„მონტე ნაპოლეონე” იტალიური ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი ქართულ ბაზარზე

„მონტე ნაპოლეონე” იტალიური ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი ქართულ ბაზარზე

access_time2018-12-11 20:05:00

„მონტე ნაპოლეონე” არის ისეთი პრემიუმ კლასის იტალიური ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, როგორებიცაა: Billionaire, Santoni, Canali, Zilli, Kiton, Boggi Milano, Brunello Cucinelli, Corneliani, Tombolini, Jacob Cohen, Tod`s და ასევე ცნობილი ინგლისური ბრენდი Churchs. მაღაზიაში წარმოდგენილია მამაკაცის ტანსაცმლისა და აქსესუარების ფართო არჩევანი.


მის მთავარ მისიას ექსკლუზიური, ცნობილი ბრენდების კოლექციებითა და მომსახურების უმაღლესი ხარისხით საზოგადოების ლოიალურობისა და სანდოობის მოპოვება წარმოადგენს.


„მონტე ნაპოლეონეს“ ძირითადი მომხმარებლები არიან ცნობილი, წარმატებული, გემოვნებიანი, დახვეწილი და თანამედროვე მამაკაცები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ შეინარჩუნონ უნიკალური, გამორჩეული სტილი და შემატონ საკუთარ თავს მეტი თავდაჯერებულება.


როგორც „კომერსანტს“ „მონტე ნაპოლეონეს“ დირექტორმა ზურა ავაკიანმა განუცხადა, ბრენდი საზოგადოებას ხარისხზე ორიენტირებულ პრემიუმ კლასის ბრენდების სამოსს სთავაზობს. კონკურენციაზე საუბრისას დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ დღეს ბაზარზე მათი კომპანია უკონკურენტოა.



„ის ბაზარი, რომელიც ჩვენ გვაქვს ათვისებული კონკურენციის გარეშეა. ბაზარზე ჩვენი კატეგორიის ბრენდი ფაქტობრივად არ არსებობს. ჩვენ ბიზნეს კლასზე გათვლილი მაღაზია გვაქვს, რომლის სეგმენტიც წარმატებული, გემოვნებიანი, თანამედროვე და დახვეწილი მამაკაცები არიან“ - განაცხადა ზურა ავაკიანმა.



კომპანია თავის მომხმარებელს სიახლეებს საახალწლოდაც შესთავაზებს. კონკრეტულად კი, „მონტე ნაპოლეონეში“ 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 50%-დან 70%-მდე ფასდაკლებები იქნება.


„მონტე ნაპოლეონეს“ 2019 წელს სამი ახალი ბრენდი შემოჰყავს, თუმცა კომპანიის დირექტორი კონკრეტულ სახელს ამ ეტაპზე არ ასახელებს. იტალიური კომპანია მომავალ წელს ახალი მაღაზიით გაფართოვებასაც გეგმავს და ის თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში იქნება წარმოდგენილი. ამჟამად მაღაზია თავისუფლების მოედანზე, პუშკინის 1/3-შია წარმოდგენილი.


საკონტაქტო ტელეფონი: 032 2 18 33 22


(R)






ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში

ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში
access_time2022-01-25 16:55:00
რას გულისხმობს მთავარი  ბუღალტრის როლის ტრანსფორმაცია...

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-25 18:00:47
25 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.43 თეთრით 3.0720- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0675 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.47 თეთრით 3.4661-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.57 თეთრით 4.1358-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.68 თეთრით 3.9081-მდე, თურქულ ლირასთან 0.18 თეთრით 0.2269-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.82 თეთრით 6.3834-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.68...

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა
access_time2022-01-25 17:00:20
ამანათების გადამზიდი კომპანიები 2022 წელს მომსახურებაზე ტარიფის ზრდას ამ ეტაპზე არ ელიან. კერძო სექტორის შეფასებით, ფასების კორექტირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები 2020 წლიდან დაიწყო და ის ძირითადად ჩინეთის მიმართულებას შეეხო. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ Inex Group-ის დირექტორი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვის ფასები დაახლოებით 60%-ით არის გაზრდილი.   „ტარიფების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ჩინეთის...

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა
access_time2022-01-25 15:55:06
„საქართველოს ბანკის“ გვერდი ფეისბუქზე აღარ იძებნება. მისი ვირტუალური სივრციდან გაქრობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  „საქართველოს ბანკის“ გვერდის გაქრობას მისი მთავარი კონკურენტი თიბისი ეხმაურება, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: „ადამიანების შესაძლებლობები...

მიხეილ ჯაფარიძე: „ომიკრონის“ გავრცელების გამო ოჯახის ექიმებზე უპრეცედენტო დატვირთვა ფიქსირდება

მიხეილ ჯაფარიძე: „ომიკრონის“ გავრცელების გამო ოჯახის ექიმებზე უპრეცედენტო დატვირთვა ფიქსირდება
access_time2022-01-25 12:30:26
სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის რგოლში პაციენტების მართვის პროტოკოლის შეცვლას სთხოვს, რათა ოჯახის ექიმებზე დატვირთვა შემსუბუქდეს და მათ უკეთ...


მსგავსი სიახლეები

up