 რეიტინგი მიანიჭა

access_time2021-04-15 10:20:00

Moody's Investors Service-მა საქართველოს მთავრობის ახალ ევრობონდებს, რომლის გამოშვება ლონდონის ბირჟაზე ოფიციალურად უკვე დარეგისტრირდა, Ba2 რეიტინგი მიანიჭა, პროგნოზით „სტაბილური.“


სარეიტინგო კომპანია განმარტავს, რომ პროგნოზი „სტაბილური“ მიათითებს რომ საქართველოს რეიტინგის რისკები დაბალანსებულია.


„ჩვენ ველით, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს რეფორმებს ეკონომიკის ზრდისა და მდგრადობის შენარჩუნებისთვის“, - განმარტავს Moody's და იქვე დასძენს, რომ შიდა დანაზოგებისა და ინვესტიციების ეფექტურობის ასამაღლებელი სამუშაოები შეავსებს ექსპორტისა და საექსპორტო ბაზრების მრავალფეროვნებას, რაც ნაწილობრივ ასახავს მთავრობის ლოგისტიკისა და ინფრატრუქტურის მიმართულებით ხარჯვის ფოკუსს.


„ჩვენ ასევე ველით გრძელვადიან სტაბილურობას როგორც საშინაო, ისე გეოპოლიტიკური მიმართულებით, მიუხედავად ბოლოდროინდელი შიდა პოლიტიკური მოვლენებისა და რუსეთთან დაძაბულობისა. ეს ხელს შეუწყობს შემდგომი ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების ხელშემწყობი გარემოს შექმნას“, - განმარტავს სარეიტინგო კომპანია.


Moody's-ი მიანიშნებს მაღალი დოლარიზაციის მაღალ რისკზეც. ასევე გაურკვევლობას ხედავს, თუ რამდენად გაიზრდება ეკონომიკის პროდუქტიულობა ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, რომელიც ამ დრომდე ვერ ახერხებს მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.


Moody’s აფასებს საქართველოს გარემოზე ზემოქმედებას „ზომიერად უარყოფითად“ (E-3 ემიტენტის პროფილის ქულა). ასახავს ზომიერად უარყოფით რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია კლიმატის ფიზიკურ ცვლილებებთან.



Moody's-ის შეფასებით საქართველოს საკრედიტო პროფილი ემყარება მის ინსტიტუციონალურ სიმტკიცეს, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას.


Moody’s-ის შეფასება დემოგრაფიულ გამოწვევებსაც ეხება, მათ შორისაა ერის დაბერება, მოსახლეობის შემცირება და სოფლის მეურნეობის სექტორში პროდუქტიულობის ზრდის მუდმივად დაბალი მაჩვენებელი (სადაც მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია დასაქმებული).


Moody’s-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2013-2022 წლებში საშუალოდ 3.2% იქნება.


სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შემოდინებულ ინვესტიციებზე, რადგან შიდა დანაზოგი დაბალია. იქვე მითითებულია, რომ ეს აისახა ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის მნიშვნელოვნად მცირდებოდა პანდემიამდე.


2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, მთავრობამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით. გატარდა რეფორმები, რომელიც საფუძვლად უდევს საქართველოს ეკონომიკურ მდგრადობას. Moody's მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაბამისად გამოიწვევს ქვეყნის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების შემდგომ გაუმჯობესებას, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.


Moody-ის აზრით, ბოლოდროინდელი პოლიტიკური არასტაბილურობის მიუხედავად, ხელისუფლებამ არ უნდა მოადუნოს ყურადღება გრძელვადიანი ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით, რაც დღეს მაინც რისკად რჩება.


Moody’s-ის შეფასებით, კორონა ვირუსის პანდემიის გავლენა საქართველოს ფისკალურ სიძლიერეზე აისახება. სწორედ ამან გამოიწვია ვალის ზრდა მშპ-ს 61%-ზე მეტად. ამის ნაწილობრივ კომპენსაციად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველო სარგებლობს სესხის ხელსაყრელი სტრუქტურით. მისი აბსოლუტური უმრავლესობა მრავალმხრივი და ორმხრივი სესხია და პირობებიც შედარებით შეღავათიანია.


Moody’s-ის შეფასებით, საქართველოს ამჟამინდელი ფისკალური მდგომარეობა ასევე რეაგირებს ლარზე, რომელსაც აქვს თავისუფალი მცურავი კურსი და ხასიათდება გაუფასურების ტენდენციით. საქართველოს სესხის ტვირთი და მისი მომსახურების ხარჯები, რომელიც 2019 წლის მონაცემებით, 77% უცხოურ ვალუტაშია, დაუცველია გაცვლითი კურსის მოულოდნელი ცვლილებებისგან.


„და ბოლოს, ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ხელს უწყობენ უფრო მეტ ეკონომიკურ დივერსიფიკაციას და დროთა განმავლობაში პროდუქტიულობის უფრო მაღალ ზრდას, ზრდის საქართველოს ეკონომიკურ სიძლიერეს და პოტენციურად ხელს უწყობს რეიტინგის მატებას“, - განმარტავს Moody's.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up