საყოველთაო კარანტინის პირობებში, სამედიცინო თუ სხვა სტრატეგიულ სფეროებში დასაქმებული ადამიანების გადაყვანა დამსაქმებლის მიერ უნდა იყოს ორგანიზებული. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მაია ცქიტიშვილის თქმით, თუ ამის შესაძლებლობა არ იქნება, თანამშრომელი იმგზავრებს პირადი მანქანით ან ტაქსით.
31 მარტს დილის 8 საათიდან საღამოს 21 საათამდე ნებადართულია პირადი ავტომობილებით მოძრაობა და ტაქსებით მუშაობა. ასევე, ნებადართულია იმ სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც მოემსახურება თანამშრომელს. 21 საათიდან დილის 6 საათამდე იმოძრავებენ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც ექნებათ სპეციალური საშვი.