Moody’s - მა ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ იპოთეკური ობლიგაციების შესახებ კანონპროექტზე მოსაზრება გამოაქვეყნა

Moody’s - მა ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ იპოთეკური ობლიგაციების შესახებ კანონპროექტზე მოსაზრება გამოაქვეყნა

access_time2022-01-20 13:20:00

წამყვანმა სარეიტინგო სააგენტო Moody’s - მა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ იპოთეკური ობლიგაციების შესახებ კანონპროექტზე თავის ანგარიშში ვრცელი მოსაზრება გამოაქვეყნა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


პროექტის მიზანია კომერციული ბანკებისთვის დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე წვდომის გაზრდა და საქართველოში იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონის პროექტი აწესრიგებს იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებასთან, ემიტენტების ზედამხედველობასთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.




„იპოთეკური ობლიგაციების შესახებ საქართველოს ახალი კანონის პროექტი ბაზრის განვითარების მყარ საფუძველს ქმნის. პროექტი, ევროპის სხვა ქვეყნების კანონმდებლობის მსგავსად, ითვალისწინებს მძლავრი დაცვის მექანიზმებს ინვესტორებისთვის, მათ შორის ნორმებს უზრუნველყოფის ბაზის ხარისხის შენარჩუნების თაობაზე და უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის მოთხოვნებს, რომლებიც უფრო მაღალია, ვიდრე ზოგიერთი დამკვიდრებული იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის შემთხვევაში“, - აღნიშნულია Moody’s - ის ანგარიშში.


თეგები:
Moody’s



Reuters: ევროკავსირი უკრაინას დამატებით €9 მლრდ-ს გამოუყოფს

Reuters: ევროკავსირი უკრაინას დამატებით €9 მლრდ-ს გამოუყოფს
access_time2022-05-18 21:00:42
ყველაზე ცოტა რაც უკრაინას ეკონომიკური აღდგენისთვის დასჭირდება 600 მლრდ აშშ დოლარია, ზოგი დათვლით უკვე 1 ტრლნ. ომის პარალელურად ნგრევა და ზარალის მოცულობაც იზრდება. ძირითადი ტრანშები ომის დასრულების შემდეგ გადაირიცხება. გარვეული მონახაზები კი უკვე არსებობს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დენ ლაიენმა განაცხადა, რომ ბრიუსელი კიევს დამატებით 9 მლრდ ევროს გამოუყოფს. ინფრომაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.   დახმარების ყველაზე დიდ წყაროდ რუსეთისთვის გაყინული $300...

„საიდუმლო ოთახი“ ხელოვნების სასახლეში 18 მაისიდან გაიხსნა – გიორგი კალანდია გადაცემაში „ბრენდი საქართველო“

„საიდუმლო ოთახი“ ხელოვნების სასახლეში 18 მაისიდან გაიხსნა – გიორგი კალანდია გადაცემაში „ბრენდი საქართველო“
access_time2022-05-18 18:30:34
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელოვნების სასახლეში საინტერესო სიახლეებია დაგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი ხელოვნების სასახლეში იმ „საიდუმლო ოთახის“ გახსნაა, რომელიც ლეგენდარული სიყვარულის ისტორიას უკავშირდება. სიყვარულის ისტორიაზე და საიდუმლო ოთახზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ ისაუბრა. ...

18 მაისი - ლარი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

18 მაისი - ლარი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-05-18 17:10:24
18 მაისი ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.12 თეთრით 2.9442-მდე გამყარდა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 2.08 თეთრით 3.0973-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.23 თეთრით 3.6538-მდე, ლარი 100 რუსულ რუბლთან 3.48 თეთრით 4.5576-მდე, 10 უკრაინულ გრივნასთან 0.29 თეთრით 1.0014-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 8.49 თეთრით 6.4031-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.1846-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.23 თეთრით 1.7354-მდე გამყარდა.

რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს - ფხაკაძე საწვავის ფასზე

რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს - ფხაკაძე საწვავის ფასზე
access_time2022-05-18 16:25:08
საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია, ამ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სოსო ფხაკაძის თქმით, ამ ეტაპზე, ფასების შემცირების რესურსი არ არსებობს.   „დღეს არის არაორდინალური ვითარება ომის გამო. დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ისეთი პროცესი, სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთ-უკრაინას შორის ასევე...

ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი გახდა

ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა
access_time2022-05-18 14:55:01
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, საქართველოში დაიწყო მასშტაბური პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE). აღნიშნული პროექტის საწყის ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მმართველი დირექტორი, ფრიდრიხ შტიფტი, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ‘მერსი ქორფსის’ პროგრამის ოფიცერი აზიაში, სიმონა ჰერმეილოვა, RDYE პროექტის ხელმძღვანელი, უჩა ვარამაშვილი, სპორტის,...


მსგავსი სიახლეები

up