2022 წლის I კვარტალში საქართველოში მოქმედმა 14-მა კომერციულმა ბანკმა 413,5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც წინა წლის პირველი კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.5 მილიონი ლარით მეტია.
2022 წლის 1–ლი აპრილის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე მაღალი - 206 მილიონიანი წმინდა მოგება „თიბისი ბანკს“ ჰქონდა, მეორე ადგილს კი „საქართველოს ბანკი“ 157.8 მლნ ლარის წმინდა მოგებით იკავებს. მესამე ადგილზე „ბაზის ბანკი“ დაწინაურდა, რომლის წმინდა მოგებამ 21 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, აქტივების წმინდა მოგებასთან თანაფარდობით ლიდერი „პროკრედიტ ბანკია“.
წმინდა მოგება/ზარალის და აქტივების მიხედვით ქართული ბანკების რეიტინგი ასეთია:
თიბისი ბანკი - 206,356,344 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 23,862,370,970 ლარი;
საქართველოს ბანკი - 157,870,749 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 22,869,745,802 ლარი;
პროკრედიტ ბანკი - 10,014,487 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 1,845,913,898 ლარი;
ლიბერთი ბანკი - 16,464,926 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 3,250,392,528 ლარი;
ბაზისბანკი - 21,211,200 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 2,818,879,269 ლარი;
ქართუ ბანკი - 2,553,313 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 1,370,470,282 ლარი.