მონღოლეთში  ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)

მონღოლეთში ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)

access_time2019-04-25 17:30:28


უკვე ერთი წელია საქართველო მონღოლეთთან სავაჭრო ურთიერთობით და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვით დაინტერესდა.


როგორია  ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ეკონომიკური ურთიერთობის პოტენციალი და რა მიმართულებითაა შესაძლებელი ამ კონტაქტების განვითარება. “კომერსანტი “ამ თემებზე  მონღოლეთში  ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელს კახა სუხლანიშვილს ესაუბრა, რომელიც ასევე მონღოლური კომპანის დამფუძნებელია და  ფლობს ლიცენზიას წვრილფეხა საქონლის ექსპორტზე.



  ბატონო კახა, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მონღოლეთის ბაზარი არც ისე კარგადაა ცნობილი ქართველი მეწარმეებისთვის, როგორ ფიქრობთ,  გახდება თუ არა ეს ქვეყანა საქართველოს აქტიური ბიზნეს-ეკონომიკური პარტნიორი და რა პოტენციალი აქვს ორ ქვეყანას ამ მიმრთულებით?



მონღოლეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან დიდია, იმიტომ რომ ეს ქვეყანა დიდ ტერიტორიასაც მოიცავს და ძალიან მდიდარია წიაღისეულითაც. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველა მხრივ შეგვიძლია თანამშრომლობა.


მათ საქართველოდან ძირითადად აინტერესებთ ალკოჰოლური სასმელები, ღვინო,  კონიაკი და არაყი, ასევე ლიმონათი, ხილი და მინერალური წყლები. ანუ ჩვენ მათთვის მიმზიდველი ქვეყანა ვართ, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტების კუთხით ასევე წარმოებული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებით.



  როგორია ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლი ამ ურთიერთობაში?




სამწუხაროა, რომ  მონღოლეთში საქართველოს პოტენციალს ცუდად იცნობენ, პირველ რიგში გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო. მე პირადად ერთი წელია რაც ამ ქვეყანაში სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენელი გახლავართ და ეტაპობრივად დადებითი  ურთიერთობა გვიყალიბდება. ჩვენ ვცდილობთ დავაინტერესოთ ეს ქვეყანა ქართული პროდუქციით. ეხლა ვგეგმავთ  მონღოლეთში გავხსნათ ქართული სახლი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქცია, იქნება ეს  სასმელები და ქართული კვების პროდუქტები და ხილი.  იქაურები ძალიან დიდ პატივს სცემენ სუფრის ტრადიციას  და გვინდა ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ.



საბოლოოდ როგორ აისახა  მონღოლეთთან სავაჭრო პალატის ერთწლიანი ურთიერთობა კონკრეტულად ქართველ მეწარმეებზე ?



ჩვენ ხელს ვუწყობთ ქართველ მეწარმეებს კონტაქტები დაამყარონ სამთავრობო ორგანიზაციებთან და  კერძო ბიზნესმენებთან.  ეს არის ჩვენი სავაჭრო პალატის მიზანი. ქართველი მეწარმეებიც  ძალიან ცუდად იცნობენ ამ ქვეყანას, მათ მონღოლეთი ვერ წარმოუდგენიათ ბიზნესისთვის მომგებიან ქვეყნად, თუმცა ამ სახელმწიფოს ოქროც ბევრი აქვს, სპილენძიც, ნახშირის წარმოებით კი მეორე ადგილზე არიან.


მონღოლეთში ქართველელებს როგორც მოძმე ხალხს ისე გვიყურებენ და ჩვენთვის ადვილია იქ ბიზნესის აწყობა.



რა პროდუქტებია პრიორიტეტული მონღოლეთ-საქართველოს იმპორტ-ექსპორტში?



ექსპორტზე ძირითადად საქართველოდან გადის სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, ხილი და ბოსტნეული.



რაც შეეხება იმპორტს, საქართველო მომავალში შეიძლება დაინტერესდეს წიაღისეულით, მონღოლეთში მოიპოვება იშვიათი მეტალები და პლუს ამას ცხვარი და საქონელი. წიაღისეულის იმპორტი ამ ეტაპზე სხვა ქვეყნებში ხორციელდება და, ვფიქრობთ, საქართველოც გავააქტიუროთ ამ მიმართულებით, ამასთან საქონელიც ჰყავთ დიდი რაოდენობით. მომავალში ვგეგმავთ ცოცხალი ცხვარი გავიყვანოთ ექსპორტზე და უფრო მჭირდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის დამყარებას ვფიქრობთ.

 


როგორია ტურიზმის კუთხით საქართველოსა და მონღოლეთის ურთიერთობის პოტენციალი?



ჯერჯერობით დაინტერესებას ვხედავ ორივე მხრიდან, უბრალოდ სამწუხაროა, რომ ფრენები არ არის და ლოჯისტიკური კავშირის პრობლემა გვაქვს და ამის დარეგულირება აუცილებლად გვჭირდება, ყველაზე ახლოს ამ ქვეყანასთან რაც დაფრინავს არის სტამბულის რეისი. ტრანსპორტი როცა არ გიწყობს ხელს და ბევრი გადაჯდომა უწევს ტურისტს არაა მაინცდამაინც მიმზიდველი, თუმცა ამაზე ვმუშაობთ.

 


2018 წელს მონღოლეთთიდან საქართველოში იმპორტირებული საქონელლის ღირებულებამ ჯამში  10 ათასი აშშ დოლარი შეადგინა , ხოლო ექსპორტზე საქართველოდან მონღოლეთში 1, 874  ათასი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა. გასულ წელს წლიური ბრუნვა ამ ქვეყანასთან 1,883 აშშ დოლარი იყო.


მარიამ მორგოშია






„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება 4 მლნ-იან კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება 4 მლნ-იან კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...

თბილისში ხეების ახალი დაავადება ვრცელდება - ამჯერად საფრთხე ცხენის წაბლს ემუქრება

თბილისში ხეების ახალი დაავადება ვრცელდება - ამჯერად საფრთხე ცხენის წაბლს ემუქრება
access_time2019-08-21 16:00:09
ბოლო წლებში თბილისსა და მის შემოგარენში ხე-მცენარეების დაზიანება და ხმობა ადვილად შესამჩნევი გახდა. ფიჭვების მასიურ ხმობაზე “კომერსანტმა“ ერთ-ერთი პირველმა დაიწყო საუბარი და ამ პრობლემას დღემდე აქტიურად აშუქებს.  ამჯერად  სხვა ჯიშის ხეების ახალ დაავადებაზე ვსაუბრობთ.  “კომერსანტმა“ შეამჩნია, რომ თბილისში, გიორგი წერეთლის ქუჩაზე 4 ცხენის წაბლი ხმება. ფოთლის ჭკნობა თავდაპირველად ერთ ხეს დაეწყო, რომელიც ცოტა...


მსგავსი სიახლეები

up