მომდევნო სამი წლის მანძილზე, მეტროს 40 მილიონი ევროს ღირებულების 40 ახალი ვაგონი დაემატება

მომდევნო სამი წლის მანძილზე, მეტროს 40 მილიონი ევროს ღირებულების 40 ახალი ვაგონი დაემატება

access_time2019-05-15 12:41:46

მომდევნო სამი წლის განმავლობაში მეტროს 40 ახალი ვაგონი დაემატება, რაც 40 მილიონი ევრო დაჯდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

კახი კალაძის განცხადებით, საკითხზე ცენტრალურ მთავრობასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.

 

„რადგანაც ვსაუბრობთ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, არ შემიძლია, მეტროში არსებულ მდგომარეობაზე არ ვისაუბრო. იცით, რომ 2018-2019 წლებში 100 მილიონი ლარი დაიხარჯება, რათა მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია განხორციელდეს. ეს არის ძალოვანი კაბელის ცვლილება, სასიგნალო და სავენტილაციო სისტემების ცვლილება. ამ პროექტის ფარგლებში უკვე რვა ახალი შემადგენლობა დავამატეთ და ოთხი კიდევ დაემატება სექტემბრისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, დანარჩენი ვაგონები არის 1975 წელს გამოშვებული, დაახლოებით 52 ვაგონია და რამდენიმე წელში ეწურებათ ყველანაირი რესურსი, არც რეაბილიტაციას ექვემდებარება და არც განახლებას. ამიტომ ჩვენ დაწყებული გვაქვს ფიქრი ახალი ვაგონების შესყიდვაზე. ვაფორმებთ ხელშეკრულებას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ავსტრიულ კომპანიასთან, ILF-თან, რომელმაც უნდა მოგვიმზადოს წინადადება თავისი კრიტერიუმებით, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ახალი, ევროპული სტანდარტის მქონე ვაგონების შესყიდვა. ასევე მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან ამ საკითხზე, ხელისუფლებიდან არის სრული მხარდაჭერა და თანხვედრაში ვართ, რომ აუცილებელია ამ პროექტის განხორციელება და ახალი ვაგონების შესყიდვა. შესაბამისად, 2020, 2021, 2022 წლებში 40 ახალი ვაგონის შესყიდვას აპირებს მუნიციპალიტეტი. გარდა ამისა, იცით, რომ ყველა მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია უნდა განვახორციელოთ“,- განაცხადა კალაძემ.


 

რაც შეეხება მეტროსადგურების რეაბილიტაციას, თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლა, რის შემდეგაც პროექტირება განხორციელდება.

 

„დროში ცოტა გახანგრძლივდა პროცესი. ვარკეთილის მეტროს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კვლევების გარეშე დაპროექტებას, ამიტომ მივიღეთ შედეგი, რომ ახლად რეაბილიტირებული მეტროსადგური ჩამოიშალა. რომ არ მივიღოთ ვარკეთილის მეტროს შემთხვევა, ჩვენს მიერ ხდება თანმიმდევრულად სწორად მოქმედება, სადგურების კონსტრუქციული ელემენტების მდგრადობის შესწავლა, ამის შემდეგ მოხდება პროექტირება და სამუშაოების განხორციელება. თითოეულ ეტაპზე მოხდება ექსპერტიზის სამუშაოების ჩატარება. დისკომფორტი დროსთან არის დაკავშირებული, თუმცა, ასეთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დროს არ შეიძლება შეცდომების დაშვება და მივყვებით როგორც წესი და თანმიმდევრობა ითვალისწინებს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.






ნათია თურნავა ლავროვს პასუხობს -„საქართველო არის უსაფრთხო, მიმზიდველი და ჩვენ ველით აქ როგორც სხვა ქვეყნის,ისე რუს ტურისტებს“

ნათია თურნავა ლავროვს პასუხობს -„საქართველო არის უსაფრთხო, მიმზიდველი და ჩვენ ველით აქ როგორც სხვა ქვეყნის,ისე რუს ტურისტებს“
access_time2019-07-17 20:20:55
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას პასუხობს.ლავროვმა ის პირობები დაასახელა, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას აღადგენს. რუსული ვებ-გვერდის lenta.ru-ს ინფორმაციით, ლავროვი ამბობს, რომ რუსეთს შეუძლია მოახსნას ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა, თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს სიტუაციის სტაბილიზებას ქვეყანაში და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების...

ათასობით მშენებლობა მიმდინარეობას და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე

 ათასობით მშენებლობა მიმდინარეობას და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე
access_time2019-07-17 20:30:58
16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე  16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული. მიმდინარე კვირს  კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, შემთხვევა თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მოხდა. მომხდარ ფაქტებზე, ისევე როგორც მანამდე სამუშაო პროცსის დროს გარდაცვლილ ათობით მუშის საქმეზე,  გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზად...

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ
access_time2019-07-17 19:30:46
აშშ-ს ხელისუფლების უკმაყოფილება Facebook-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის - ლიბრას - გამო,  ახალ დონეზე ავიდა- ამჯერად მის წინააღმდეგ აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი გამოვიდა. მისი თქმით,...

Euronews - შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა

Euronews - შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა
access_time2019-07-17 18:20:46
შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა. ევრონიუსმა შილდა მსოფლიოს 5 საუკეთესო მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის დაასახელა. „შილდა“ ისეთ არქიტექტურულ ნიმუშებ შორის მოხვდა, როგორებიც არიან WOHA-ს არქიტექტურა, ტორონტოს ხის კოშკი გერმანიაში და სხვები. “ჯერჯერობით შილდა უდავოდ ჩვენი ფავორიტია, - წერს ევრონიუსი. შილდას ღვინის ქარხანა კახეთში მდებარეობს. ის ბრიტანული X-architecture-ის...

ლახვარი ზურგში - ყაზახეთმა „გაზპრომ-ნეფტი“ უკრაინაზე გაცვალა

ლახვარი ზურგში - ყაზახეთმა  „გაზპრომ-ნეფტი“ უკრაინაზე გაცვალა
access_time2019-07-17 20:00:52
ანტირუსული სანქციების ექო გაისმა ამჯერად მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე ახლო მეგობარ ქვეყანაში - ყაზახეთში.  ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო ერთ-ერთმა მსხვილმა ყაზახურმა კომპანიამ ურთიერთობები გაწყვიტა  „გაზპრომის“ შვილობილ კომპანია  „გაზპრომ-ნეფტ“-თან. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულ კომპანიას შეეზღუდა საქმიანობა ამ ქვეყანაში. ექსპერტების აღნიშნავენ. რომ ამ ისტორიამ შექმნა საშიში პრეცედენტი და მსოფლიოში სულ უფრო ნაკლები...


მსგავსი სიახლეები

up