მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა არაა მოსალოდნელი - „თიბისი კაპიტალი“

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა არაა მოსალოდნელი - „თიბისი კაპიტალი“

access_time2022-08-01 15:00:06

ოთხშაბათს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა არაა მოსალოდნელი,  ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან.


მიმოხილვის მიხედვით „თიბისი კაპიტალი“ სებ-ის მხრიდან უფრო მეტ ინტერვენციებს და შესაბამისად, ლარის კურსის ნაკლებ გამყარებას ვარაუდობს.


„ივნისის ეკონომიკის ზრდის წინასწარმა შეფასებამ 7.2% შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, დაახლოებით 5.5%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ეკონომიკური აქტივობის წინა პერიოდთან შედარებით შენელება მოსალოდნელი იყო. მაგალითად, მაისის სეზონურად შესწორებული მაჩვენებელი წლის დარჩენილ პერიოდში იმავე დონეზე რომ შენარჩუნებულიყო, მთელი წლის განმავლობაში რეალური ეკონომიკური ზრდა 15.7%- ს შეადგენდა. ამასთან, უნდა აღნიშნოს, რომ დაფიქსირებული დინამიკა, ჩვენს 12.2%-იან ზრდის სცენართან შედარებით, მაინც უფრო სუსტია. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა ინდიკატორებთან ერთად, ეს დამატებითი არგუმენტია, რომ შარშანდელის შემდეგ, წელსაც ეკონომიკის ორნიშნა ზრდის მოლოდინების მიუხედავად, მთლიანობაში ეკონომიკის გადახურება რთული დასასაბუთებელია.



ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრების მიუხედავად, მნიშვნელოვანი გადაცემა ვალუტის ადგილობრივ დეპოზიტებზე არ ფიქსირდება. უფრო მეტიც, ივნისში გარკვეულ შემცირებასაც კი ჰქონდა ადგილი. იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო სექტორის უცხოური ვალუტის ლიკვიდობა გაიზარდა და საბანკო სექტორში ლარიზაცია პრიორიტეტად რჩება, რაც ასევე თვალსაჩინოა ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებულ სპრედებს შორის განსხვავებაში, სულ მცირე წელს, შესაძლოა ვალუტის დეპოზიტებზე განაკვეთები საერთოდ არც გაიზარდოს. ამავდროულად, გადაცემა აშკარაა არარეზიდენტების მიერ ლარის სახელწიფო ფასიანი ქაღალდების ფლობის მაჩვენებელში, რომელიც დიდწილად დოლარში გაზრდილი განაკვეთის გამო ივნისში დამატებით შემცირდა. ლარის კურსს რაც შეეხება, ძლიერი წმინდა შემოდინებები ჩვენი მოლოდინების შესაბამისია, თუმცა საბაზო სცენარში სებ-ის მხრიდან უფრო მეტ ინტერვენციებს და შესაბამისად, ნაკლებ გამყარებას ვვარაუდობდით. ეს სცენარი თანხვედრაშია ოთხშაბათს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვებასთან და წლის ბოლოსაკენ მის შემცირებასთან“,  აღნიშნულია მიმოხილვაში.


შეგახსენებთ, რომ მონეტარული კომიტეტის მორიგი სხდომა 3 აგვისტოს არის ჩანიშნული. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 22 ივნისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.




ლარის კურსი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.72 თეთრით გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.72 თეთრით გაუფასურდა
access_time2022-10-04 17:00:26
4 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.78 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8150 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.72 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7860 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ
access_time2022-10-04 15:36:57
ნობელის კომიტეტმა 4 ოქტომბერს გამოაცხადა 2022 წლის ლაურეატები ფიზიკის დარგში. ისინი არიან ფრანგი ალენ ასპე, ამერიკელი ჯონ კლაუერი და ავსტრიელი ანტონ ცაილინგერი. მათ ნობელის პრემია მიენიჭათ ჩახლართული ფოტონების სფეროში ექსპერიმენტებისთვის, ბელის უტოლობის დარღვევის კვლევისთვის და ნაშრომებისთვის კვანტურ ინფორმატიკაში.   მეცნიერებმა ნოვატორული ექსპერიმენტების ჩატარება შეძლეს ჩახლართული კვანტური მდგომარეობებით, როცა ორი ნაწილაკი იქცევა როგორც ერთი მთელი, მაშინაც კი, როცა...

ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა - ანგარიში

ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა - ანგარიში
access_time2022-10-04 15:00:18
2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 7.8 მლნ ლარით გაიზარდა (10.4%) და 83.1 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ახალ ანგარიშს აქვეყნებს. 2021 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ყველაზე მეტი რეკლამა, ტრადიციულად „იმედის“ ჰოლდინგმა მიიღო. მისმა შემოსავალმა 2021 წელს 31.1 მლნ ლარი (სარეკლამო ბაზრის 37.4%) შეადგინა. მეორე ადგილზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „მთავარმა არხმა“ ჩაანაცვლა...

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა
access_time2022-10-04 14:45:32
დეპუტატმა და ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა. სიახლის შესახებ დღეს უ,რავლესობიდან წასული დეპუტატებიდან ერთ-ერთმა, სოზარ სუბარმა მოძრაობის ახალი წევრების წარდგენაზე ისაუბრა. გარიგების საფასური 520 000 ლარია. ახლა პოსტვ“-ის მეწილეების სია ასე გამოიყურება: ვიქტორ ჯაფარიძე - 52%;შალვა რამიშვილი -24%;თემურ ჭარელაშვილი - 24%.

2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება

 2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება
access_time2022-10-04 16:00:54
მთავრობა საჯარო სექტორის ხელფასის არასახელმწიფო სექტორის ხელფასებთან დაახლოებას ცდილობს. ამიტომ 2023 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი არასდროს არ უნდა უსწრებდეს არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასს, თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაც...


მსგავსი სიახლეები

up