“მონაცემების გასაჯაროების პროცესში დაფიქსირებული პროგრამული ხარვეზების მიზეზი დამატებით დგინდება”- ცესკო

“მონაცემების გასაჯაროების პროცესში დაფიქსირებული პროგრამული ხარვეზების მიზეზი დამატებით დგინდება”- ცესკო

access_time2020-11-22 12:11:39

მონაცემების გასაჯაროების პროცესში დაფიქსირებული პროგრამული ხარვეზების მიზეზი დამატებით დგინდება,- აღნიშნულის შესახებ ცესკო- ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები წარმოადგინა 2003 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით.

21 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, მოგეხსენებათ დაიწყო შემაჯამებელი ოქმების საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემის პროცესი; რის შემდეგაც, ოქმები იტვირთებოდა შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში. 21 ნოემბრის ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო ოქმების განთავსება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

მიუხედავად იმისა, რომ მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, საარჩევნო ადმინისტრაციამ დროული რეაგირება მოახდინა და უმოკლეს ვადებში ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო მეორე ტურის წინასწარი შედეგები ალტერნატიული ფორმატით. აღსანიშნავია, რომ ჩვეულ ფორმატში შედეგები მალევე გახდა ხელმისაწვდომი. თუმცა, აღნიშნულის მიზეზები დამატებით დგინდება.

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა შემაჯამებელი ოქმების ატვირთვის და მონაცემების დამუშავების პროცედურები; ამ პროცესის ტრანსლირება კი როგორც ცესკოს ვებგვერდზე (cesko.ge), ისე კომისიის სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდებოდა. თითოეული შემაჯამებელი ოქმი ასახულია ვებგვერდზე და ამ დეტალურ მონაცემებზე წვდომა აქვს ყველას.

ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ყველა, - 2003 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით. ასევე გაგაცნობთ ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს.

№1 - მთაწმინდა, კრწანისი - №2 - შალვა შავგულიძე - 8.43% (1727) ; №41 - ბექა ოდიშარია - 91.57% (18 769)

№2 - ვაკე - №2 - ელენე ხოშტარია-6.28% (1 378) ; №41 - ნოდარ ტურძელაძე -93.72% (20 549)

№3 - საბურთალო - №24 - ალექსანდრე ელისაშვილი -10.08% (2770); №41 - დავით სერგეენკო-89.92% (24697)

№4 - ისანი - №5 - ხატია დეკანოიძე - 7.85% (1879); №41 - კახა კახიშვილი-92.15% (22055)

№5 - სამგორი- №5 - ლევან ხაბეიშვილი - 11.32% (3573); №41 - სოზარ სუბარი-88.68% (27993)

№6 - დიდუბე, ჩუღურეთი- №36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 10.05% (3188); №41 - გიორგი ვოლსკი 89.95% (28522)

№7 - ნაძალადევი- №10 - შალვა ნათელაშვილი -8.6% (2223); №41 - მიხეილ ყაველაშვილი - 91.4% (23629)

№8 - გლდანი- №5 - ნიკანორი მელია - 10.64% (3032); №41 - ლევან კობიაშვილი 89.36% (25474)

№10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი - №5 - გიორგი ბოტკოველი 11.17% (5608) ; №41 - ირაკლი ქადაგიშვილი 88.83% (44616)

№11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი- №5 - ცეზარი ჩოჩელი - 7.47% (2076); №41 - შალვა კერესელიძე -92.53% (25728)

№12 - რუსთავი, გარდაბანი- №5 - დავით კირკიტაძე- 10.21% (4012); №41 - ნინო ლაცაბიძე -89.79% (35297)

№16 - ხაშური, ქარელი - №5 - ნატო ჩხეიძე -8.28% (2763); №41 - ზაალ დუგლაძე - 91.72% (30 602)

№21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი- №5 - კახა გეწაძე - 8.06% (3488); №41 - ბეჟან წაქაძე - 91.94% (39810)

№23 - ქუთაისი- №5 - გრიგოლ ვაშაძე - 8.08% (2626); №41 - ზაზა ლომინაძე -91.92% (29866)

№27 - ზუგდიდი- №5 - მალხაზ ჯალაღონია - 6.12% (2064); №41 - ირაკლი ჩიქოვანი -93.88% (31678)

№28 - ბათუმი - №5 - ლევან ვარშალომიძე -12.19% (4172); №41 - რესან კონცელიძე -87.81% (30057)

№30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო - №5 - მიშა ბოლქვაძე -11.81% (4293); №41 - ანზორ ბოლქვაძე -88.19% (32062)


მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში

№59 - ქუთაისი - №5 - გრიგოლი შუშანია -7.98% (2595); №41 - იოსები ხახალეიშვილი -92.02% (29911),- განაცხადა იოსელიანმა.






აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ
access_time2020-12-04 18:54:11
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მზად არიან, რომ ავტორიზაციის შემდეგ, კოვიდ 19-ის ვაქცინა საჯაროდ, კამერების წინ გაიკეთონ და ასე მოსახლეობას დაუმტკიცონ, რომ ის უსაფრთხოა.   ამერიკის ბოლო სამი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მათი ეს ნაბიჯი იქნება მყარი გზავნილი ამერიკელი ხალხისთვის, რომ ვაქცინა მართლაც უსაფრთხო და ეფექტურია. სწორედ ამაში ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას სფეროს ექსპერტები და ვაქცინაზე...

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია
access_time2020-12-04 17:55:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია Trace International-ის და ტრანსეროვნული ორგანიზაცია SolAbility-ის კვლევებს ეხმიანება და რეიტინგებს პოტენციური ინვესტორებისთვის პოზიტიურ გზავნილად აფასებს. Trace International-ის წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში მე-19 ადგილზეა, ხოლო SolAbility-ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყნიდან, 37-ე ადგილზეა.   ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-04 21:30:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. ლარის გაცვლითი კურსის მორიგი შოკის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალის ნიშნული შესაძლოა მშპ-ის 72%-მდე გაიზარდოს ლარის გაცვლითი კურსის მორიგი შოკის შემთხვევაში, მაღალია ალბათობა სახელმწიფო ვალის ნიშნული მოულოდნელად მშპ-ის 72%-მდე გაიზარდოს. ასეთია აუდიტის სამსახურის ანგარიშის დასკვნა,...

„ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - როგორ გადაურჩა პანდემიას Airbnb?

 „ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - როგორ გადაურჩა პანდემიას Airbnb?
access_time2020-12-04 20:30:24
დეკემბრის შუა რიცხვებში საცხოვრებელი ფართების დაჯავშნის სერვისი Airbnb-ი თავისი აქციების გასაყიდად გამოტანის პროცედურას დაასრულებს. პირველ ეტაპზე საუბარი იყო 30 მლრდ. დოლარის ფასიან ქაღალდებზე, დღეს კი - 35 მლრდ-ის.   წერილში, რომელიც კომპანიის პრეზიდენტმა ბრაინ ჩესკიმ ბირჟების და ფასიანი ქაღალდების კომისიას გაუგზავნა, ნათქვამია, რომ აქციების განთავსება ჯერ კიდევ მარტში იგეგმებოდა, თუმცა ეს გეგმების პანდემიამ...

OPEC Plus-ი ნავთობმოპოვების ზრდაზე შეთანხმდა

OPEC Plus-ი ნავთობმოპოვების ზრდაზე შეთანხმდა
access_time2020-12-04 19:30:45
OPEC plus-ში შემავალი ქვეყნები 2021 წლის იანვრიდან დღე-ღამეში ნავთობმოპოვების 500 000 ბარელით ზრდაზე შეთანხმდნენ.   შემდგომში გარიგების პირობების ყოველთვიურად გადაიხედება, და მოპოვების მოცულობები მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.   ბაზარმა შეთანხმებაზე რეაგირება უკვე მოახდინა - 3 დეკემბერს, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ,  Brent-ის ტიპის ნავთობი 1,2%-ით, 48,8 ბარელამდე გაძვირდა. წყაროების ინფორმაციით, შეხვედრის დროს...


მსგავსი სიახლეები

up