2020 წლისგან განსხვავებით, 2021 წლის 1-ლი კვარტალში შედარებით მეტი ბანკი გავიდა მოგებაზე. ზარალზე კი მხოლოდ 3 ბანკია -„სილქ როუდ ბანკი“, „ფინკა“ და „პაშა“ ბანკი. ამის შესახებ ინფორმაციას, ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
2021 წლის 1-ლი კვარტალის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის 1-ელ კვარტალში მოგებაზე გავიდა ორი დიდი ბანკი - „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“. „თიბისის“ მოგებამ საანგარიშო პერიოდში - 159 963 880 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ კი 174 171 796 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკს“ კი, 1-ლი კვარტლის მონაცემებით, 192 407 093 ლარის ოდენობის მოგება ჰქონდა. ხოლო დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 192 874 952 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სხვა ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება:
- „ბაზისბანკი“ – 7 155 029ლარი ;
- „სილქ როუდ ბანკი“ - 965 574 ლარი;
- „კრედო ბანკი“ – 7 530 834 ლარი;
- „ქართუ ბანკი“ - 8,623,059 ლარი;
- „ფინკა ბანკი საქართველო“ - 330 033 ლარი;
- „ჰალიკ ბანკი“ – 3 603 873 ლარი;
- „იშბანკი საქართველო“ – 2 465 527 ლარი;
- „ტერა ბანკი“ – 6 924 959 ლარი;
- „ლიბერთი ბანკი“ – 10 628 688 ლარი;
- „პაშა ბანკი საქართველო“ - 1 281 978 ლარი;
- „პროკრედიტ ბანკი“ – 9 756 113 ლარი;
- „ვითიბი ბანკი“ - 5 142 650 ლარი;
- „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 180 994 ლარი.