მომდევნო თვეებში ინფლაცია დაბალი იქნება და რეფინანსირების განაკვეთიც შემცირდება - „თიბისი კაპიტალი“

მომდევნო თვეებში ინფლაცია დაბალი იქნება და რეფინანსირების განაკვეთიც შემცირდება - „თიბისი კაპიტალი“

access_time2022-07-11 14:00:11

„საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ფასების შემცირება და ლარის გამყარება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მომდევნო თვეებში ყოველთვიური ინფლაცია უკვე დაბალი იქნება, რაც ჩვენი აზრით, წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთის შედარებით მეტად შემცირებას გულისხმობს“, — ამის შესახებ საუბარია „თიბისის კაპიტალის“ ყოველკვირეულ მიმოხილვაში მთავარი ეკონომისტისგან.


„თიბისი კაპიტალში“ აღნიშნავენ, რომ ივნისის წლიური ინფლაცია 13.3-დან, 12.8%-მდე შემცირდა, თუმცა, მხოლოდ წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტის გამო, რადგანაც წინა თვესთან შედარებით, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, ივნისში ფასები მაინც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 


„წლიური ინფლაციის მხრივ, სამიზნესთან დაახლოების მოლოდინი მხოლოდ მომდევნო წელსაა რეალისტური;ბოლო პერიოდში აშშ დოლარი რეგიონის სხვა ვალუტებთან მიმართებით გამყარდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, რომ ლარის დამატებით გამყარების, მართალია მხოლოდ მცირე, მაგრამ პოტენციალი კვლავ არსებობს.


ევრო/დოლარის წყვილს რაც შეეხება, ახლო პერსპექტივაში პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია. სადღეისოდ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ევროს დამატებით დასუსტება გაზრდილი ენერგომატარებლების ფასების გამო ევროზონის სავაჭრო ბალანსის გაუარესებამაც გამოიწვია. თანაც, გლობალური რეცესიის რისკების ზრდა დოლარის მხარდამჭერი არგუმენტია. ამავდროულად, ჩვენი აზრით, უფრო სანდო, საშუალო ვადიანი ინდიკატორები ევროს გამყარებაზე მიუთითებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ პროციკლური ქცევა შეძლებისდაგვარად იქნას თავიდან არიდებული. საკუთრივ, დოლარის გამყარება უფრო იმაზე მიუთითებს, რომ გარკვეულ პერიოდში ის გაუფასურდება, ვიდრე პირიქით“,  აღნიშნულია მიმოხილვაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up