Moody's-მა მთავრობის ფისკალური რეფორმა დადებითად შეაფასა

Moody's-მა მთავრობის ფისკალური რეფორმა დადებითად შეაფასა

access_time2017-09-11 20:15:38

„Moody's-ის განცხადებით ახალი, დამაჯერებელი რეფორმები მომავალში დადებითად აისახება საქართველოს საკრედიტო მდგომარეობაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ფისკალური რეფორმების ეფექტურობა, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და დანაზოგების გენერირებას," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგზე, რომელიც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას მიეძღვნა. კერძოდ, კომპანია Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, ხოლო  მდგომარეობა კვლავ სტაბილურით შეაფასა.

 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სააგენტოს მიერ დადებითადაა შეფასებული რეფორმები, რომლებიც დოლარიზაციის შემცირებისა და ლარიზაციის ზრდისკენაა მიმართული. საპენსიო რეფორმა, ფისკალური რეფორმები განხილულია, როგორც საკრედიტო მდგომარეობის პერსპექტიული გაუმჯობესების წყარო.

 


„საკრედიტო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება შესაძლებელია შიდა დანაზოგების ზრდით, საგარეო მოწყვლადობის შემცირებითა და დივერსიფიკაციის ხელშემწყობი ეკონომიკური რეფორმებით," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 



ზაზა ოქუაშვილი – თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი და სამართალი ტერორშია

ზაზა ოქუაშვილი – თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი და სამართალი  ტერორშია
access_time2019-11-20 13:08:30
ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს. ზაზა ოქუაშვილის შეფასებით, „ივანიშვილის ძალადობრივმა რეჟიმმა მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საპატრიარქოს მითვისებაც კი მოინდომა“. მისივე განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და აღარ გააგრძელოს ძალის გამოყენება. „ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი,...

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“
access_time2019-11-20 12:10:22
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები არ ცხრება. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. პოლიციამ რუსთაველზე და პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილები წყლის ჭავლით დაშალა, რომლებიც პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ახდენდნენ. მიმდინარე მოვლენებს „კომერსანტთან“ მთავრობის გუნდის ყოფილი წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი...

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები შესაძლოა აიკრძალოს

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები შესაძლოა აიკრძალოს
access_time2019-11-20 13:15:47
საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი - აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის...

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება
access_time2019-11-20 11:45:27
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მომავალ კვირას დეველოპერებთან და სამშენებლო კომპანიებთან გაფართოვებულ შეხვედრას აანონსებს.როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრა „ცენტრ პოინტს“ და მსგავს „ქეისებს“ შეეხება. კალაძე დაუსრულებელი პროექტების დასრულებაში სექტორს მხარდაჭერას სთხოვს. „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები, 6000-მდე ოჯახი, არის სერიოზული პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს. შევქმენით საინიციატივო...

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა
access_time2019-11-20 09:44:00
როგორც ცოტა ხნის წინ  „კომერსანტმა“ ექსკლუზიურად დაანონსა, 15 ნოემბერს თბილისში, ქავთარაძის 1-ში მდებარე „სითი მოლში“ Calvin Klein-ის ბრენდის ახალი კონცეფციის  შოურუმი გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში რიგით მეოთხეა, ისეთი დიდი მეგაპოლისების შემდეგ, როგორიცაა -  ნიუ იორკი, დუსელდორფი და შანხაი. ამით ბრენდმა საქართველოს და ქართველ მომხმარებელს უდიდესი ნდობა გამოუცხადა. „ეს გახლავთ სრულიად ახალი კონცეფცია House of Calvin, სადაც წარმოდგენილია ბრენდის ყველა...


მსგავსი სიახლეები

up