დღეს გახსნილ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ცოტა მომხმარებელი ჰყავს

დღეს გახსნილ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ცოტა მომხმარებელი ჰყავს

access_time2020-06-08 13:30:53

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დღეიდან დაუბრუნდნენ.


„საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ქავთარაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ 800-მდე სავალუტო ჯიხური უკვე გაიხსნა, თუმცა, მომხმარებელთა რაოდენობა ჯერჯერობით ძალიან მცირეა.


„დღესდღეობით 800-მდე სავალუტო პუნქტი გაიხსნა, საბოლოოდ მათ ოპერირების საშუალება მიეცათ. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ვიცავთ და მაქსიმალურად ყველაფერს ვითვალისწინებთ. ამ ეტაპზე მარეგულირებლის მხრიდან სხვა დამატებითი რეკომენდაციები, გარდა ჯანდაცვის სამინისტროსა არ გვაქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ რეკომენდაციების დაცვა ხარჯებთან არის დაკავშირებული და  იმის გათვალისწიებით, რომ 31 მარტიდან სავალუტო ჯიხურები დახურულები იყვნენ, არანაირი შემოსავლები არ ჰქონდათ, ვალდებულებები კი ძალაში რჩებოდა, ამიტომ სექტორი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რაც შეეხება, მომხმარებელთან ნაკადს, ძალიან მცირე რაოდენობით შეინიშნება,  თუმცა ვიმედოვნებთ, რომ პირველი დღეა და მომდევნო დღეებში გაიზრდება“, - განაცხადა ნინო ქავთარაძემ.


შპს „დიკაში“ „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს მაქსიმალურად იცავენ, თუმცა ჯერჯერობით მომხმარებლები მცირე რაოდენობით ჰყავთ, რადგან მოსახლეობა გადასული იყო ბანკებში და მიკროსაფინანსოებში თანხის გადახურდავებაზე.



„დეზობარიერები დავდგით, სადეზინფექციო სითხეები გვაქვს, ხდება თერმოსქრინინგი, პირბადეების მოხმარება ანუ მაქსიმალურად ვიცავთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ჯერჯერობით მომხმარებლები მცირე რაოდენობით გვყავს, რადგან მოსახლეობა გადასული იყო ბანკებში და მიკროსაფინანსოებში თანხის გადახურდავებაზე, ალბათ ჯერ არც იციან ჩვენი გახსნის შესახებ, თუმცა შემდეგ დღეებში ვფიქრობ, რომ გაიზრდება“, - განაცხადეს შპს „დიკაში“.


შპს „სან ინვესტში“ იმედოვნებენ, რომ მომდევნო დღეებში მომხმარებელთა რაოდენობა უფრო მეტად გაიზრდება, რადგან უფრო მეტი მათგანი გაიგებს სავალუტო ჯიხურების გახსნის შესახებ.


„ყველანაირ რეკომენდაციებს ვიცავთ და ჯანდაცვის სამინისტროს რჩევებს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ. მომხმარებელთა რაოდენობა დილიდან შეინიშნება, თუმცა, რა თქმა უნდა ეს ის რაოდენობა არ იყო რაც ადრე. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო დღეებში უფრო მეტი გაიგებს ჩვენი გახსნის შესახებ ინფორმაციას და გააქტიურდებიან“, - განაცხადეს  შპს „სან ინვესტში“.


შეგახსენებთ, რომ Covid 19-ს პრევენციის მიზნით, არასაბანკო ფინანსური სექტორის საქმიანობა 31 მარტს შეწყდა. დროებით მუშაობა შეწყვიტეს სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ოფისიდან მუშაობენ, ასევე, ვალუტის გადამცვლელმა ჯიხურებმა და სხვა საფინანსო სფეროში მოღვაწე კომპანიებმა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up