ევროპასა და აშშ-ში მომხმარებლები პანდემიის დროს დაგროვილი $2.7 ტრილიონზე მეტი დანაზოგის არ ჩქარობენ. ეს ტენდენცია მოხმარებაზე დამოკიდებულ ეკონომიკურ ზრდის პერსპექტივას მნიშვნელოვნად ამცირებს.
Bloomberg Economics-ის გამოთვლით, ევროზონის ბანკების ბალანსებში ჭარბი დანაზოგი აგვისტოში მხოლოდ მცირედით შემცირდა, ხოლო იტალიაში დანაზოგების ზრდის ტენდენცია კვლავ გაგრძელდა. შემცირება ასევე არ დაფიქსირებულა შეერთებულ შტატებში.
მოხმარების ზრდის შეჩერება, რასაც ზოგიერთი ეკონომისტი ელოდა, შეიძლება ხანგრძლივი ინფლაციური შოკის პერსპექტივაზე მეტყველებდეს. მიუხედავად იმისა, რომ დაუხარჯავი დანაზოგები შეიძლება შინამეურნეობებს გათბობის გადასახადებთან გამკლავებაში დაეხმაროს, დაბალმა მოთხოვნა სავარაუდოდ, ბიზნესს შეაფერხებს.
Bloomberg Economics დანაზოგების ჯამს, რომელიც კრიზისის დროს დაგროვდა აშშ-ში დაახლოებით 2.3 ტრილიონამდე, ხოლო ევროზონაში თითქმის 400 მილიარდ ევრომდე ითვლის.
ფულის შენახვის მიზეზებს შორის არის ახალი პანდემიური აფეთქებების შიში, ეკონომიკური აღდგენის ტემპი და დასაქმების პერსპექტივები. დემოგრაფია და მოხმარების ტენდენციები ასევე შეიძლება თამაშობდეს როლს.
წყარო: Bloomberg, "ბიზნესფორმულა"