მომგებიანი ბანკების რეიტინგში “თიბისი” ლიდერია –

მომგებიანი ბანკების რეიტინგში “თიბისი” ლიდერია –

access_time2017-01-23 18:00:57

2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების წმინდა მოგება წინა თვესთან (ნოემბერთან) შედარებით 112 მილიონით გაიზარდა და 679 მილიონი ლარი შეადგინა. გასული წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით ეს მონაცემი 567 მილიონი იყო.

 

2016 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

 

რაც შეეხება აქტივებს, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.2 მლრდ ლარით, ანუ 4.4%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.3 პროცენტი შეადგინა) და პირველი დეკემბრისათვის 28.3 მლრდ ლარი შეადგინა.

 

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.9 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.8 პროცენტია.

 


როგორც საინფორმაციო პორტალი GBC წერს, 1 იანვრისთვის 13 ბანკია მოგებაზე - 696 მილიონი ლარი და 87% 5 ბანკზე მოდის. მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი მოგება „თიბისი ბანკს"აქვს.


თიბისი ბანკი 256.3 მლნ


საქართველოს ბანკი 215.5მლნ



რესპუბლიკა 58.8 მლნ


ქართუ 39.6 მლნ


ლიბერთი 35.3 მლნ


პროკრედიტ ბანკი 32.7 მლნ


ბაზისბანკი 20.8 მლნ


ვითიბი 17.7 მლნ

 


ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ 2016 წლის წლამდე ბანკების რეიტინგში მომგებიანობის თვალსაზრისით, პირველი ადგილი „საქართველოს ბანკს" ეჭირა. რამ განაპირობა „თიბისი ბანკის" პირველზე ადგილზე გასვლა?

 

ეკონომისტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ შეცვლილი სურათის მიზეზი შესაძლოა, ბევრი რამ იყოს. კერძოდ, ეს არის მოზიდული დეპოზიტების და გაცემული კრედიტების რაოდენობა, რაც საბოლოო ჯამში,  საბანკო მოგებაში გამოიხატება.„როგორც ჩანს, "თიბისი ბანკმა" შეძლო უფრო წარმატებით ასეთი ოპერაციების განხორციელება, ვიდრე სხვა რომელიმე ბანკმა"-აცხადებს ცომაია.

 

მისივე განმარტებით, გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნებოდა „თიბისი ბანკის" აქტივების რაოდენობის ზრდა. „თიბისი ბანკმა" შეისყიდა ბანკი რესპუბლიკა და ბაზარზე უფრო დიდი მოთამაშე გახდა. ალბათ, ამ ფაქტორმა განაპირობა "თიბისი ბანკის" ლიდერობა. გარდა ამისა, "თიბისი ბანკის" ობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა და აქციების კურსის შედეგებიდან გამომდინარე ბანკის ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ მდგრადია"-აცხადებს ცომაია.

 

საბანკო ექსპერტ ლია ელიავას შეფასებით, აღნიშნული ფინანსური მაჩვენებლები ბუნებრივია,რადგან ბოლო პერიოდში „თიბისი ბანკმა" გაზარდა თავისი აქტივები, რაც „ბანკი რესპუბლიკის" და „პროკრედიტ ბანკის" აქტივების ყიდვით გამოიხატა.



ავტორი: "კომერსანტი"



LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up