„მომხმარებელმა მაქსიმალურად  უნდა აარიდოს თავი არაეტიკეტირებული რძის პროდუქტის შეძენასა და იყიდოს შეფუთული, მაცივარში შენახული და ეტიკეტირებული ნაწარმი“

„მომხმარებელმა მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი არაეტიკეტირებული რძის პროდუქტის შეძენასა და იყიდოს შეფუთული, მაცივარში შენახული და ეტიკეტირებული ნაწარმი“

access_time2020-03-18 15:00:42

„მომხმარებელმა მაქსიმალურად  უნდა აარიდოს თავი არაეტიკეტირებული რძის პროდუქტის შეძენასა და იყიდოს შეფუთული, მაცივარში შენახული და ეტიკეტირებული ნაწარმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ყოველთვის დიდი რისკის ქვეშ დააყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას.“  -  ამის შესახებ, კომერსანტთან რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კახაბერ კონიაშვილმა ისაუბრა.


მისი თქმით, რძის პროდუქტების შეძენისას, მომხმარებელმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და მოერიდოს დახლზე განთავსებულ და შეუფუთავ პროდუქციას, რადგან არსებული კორონავირუსის პირობებში,მსგავსი პროდუქციის საზიანო მიკრობაქტერიებით დაბინძურების შანსი ძალიან დიდია.


„დღევანდელი კანონით აუცლებელია, რომ ნებისმიერი  პროდუქტი იყოს პასტერიზებული რძით დამზადებული. ეს იცავს მომხმარებელს, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული იმ დაბინძურების კერისგან, რომელიც შეიძლება ნედლეულში მოხვდეს. შეფუთვის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელი დაცულია შესაძლო ხელის შეხებისა და ბინძური გარემოსგან,  რომელსაც შეუძლია პროდუქტში მიკრობიოლოგიური დამაბინძურებელი შეიტანოს. როცა ვყიდულობთ არაეტიკეტირებულ, შეუფუთავ და არაჰიგიენურ პირობებში მოთავსებულ რძის პროდუქტს,  დიდი რისკის ქვეშ ვაყენებთ ჩვენს ჯანმრთელობას.  ასეთ დროს, ჩვენ  არ ვიცით პროდუქტის წარმომავლობა,  მისი შენახვის პირობები და არსებობს ბაქტერიების გადატანის სერიოზული რისკი. უმაცივრო პირობებში, დახლზე განთავსებული პროდუქტი 100 პროცენტით იქნება დაბინძურებული.  ის გარე პირობებში შენახვისას და ჭუჭყიან დახლზე დებისას, აუცილებლად დაბინძურდება მიკროორგანიზმებით. დღევანდელი პანდემიის პირობებში, კი  დამატებითი რისკები შეიძლება გაჩნდეს.“   - აღნიშნა კახაბერ კონიაშვილმა.


როგორ უნდა განისაზღვროს პროდუქციის ხარისხი? რა არის უვნებლობა და რა სტანდარტებს უნდა იცავდეს მეწარმე, რათა მისი პროდუქცია მომხმარებლისთვის ფერმიდან სუფრამდე უვნებლად მივიდეს? ამ კითხვებზე საპასუხოდ, რძის პროდუქტების ასოციაციაში ხაზს უსვამენ სურსათის უვნებლობის სასიცოცხლო აუცილებლობასა და ამ უვნებლობის შენარჩუნების მექანიზმების მნიშვნელობას წარმოებაში.



„პროდუქციის ხარისხი საკმაოდ სუბიექტური ცნებაა -  ერთისთვის, შეიძლება ხარისხიანი პროდუქცია იყოს ის, რომელიც უფრო ცხიმიანია და ზოგისთვის,პირიქით  - ნაკლებად ცხიმიანი. სურსათზე საუბრისას,ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია უვნებლობის სტანდარტი და მისი დაცვა. რძე და რძის ნაწარმი ფერმიდან სუფრამდე,უნდა იყოს მაქსიმალურად უვნებელი და ყველა იმ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს, რომელიც მნიშვნელოვანია უვნებლობის თვალსაზრისით. უვნებლობა, კი თავის თავში მოიცავს იმას, რომ პროდუქტის წარმოების ყველა ეტაპზე უნდა გამოირიცხოს ის შესაძლო კრიტიკული წერტილები, საიდანაც შეიძლება  პროდუქტი დაბინძურდეს. თუ მომხმარებელი, ამ დაბინძურებულ პროდუქტს მიიღებს, ამ ყოველივეს კონტროლის მექანიზმები უნდა არსებობდეს.


 უვნებლობის დაცვის სისტემა სწორადაა დანერგილი მაშინ,როდესაც მეწარმე მართავს მთლიან პროცესს და ზრუნავს,რომ სუფთა პროდუქტი მივიდეს მომხმარებლამდე. თუ მაინც, გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდება, ანდაც, რაიმე მიკრობაქტერია გაიპარება რძის პროდუქტში, ამ სისტემის მეშვეობით,  შესაძლებელი იქნება დაბინძურების კერის მიგნება, კრიტიკული წერტილების აღრიცხვითა და აღმოფხვრით.“ - ამბობს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.


რამდენად უსაფრთხოა უმაცივრო დახლებიდან დაუფასოებელი პროდუქტის შეძენა და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს რძის ნაწარმი, რომ მიკრობიოლოგიური ბაქტერიების გამრავლების რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ამის შესახებ,  „კომერსანტს“ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი გია მიქაძე ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დაუფასოებელი და არაპასტერიზებული რძის ნაწარმის გაყიდვა აკრძალული არ არის, თუმცა დაფასოება და ეტიკეტირება ისევე, როგორც რძის პასტერიზება რისკების შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.


„მრავალი ნორმატიული აქტი მოქმედებს იმაზე, თუ რა მოთხოვნები უნდა იყოს დაკმაყოფილებული სურსათის ნედლეულის დამუშავებიდან,დახლებზე განთავსებამდე. 173-ე, 90-ე,  152-ე დადგენილებებებში არის გაწერილი პროდუქტის მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები,ისევე,როგორც გაწერილია კონკრეტული მოთხოვნები, რაც უნდა იყოს დაცული ტრანსპორტირებისას, რეალიზაციისას და ეტიკეტირებისას.  ეს ყველაფერი შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, DCFTA-ს შეთანხმების  მიხედვით. რაც შეეხება, დაუფასოებელ რძის პროდუქტებს, მათზე აკრძალვა არ არის დადებული ბაზარზე, მაგრამ მათი პირობები უნდა იყოს დაცული ყველანაირად. თუმცა, ნაწარმის დაფასოება ზრდის დაცვის მექანიზმს,  ასევე,იცავს და ახანგრძლივებს  პროდუქტის  შენახვის ვადას. შემიძლია გითხრათ, რომ რისკს შეიძლება წარმოადგენდეს ყველაფერი- დაფასოებული და დაუფასოებელი ნაწარმიც, თუ შესაბამისი პირობები არ იქნება  დაცული. რაც შეეხება რძის პასტერიზებას,დადგენილებაში წერია, რომ ნედლი სახით შეიძლება იყიდებოდეს რძე, მაგრამ თუ პასტერიზებულია, მას უნდა მიეწეროს  შესაბამისი კონდიცია.რძის ნაწარმის დამუშავებისა და რეალიზაციისას, თუ დაცულია ის პირობები,  რაც ეხება პერსონალის პირად ჰიგიენას, რეალიზაციასა და ტრანსპორტირებას, მაშინ, რისკი მცირდება. პასტერიზებული რძე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ პროდუქტი იყოს უსაფრთხო და ხელს უშლიდეს მიკროორგანიზმების გამრავლებას. ასევეა,დაფასოებაც, რომელიც ამცირებს სხვადასხვა მიკრობიოლოგიური ბაქტერიების გამრავლების რისკს.“  -  აღნიშნა გია მიქაძემ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up