მონიტორინგის აუცილებლობა - ოკუპირებული რეგიონები, გაერო და ქართული დიპლომატია

მონიტორინგის აუცილებლობა - ოკუპირებული რეგიონები, გაერო და ქართული დიპლომატია

access_time2017-03-27 09:25:50

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან", რომელშიც გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საქართველო და მის მიერ ინიცირებული რეზოლუციის თანასპონსორი 43 ქვეყანა მოუწოდებენ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეღწევა და მონიტორინგის ადგილზე წარმოება.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ჟენევაში მიღებული დოკუმენტი არის პირველი რეზოლუცია, რომელიც მიიღო საქართველოს საკითხზე ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა გაერო-ს სპეციალურმა ორგანომ, ადამიანის უფლებათა საბჭომ. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის, მიხეილ ჯანელიძის, თქმით, რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. და კიდევ: ​„რეზოლუციაში გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ხაზგასმულია ადამიანთა გატაცებების, უკანონო დაკავებების, საკუთრების უფლებაში ჩარევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების, თავისუფალი გადაადგილებისა და ცხოვრების უფლებების დარღვევის ფაქტები".

 

გარდა ამისა, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესია აღნიშნავს, რომ საქართველოს ორივე სეპარატისტულ რეგიონში ადგილი აქვს ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის შემთხვევებს, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები კვლავაც ვერ ახერხებენ თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის, თქმით, მიღებული დოკუმენტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ გაერო აღნიშნავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით მონიტორინგის აუცილებლობას - „კერძოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს ადამიანის უფლებათა საკითხებში დაევალა, რომ შეისწავლოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა და შესაბამისი ანგარიში გააცნოს ადამიანის უფლებების საბჭოს მომდევნო სესიებზე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაერო-ს დღის წესრიგში და ის დადგება მომდევნო სესიების განმავლობაშიც".

 

მართლაც, რეზოლუციის მიხედვით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს განაგრძოს საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების გაწევა და წარმოადგინოს ანგარიში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საბჭოს მომდევნო, 35-ე და 36-ე, სესიებზე.


 

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ეს გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგანაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ქართული დიპლომატია გაერო-ში მხოლოდ გენერალური ასამბლეის დონეზე თუღა ახერხებდა რეზოლუციის გატანასა და მხარდაჭერას - ​„ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქართული დიპლომატია უკვე ახერხებს მნიშვნელოვანი საკითხების მაღალ ტრიბუნაზე გატანას, რაც წინა წლებში იყო, ფაქტიურად, წარმოუდგენელი. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ რუსეთ-საქართველოს ომმა საქართველოს იმიჯი ცოტა არ იყოს შებღალა საერთაშორისო ორგანიზაციებში. რეზოლუციის მიღება კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და, მათ შორის, გაერო უკვე მიიჩნევს, რომ ეს საკითხები არის აშკარად საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე გამოსატანი, განსაკუთრებით ის საკითხები, რომლებიც ეხება გადაადგილების უფლებას, მშობლიურ ენაზე განათლების უფლებას და სხვა საკითხებს, რომელთა შესახებ დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ყველა დუმდა“.

 

ასევე საყურადღებოა ის, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში მიღებული რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას, მიღებული იქნეს სათანადო ზომები გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეღწევის დაუყოვნებლივ უზრუნველსაყოფად. კორნელი კაკაჩიას თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა დაბლოკა ცხინვალის რეგიონში ეუთო-ს, ხოლო აფხაზეთში გაეროს დამკვირვებელთა მისია, 24 მარტს მიღებული რეზოლუცია კი იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ გაერო ცდილობს ეს ვითარება შეცვალოს.


„როგორც ჩანს, გაერო ამზადებს საფუძველს ან სურვილი აქვს, რომ დაბრუნდეს მათი მისია და დააკვირდეს ამ პროცესებს. ბუნებრივია, ეს არ იქნება ადვილი. როგორც გაეროში, ასევე ეუთო-ში რუსეთს აქვს ვეტოს უფლება და ამის გამოა, რომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა საინტერესოა, რა იქნება ახლა. თუ მომავალში მსგავსმა ანგარიშებმა მოიმატა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაიწყეს ამაზე წერა, შესაძლოა გარკვეულწილად ეს იყო ზეწოლის მექანიზმი იგივე სეპარატისტულ ხელისუფლებებზე და, თუნდაც, რუსეთზე. ამან შეიძლება გარკვეული ხნის შემდეგ გამოიღოს შედეგი, თუმცა იმ პირობებში, რაც დღეს ხდება აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში და, მით უმეტეს, რუსეთის პოზიციების კონსოლიდაციის პირობებში, ეჭვი მეპარება, რომ გაერო შეძლებს სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას", - ამბობს კორნელი კაკაჩიამ, რომლის თქმით, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, უფრო რეალურია არა დამკვირვებელთა მისიის, არამედ გაერო-ს ჰუმანიტარული ან სხვა სახის მისიის ორგანიზაციის ფუნქციონირება, რომელიც, სავარაუდოდ, თბილისიდან დაფარავს სეპარატისტულ რეგიონებს, რადგანაც სტატუსის საკითხი მხარეებს არ აძლევს კონსენსუსის მიღწევის საშუალებას. არადა, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ავალებს წარმოადგინოს ანგარიში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

 

„რადიო თავისუფლება“

 



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

მთავრობისან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია

 მთავრობისან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია
access_time2020-07-08 10:50:13
 „მთავრობა დიდად არც მანამდე გვეხმარებოდა, არც ახლა გვეხმარებიან, მათგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ“, - ამის შესახებ კომერსანტს ტურისტული სააგენტოს „Planet Georgia“ -ს დამფუძნებელი მალხაზ ცინცაძემ განუცხადა. ინდივიდუალური მეწარმე აცხადებს, რომ სეზონის ჩავარდნით დაახლოებით 10 000 დოლარი დაკარგა.   „ის ხალხი რომელიც ფრენების აღდგენას ელოდებოდა და ვარაუდობდნენ აგვისტო-სექტემბერში ჩამოსვლას ტურები გააუქმეს, რადგან...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე

აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე
access_time2020-07-08 10:00:55
საქართველო 2021 წელს დახმარების სახით აშშ-სგან არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნული დახმარების 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up