მომხმარებლის მიერ დაბრუნებულ ტანსაცმელს დახლზე მოხვედრამდე დეზინფექცია ჩაუტარდება

მომხმარებლის მიერ დაბრუნებულ ტანსაცმელს დახლზე მოხვედრამდე დეზინფექცია ჩაუტარდება

access_time2020-05-27 10:45:49

კომპანია „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორის, რეზო მაღალაშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები არ იქნება, მომხმარებელი წაიღებს პროდუქციას სახლში და თუ ვერ მოირგებს და გადაწყვეტს დაბრუნებას ან გადაცვლას, მოიტანს მაღაზიაში. მისივე თქმით, ასეთი პროდუქცია პირდაპირ დარბაზში კი არ დაბრუნდება, არამედ წავა სპეციალურ სივრცეში, სადაც ჩაუტარდება სტერილიზაცია, დეზინფექცია და მხოლოდ 48 საათში დაბრუნდება დარბაზში.


„ჩვენ ვართ საერთაშორისო კომპანია, 11 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი, საიდანაც ცხრაში უკვე გაიხსნა ჩვენი მაღაზიები. გარდა იმ რეკომენდაციებისა და რეგულაციებისა, რაც მივიღეთ მთავრობისგან, ასევე ვმოქმედებთ იმ პროტოკოლით, რაც მივიღეთ სხვა ქვეყნებში მიღებული გამოცდილებიდან. ერთ-ერთი ძალიან ეფექტური გამოდგა გასახდელების დროებით გაუქმება, რადგან გასახდელები ითვლება შედარებით მაღალი რისკის მქონედ. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ეს რისკიც შეგვემცირებინა, რადგან უპირველესია ტანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება. ვენტილაცია და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჯანდაცვას აქვს, ეს ყველაფერი შესრულებულია. ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული რეგულაცია სახელმწიფოს არ ექნება, საბოლოო რეგულაციები, როგორც ვიცი, არ არის მზად, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით თარიღი, როდის გავიხსნებით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეს ინიციატივა ასევე დაეხმარება სახელმწიფოს ამ რეგულაციების საბოლოოდ ჩამოყალიბებაში“, - აღნიშნავს რეზო მაღალაშვილი.


მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გასახდელები არ იქნება, მომხმარებელი წაიღებს ამ პროდუქციას სახლში და თუ ის ვერ მოირგებს და გადაწყვეტს დაბრუნებას ან გადაცვლას, მოიტანს მაღაზიაში.



„გადაცვლისთვის და დაბრუნებისთვის მომხმარებელს ორი კვირა ექნება. ეს პროდუქცია პირდაპირ დარბაზში კი არ დაბრუნდება, არამედ წავა სპეციალურ სივრცეში, სადაც ჩაუტარდება სტერილიზაცია, დეზინფექცია და მხოლოდ 48 საათში დაბრუნდება დარბაზში. ეს პრაქტიკა გვაქვს უკვე რამდენიმე ქვეყანაში და ის კარგად მუშაობს. დეზინფექციის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათ შორის ცხელი ორთქლითა და ხსნარებით დამუშავება. თუ იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან კონკრეტული მითითება, ამის შესაბამისად მოვიქცევით, თუ არადა ჩვენი პროტოკოლით, სავარაუდოდ, ცხელი ორთქლით. ეს არ დააზიანებს ტანსაცმელს, ცხელი ორთქლით ისედაც ხდება ხოლმე დაუთოვება ტანისამოსის. ამ შემთხვევაში უფრო ინტენსიურად, უფრო დიდხანს გაგრძელდება, პლუს 48 საათი შეინახება ცალკე სივრცეში. რაც შეეხება გახსნის თარიღს, ის ჯერ ცნობილი არ არის“, - აღნიშნავს მაღალაშვილი.



imedinews.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up