„მომხმარებლის რაოდენობა მომატებულია, თუმცა მათმა დანახარჯმა მკვეთრად იკლო, რადგან კორონავირუსის გამო ხალხი ფულს ფრთხილად ხარჯავს“,- ამის შესახებ „კომერსანტს“ ლილო შოპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით გავაშელმა განუცხადა.
„ლილო მოლის“ შვილობილმა კომპანიამ „ლილო შოპმა“, რომელიც ორი წელია ბაზარზე ცალკე სუბიექტად ოპერირებს, პანდემიის შემდგომ მიმართულება შეიცვალა. ონლაინ მაღაზია , რომელიც „ლილო მოლის“ პროდუქციაზე იყო მიბმული, ახალი მიმართულებით იწყებს მუშაობას და პროდუქციის დასაწყობებას გეგმავს.
„პამდემიის დროს რამდენიმე დღე შეწყვეტილი გვქონდა ონლაინ გაყიდვები. „ლილო მოლის“ გახსნის შემდეგ კი სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ზოგადად ჩვენი ბიზნეს მოდელის მიხედვით მიბმულები ვიყავით ლილო მოლის პროდუქციაზე, შესაბამისად, პროდიუქციის დიდი წილი სავაჭრო ობოიექტის მუშაობაზე იყო დამოკიდებული.ამ პერიოდში შევცვალეთ მიმართულება, დავასაწყობეთ პროდუქცია და სამომავლოდ საწყობის მეტად განვითარებას ვგეგმავთ“,-განაცახადა გავაშელმა.
„კომერსანტთან“ საუბარში დავით გავაშელმა აღნიშნა, რომ თავიანთი თანამშრომლების 80% ონლაინ მუშაობას განაგძობს და ახალი სტანდარტებით მუშაობას განაგრძობენ.
ნათია ლომიძე