მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც გალერია თბილისში 1 სთ-ზე მეტ დროს ატარებდნენ 60%-დან 20%-მდე შემცირდა

მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც გალერია თბილისში 1 სთ-ზე მეტ დროს ატარებდნენ 60%-დან 20%-მდე შემცირდა

access_time2021-01-25 10:00:17

ეკონომიკა მხოლოდ ნაწილობრივ გაიხსნება. კომენდანტის საათი მთელი საქართველოს მასშტაბით ნარჩუნდება. დაკეტილი რჩება სამთო კურორტები და რესტორნები, ფიტნესი და გასართობი ცენტრები. თბილისში არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება, ერთდაერთ გამონაკლისს სავაჭრო ცენტრები წარმოადგენს, ისინიც მხოლოდ ორშაბათი-პარასკევი შეძლებენ მუშაობას.


გალერია თბილისის დირექტორმა ნიკა ცინცაძემ Commersant-თან საუბრისას აღნიშნა რომ სავაჭრო ცენტრის მდებარეობის გათვალისწინებით, პანდემიამდელ პერიოდში, შაბათ-კვირას მომხმარებელთა რაოდენობა და ვაჭრობის მოცულობა, ქალაქგარეთ მდებარე მოლებისგან განსხვავებით, სამუშაო დღეების მაჩვენებლებს მხოლოდ 10%-ით აღემატებოდა.  


იმის გათვალისწინებით, რომ მაღაზიების თანამშრომლებს საშვები არ აქვთ, სავაჭრო ცენტრი 19:00 სთ-ზე დაიკეტება. თანამშრომლების ტრანსპორტირებას მაღაზიები ტაქსებით მოახდენენ. კითხვაზე თუ რამდენად შეძლებს ასეთ ვითარებაში მომხმარებელი მისვლას, რომელიც სამსახურს, თუნდაც დისტანციურად იმავე დროს ამთავრებს ნიკა ცინცაძემ გვიპასუხა, რომ წინა პერიოდში მართლაც მომხმარებელთა დიდი ნაწილი მოლს საღამოს საათებში სტუმრობდა, თუმცა მდგომარეობის შესაბამისად მათი ქცევა შეიცვალა. თუ ადრე ფასიანი ავტოსადგომით მომხმარებელთა 60% სარგებლობდა და სავაჭრო ცენტრში სამი საათით რჩებოდა, ახლა მათი რიცხვი 20%-მდეა შემცირებული, ანუ ისინი მოლში 1 საათზე ნაკლებ დროს ატარებენ. გარდა იმისა, რომ სავაჭრო ცენტრებში კვების ობიექტები არც დეკემბრის ბოლო კვირას გახსნილა და არც ახლა გაიხსნება, შემცირებულია იმ ადამიანთა რაოდენობაც, რომლებიც რაიმეს შერჩევაში ან უბრალოდ დასათვალიერებლად ატარებდნენ დიდ დროს.




Commersant დეკემბერში ერთკვირიანი მუშაობის პერიოდითაც დაინტერესდა, რაზედაც გალერია თბილისის დირექტორმა განგვიცხადა, რომ ვაჭრობის მოცულობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მართლაც შემცირებული იყო, თუმცა ამის მიზეზი შემცირებული სამუშაო საათები გახდა, მოლები 22:00-ის მაგივრად 19:00-ზე იკეტებოდა.



„გალერია თბილისი“ თანაინვესტირების ფონდის პროექტია. სავაჭრო ცენტრი რუსთაველის გამზირზე, ყოფილი „უნივერმაღი თბილისის“ ადგილას 2017 წლის 30 ნოემბერს გაიხსნა. ინვისტირებული თანხის მოცულობამ $100 მლნ შეადგინა. მაღაზიების გარდა სავაჭრო ცენტრში კვების ობიექტები, ბანკები, კინო-თეატრი, ბოულინგ-ცენტრი და სასტუმროა განთავსებული. კვების ობიექტებს, კონო-თეატრსა და გასართობ ცენტრებს შეზღუდვების მოხსნა არ შეეხებათ.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up