მომხმარებელი დაზღვევის ხარჯებს ამცირებს - კორონავირუსის გავლენა სადაზღვევო სექტორზე

მომხმარებელი დაზღვევის ხარჯებს ამცირებს - კორონავირუსის გავლენა სადაზღვევო სექტორზე

access_time2020-03-30 11:30:26

კორონავირუსმა უკვე საკმაოდ დააზარალა გარკვეული სექტორები.მათ შორისაა, ტურიზმი, სასტუმროს ბიზნესი და ასე შემდეგ. ეკონომიკური ზარალი არა თავად ვირუსის, არამედ უფრო მისი გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან მომდინარეობს. თუმცა იგი გავლენას ახდენს მომხმარებლების და სახელმწიფოების გადაწყვეტილებებზე. ადამიანები ცდილობენ თავი აარიდონ მოგზაურობას, ვაჭრობას, რაც საბოლოო ჯამში მოთხოვნის კლებას იწვევს. ვირუსის გავრცელების არეალის ზრდის პარალელურად მოთხოვნისა და მიწოდების შეზღუდვა შესაძლოა მნიშვნელოვან პრობლემად იქცეს მსოფლიო ეკონომიკური ზრდისთვის. პრობლემებია საქართველოშიც.


სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა, რომ მომხმარებლები სადაზღვევო ხელშეკრულებების გაუქმებას ითხოვენ, ტენდენცია მზარდია და ორ-სამ კვირაში შესაძლოა, დაზღვეულთა რაოდენობა კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირდეს.


„კომერსანტი“ დაინტერესდა ამ კუთხით სადაზღვევო კომპანიებში არსებული მდგომარეობით.


სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბიზნეს სექტორის შემცირებული შემოსავლების გამო დაზღვევების რაოდენობის შემცირებას პროგნოზირებს. „ბევრ ბიზნესს მძიმე პერიოდი დაუდგა და ზოგს საერთოდაც შემოსავალი გაუნულდა, განსაკუთრებით, ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორს. აქ შესაძლებელია კლება მივიღოთ მოკლევადიან პერიოდში და სწორედ ამიტომ გვინდა სახელმწიფოს შევთავაზოთ გარკვეული სტიმული და შეღავათი მათთვის სადაზღვევო შენატანებზე, რათა ეს არ შეეხოს როგორც ბიზნეს რისკების დაზღვევას, ისე ამ კომპანიებში მომუშავე თანაშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევას. ამ პერიოდში ამ ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელვანია არ შეუწყდეთ სამედიცინო სერვისების დაფინანსება, რასაც დაზღვევა უზრუნველყოფს“-აცხადებენ კომპანიაში. 


მათივე ინფორმაციით, დაზღვევა ახლა ისეთივე აქტუალური მომსახურებაა, განსაკუთრებით ჯანმრთელობის დაზღვევა, როგორც სხვა პირველადი მოხმარების საგნები, რადგან დაზღვევაა ის მექანიზმი, რაც ამ მღელვარების ფონზე დაცულობის განცდას გინარჩუნებს .


„ჩვენ ჯერჯერობით სწორედ ამ ტენდენციას ვხედავთ - ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა ინარჩუნებს აქტუალობას და კიდევ უფრო მეტად გახდება ყურადღების საგანი.“- აცხადებენ „ჯიპიაი ჰოლდინგში“


მათი  განცხადებით, აუცილებელია საგადადასახადო შეღავათებისა და საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება,რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში სადაზღვევო სექტორიც ისევე დაზარალდება, როგორც სხვა დარგები.




„ადამიანების წინაშე ახლა ორი საზრუნავია: უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ჩვენთვისაც ახლა პრიორიტეტია, დაზღვეულების იმედი გავამართლოთ და როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებათ გვერდით დგომა, სწორედ ამ პერიოდში პირნათლად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. უკვე მეორე კვირაა მთელი ჩვენი ოპერაციების 90% გადასულია დისტანციურ რეჟიმზე და ყველა სადაზღვევო სერვისს ჩვენი კლიენტები იღებენ შეუფერხებლად. 50,000-ზე მეტი ოპერაცია განვახორციელეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში და ცხადია, ეს ასეც გაგრძელდება.



გვგონია, რომ საქართველოც გლობალურ ტრენდს მიყვება და დაზღვევა და დაცულობა მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ არამხოლოდ ჩვენი ვალდებულება შევასრულოთ, არამედ, უფრო მეტი მზრუნველობა გამოვიჩინოთ ჩვენი დაზღვეულების მიმართ.



ეკონომიკურ სტაგნაციას, ცხადია, ექნება გავლენა სადაზღვევო სექტორზეც გრძელვადიან პერსპექტივაში და ამიტომ უაღრესად მნიშვნელვანია რაც შეიძლება სწრაფად, კრიზისის გადავლისთანავე ავამოქმედოთ ის რეფორმები, რაც ამ სექტორში იყო მოაზრებული - იქნება სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებები და საგადასახადო შეღავათები ბიზნესისთვის სადაზღვევო შენატანებზე.“
- აცხადებენ სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგში“.


კორონავირუსის პანდემიის გავცელების შემდგომ, სადაზღვევო სექტორის მთავარ გამოწვევებზე, გაუქმებულ სადაზღვევო ხელშეკრულებებსა და სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობს „არდი დაზღვევის“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე. მისი ინფორმაციით, კომპანია დაზღვევის მიმართულებით არაერთ გამოწვევას ელოდება. ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ დაზღვევის  მნიშვნელობიდან გამომდინარე,ჯანმრთელობის დაზღვევაზე დანახარჯების შემცირებას კომპანიები და მოსახლეობა სიფრთხილით მოეკიდება.



კომპანია „არდი“-ში აცხადებენ, რომ მომხმარებელი ხარჯებს ნაკლებად პრიორიტეტული დაზღვევის სახეობებში ამცირებს, როგორებიცაა პასუხისმგებლობის დაზღვევა, სამშენებლო და ა.შ. როგორც „არდი დაზღვევის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ აღნიშნა, ბევრად საყურადღებოა დაგვიანებული გადახდების შემთხვევა, რომლის ზრდის პირობებში თავად სადაზღვევო კომპანია შეიძლება გახდეს კონტრაქტის გაუქმების მსურველი.



„ხარჯები ყოველთვის მცირდება პრიორიტეტების შესაბამისად. პირველ რიგში მომხმარებელი ამცირებს იმ ხარჯს, რომელიც მისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია. ივარაუდება, რომ დაზღვევის ისეთ სახეობებზე იქნება ზეწოლა, რომელიც აქტიური ბიზნესის პირობებშია მნიშვნელოვანი (პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობები, სამშენებლო რისკები და ა.შ.). ჯანმრთელობის დაზღვევა კი ამ კუთხით ყველაზე პრიორიტეტულია და შესაბამისად, ყველაზე მეტად მოხმარებადია. აქ კონტრაქტების შემცირება თუ დაიწყო ე.ი. ზოგადად უფრო ღრმა კრიზისში შევდივართ.



უფრო დიდ პრობლემას ვხედავთ დაგვიანებულ გადახდებში, რისი ზრდის შემთხვევაშიც სადაზღვევო კომპანიები თავად იძულებულები იქნებიან კონტრაქტის გაუქმების ინიციატორები იყონ იმისდა მიუხედავად, რომ მომხმარებელს ექნება დაზღვევის შენარჩუნების რეალური სურვილიც და საჭიროებაც.



მაშინ, როდესაც ძალიან შემცირებულია საყოველთაო ჯანდაცვის დანახარჯები, განსაკუთრებით გეგმიურ სერვისებზე, კლინიკებისთვისაც და მომხმარებლისთვისაც სადაზღვევო კომპანიებზე დამატებითი ტვირთი და პასუხისმგებლობა მოდის. შესაბამისად, ძალიან საფრთხილო ეტაპზე ვართ. კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა ერთის მხრივ, იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე გუშინ, თუმცა, გადახდისუუნარობის პირობებში ყველა დაზარალდება:



1. მომხმარებელს აღარ ექნება კერძო დაზღვევა
2. სადაზღვევო კომპანიას შეუმცირდება შემოსავალი
3. კლინიკებს შეუმცირდებათ შემოსავალი სადაზღვევო კომპანიებისგან
4. საყოველთაო დაზღვევას, რომელიც თავის მხრივ ხარჯებს ამცირებს, დაემატება დაზღვეულები
5. კერძოდან საყოველთაო დაზღვევაში გადასულებს ექნებათ ბევრად მცირე დაფარვა ვიდრე კერძო სქემით ჰქონდათ.“ - განმარტა ჯაფარიძემ.



„არდი დაზღვევა “ წინაწარი პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა ხელისუფლებისგან ეკონომიკური და სექტორული სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების დაჩქარებას უპირველეს ამოცანად მიიჩნევს, რათა პოსტ-ვირუსული სცენარი ქვეყნისთვის სავალალო არ იყოს, თავის მხრივ კი, ბიზნესმა სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის უნდა იბრძოლოს.



„პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ფაქტია, რომ დრო ყველაზე მნიშვნელოვანია. რა დროს გასტანს კრიზისი და რა რეალობა გვექნება პოსტ-კრიზისულ საქართველოში, ესაა ძალიან საყურადღებო. მთელი რიგი ფაქტორების გამო (ეკონომიკის გაჩერება, ლარის კურსი და სხვა) იმდენად კომპლექსური და მრავალწახნაგიანი გამოწვევები შესაძლოა წარმოიქმნას, რომ მისი გამკლავება გართულდეს. ამიტომ, ძალიან დროულად უნდა მოხდეს საერთო ეკონომიკური და სექტორული სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავება. ქვეყანას და შესაბამისად ბიზნესსაც ძალიან სჭირდება იცოდეს, როგორი იქნება სავარაუდო სცენარი პოსტ-ვირუსულ გარემოში. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ვირუსის გასვლის შემდგომ უფრო მეტი ზიანი მივიღოთ, ვიდრე მისი გავრცელების პიკის დროს.



დღეს ყველაზე დიდი გმირობა, რაც ბიზნესს შეუძლია გააკეთოს ესაა სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ამისთვის მთელი რიგი სწორი და მიზნობრივი ნაბიჯებია საჭირო. ვგულისხმობ როგორც სწორ კრიზისულ მართვას კომპანიების მხრიდან, ასევე სწორ პოლიტიკას სახელმწიფოს მხრიდან. ყველა ნაბიჯი, იქნება ეს სამთავრობო ხარჯების შემცირება, საგადასახადო შეღავათები, რეგულატორული წნეხის შემსუბუქება (რეგულირებად დარგებში), დონორებთან მუშაობა თუ სხვა უნდა იყოს ძალიან მიზნობრივი და კონკრეტული.“
-აღნიშნავს მიხეილ ჯაფარიძე.


მარიამ მორგოშია 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up