მომსახურების სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად საჭიროა ახალი ტექნოლოგიების ხელშეწყობა - კონრად ადენაუერის ფონდი

მომსახურების სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად საჭიროა ახალი ტექნოლოგიების ხელშეწყობა - კონრად ადენაუერის ფონდი

access_time2020-07-24 14:10:38

კონრად ადენაუერის ფონდმა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნეს ერთობლივ მიმოხილვა, რომელშიც საუბარია საქართველოში პანდემიის შედეგებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

 

დოკუმენტის მიხედვით, გამოიკვეთა ის ძირითადი შესაძლებლობები, რაც ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით უფრო მეტად ეფექტურს გახდის. მათ შორის, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ:

 

საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით არ უნდა შეჩერდეს რეფორმების გატარება. გარდა კორონა ვირუსით გამოწვეული სირთულეებისა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილია ახალი რეფორმის დაწყების, ან თუნდაც უკვე ინიცირებულის დაჩქარების კუთხით, თუმცა ვიწრო ჭრილში განსაკუთრებული აქცენტი კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე უნდა გაკეთდეს;

 

მნიშნელოვანია საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა - მათ შორის უკვე მომზადებული კანონის “საინვესტიციო ფონდების შესახებ” დამტკიცება და გადახდისუუნარობის კანონპროექტის შემუშავება, რაც გარდა ინვესტიციების მოზიდვისა, გაზრდის მცირე და საშუალო ბიზნესის წვდომას საინვესტიციო ფონდებზე და ფინანსურ რესურსებზე;


 

ინვესტიციების მოზიდვის კუთხით უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ძლიერი მცირე და საშუალო სექტორის არსებობა. ამ მიმართულებით საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი განავითაროს და გააძლიეროს ეს სექტორი;

 

მომსახურების სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად საჭიროა ახალი ტექნოლოგიების ხელშეწყობა. ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა 5G-ზე გადასვლის დაჩქარება, რაც სტიმულს მისცემს ადგილობრივ და უცხოურ სტარტაპებს განახორციელონ ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ბიზნეს პროექტები;

 

საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს მიუკერძოებელი და სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც კანონის უზენაესობის პრინციპზე იქნება დაფუძნებული. აღნიშნულ გარემოებას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად ასახელებენ სქართველოს სტრატეგიული პარტნიორებიც;

 

მართალია განათლების სისტემის გაუმჯობესება შედარებით გრძელვადიან შედეგებზეა ორიენტირებული, თუმცა მისი რეფორმირებისა და თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის გარეშე წარმოუდგენელი იქნება საქართველოს სამომავლო საინვესტიციო პერსპექტივების წარმატებული პოზიციონირება. შესაბამისად, განათლების სისტემა მუდმივად უნდა იყოს ორიენტირებული უზრუნველყოს მომავალი თაობის კვალიფიკაციის მაღალი დონე.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 41.7%-ით შემცირდა და მან 165.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up