მომავლის სამსახურები - რომელი პროფესიები იქნება ყველაზე მოთხოვნადი ახალ ეპოქაში

მომავლის სამსახურები - რომელი პროფესიები იქნება ყველაზე მოთხოვნადი ახალ ეპოქაში

access_time2021-05-24 20:30:00

მომავალში დასაქმების ინდუსტრია მკვეთრად შეიცვლება. McKinsey -ის ბოლოდროინდელი პროგნოზებით, 2030 წლისთვის ადამიანების 12% -ს ტექნოლოგიების განვითარების გამო სამსახურის შეცვლა მოუწევს.


მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა დაადგინა, რომ იმ სამუშაო ადგილების ორი მესამედი, სადაც დღეს მოზარდები საქმდებიან, რამდენიმე წლის შემდეგ აღარც იარსებებს.


რა პროფესია შეიძლება იყოს მომავალი თაობებისთვის ყველაზე ხელსაყრელი? გთავაზობთ იმ სფეროებს და საჭირო პროფესიულ ჩვევებს, რისი საჭიროებაც დღევადელობაში უკვე იკვეთება.


ჭკვიანი ქალაქის ანალიტიკოსი


მსოფლიოს ფინანსურად ძლიერი ქვეყნები უკვე მუშაობენ იმაზე, რომ მათი ქალაქები რაც შეიძლება ჭკვიანი გახდეს. უახლოეს მომავალში ინფრასტრუქტურისა და მოწყობილობების ინტერნეტთან დაკავშირება იგეგმება, რაც ქალაქის მართვას უფრო ეფექტურს გახდის. მონაცემთა შეგროვებით ბევრი დაბრკოლების მოგვარება იქნება შესაძლებელი. მაგალითად, საცობების თავიდან აცილება და ა.შ.


ამ ტექნოლოგიის შეუფერხებლად მუშაობისთვის საჭიროა “ქალაქის ანალიტიკოსი“, ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნოლოგიური რესურსების მართვას, ჭკვიანი მოწყობილობების უსაფრთხოებას და წარუძღვება სხვა საჭირო ოპერაციებს.


მანქანების ტრენერი


ხელოვნური ინტელექტის (AI) პროგრამა ნამდვილად არ არის ძალიან ჭკვიანი. ამ სისტემების მომზადებას დიდი დრო სჭირდება. ამიტომ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი რაც უფრო მეტი AI გახდება, მით უფრო მეტი ადამიანი იქნება საჭირო მოწყობილობის დატრენინგებისთვის. მაგალითად, 2017 წლის დეკემბერში Google- მა გამოაცხადა თავისი გეგმა, რაც ტრენერებად 10,000 ახალი თანამშრომლის აყვანას გულისხმობდა.


სამედიცინო ტექნიკის ასისტენტი


მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სფეროს მომავალ თანაშემწეებს ტრადიციული საექთნო უნარ-ჩვევების ცოდნა დასჭირდებათ, ასევე გაიზრდება მოთხოვნა სამედიცინო ტექნიკის ასისტენტებზე.


მსოფლიო ჯანდაცვა გადაწყობას გეგმავს. მალე გამოვა სამედიცინო ტექნიკა, რომელიც პაციენტების სახლში მომსახურებას უზრუნველყოფს. ტექნიკის ასისტეტები ამ მხრივ ერთ-ერთ მნიშველოვან როლს შეასრულებენ.



დრონების მმართველები


მართალია, დრონები ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ, მაგრამ კომერციულ ბიზნესში უკვე საკმაოდ დიდი ადგილი დაიკავეს. მრავალი ინდუსტრია და კომპანია შენობების შემოწმებისთვის, გზავილების მიწოდებისთვის, ახალი ამბების გადაღებისა და საჭიროებისთვის დრონებს უკვე იყენებს. პანდემიის შემდეგ კი ცხადი გახდა, რომ დრონების მართვა და მათი ფლობა სამომავლოდ ერთ-ერთ საჭირო, ასევე სარფიან ბიზნესად იქცევა.


ორგანული პრინტერი


ორგანოთა დონორების მოთხოვნილება ყოველდღე იზრდება. ლოდინის სიას ახალი სახელი ყოველ 12 წუთში ემატება. ბიოპრინტერები უკვე მუშავდება და მალე გამოცდილი სპეციალისტების ხელმძღვანელობით შეძლებენ ახალი ორგანოების წარმოებას.


2019 წლის აპრილში ებრაელმა მეცნიერებმა შექმნეს მსოფლიოში პირველი 3D დაბეჭდილი გული, თუმცა მცირე ზომის გამო მისი ტრანსპლანტირება ვერ შეძლეს. ბიოპრინტერების მართვის სპეციალისტები სამომავლოდ ერთ -ერთი უმნიშველოვანესი პროფესიის მქონე ადამიანები იქნებიან.


სინთეტიკური ხორცის მწარმოებელი


ResearchAndMarkets.com– ის თანახმად, გლობალურმა მცენარეულმა ხორცის ბაზარმა 2020 წელს 5,6 მილიარდ დოლარს მიაღწია, 2027 წლისთვის კი 14,9 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.


Eat Just- მა შექმნა სინთეტიკური ქათამი, რომელიც 2020 წელს სინგაპურში გასაყიდად დამტკიცდა. ეს არის ლაბორატორიაში გამოყვანილი პირველი ხორცი, რომელმაც მწვანე შუქი მიიღო. სინთეტიკური ხორცის მწარმოებლებზე მოთხოვნილება უკვე არის და სამომავლოდ გაიზრდება.


ვირტუალური რეალობის შემქმნელი


მიუხედავად იმისა, რომ სხვა სამყაროში შესვლა ოდესღაც მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკად მიიჩნეოდა, დღეს უამრავი ვირტუალური სამყაროები იქმნება. ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა ვირტუალური რეალობის (VR) სათვალე ან ბიონიკური კონტაქტური ლინზა, შეგვიძლია ახალი ადგილები ისე დავათვალიეროთ, რომ ოთახიდან არც კი გავიდეთ. ვინაიდან ვირტუალური რეალობა საზოგადოებაში ჩვეულებრივი მოვლენად ხდება, VR სპეციალისტებზე მოთხოვნა დღით დღე იზრდება.


კლიმატის კონტროლის ინჟინერი


იმის გამო, რომ გლობალური დათბობის საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება, გეოინჟინერიის პროცესს ექსპერტები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. გლობალური ტემპერატურის დაწევას მეცნიერები და ინჟირები სპეც ტექნიკის საშუალებითაც პროგოზირებენ. ამ ტიპის ტექნოლოგიის განვითარება ბევრ სპეციალისტს მოითხოვს.


სოფლის მეურნეობის რესტრუქტურიზაციის სტრატეგები


იმის გამო, რომ კლიმატის ცვლილებები უფრო მწვავე პრობლემად იქცევა, ამერიკის ბანკი პროგნოზირებს, რომ მსოფლიოს სოფლის მეურნეობის განახლების სპეციალისტები დასჭირდება, რათა დაგეგმონ, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მწვანე საფარს დედამიწის დასაცავად.


კოსმოსური ტურიზმის გუნდი


ყველაზე გრანდიოზული და უჩვეულო - კოსმოსური ტურიზმის რბოლა გრძელდება. იმის გამო, რომ კომერციული კომპანიები, როგორიცაა ჯეფ ბეზოსის “Blue Origin“, New Shephard- ის და ელონ მასკის SpaceX ცდილობენ მოსახლეობის კოსმოსში გაყვანას, ძალიან ბევრი ახალი პროფესიის ადამიანები გახდნენ საჭირო. საჭირო იქნება კოსმოსური ტურისტული სააგენტო, მისი ხელმძღვანელი, გამოცდილი პილოტები და ა.შ. იქმნება ახალი პროფესიების ფართო სპექტრი. მაგალითად, მისიის დამგეგმარებელი, სიმულაციური ექსპერტი, ეთიკის ოფიცერი და ა.შ.


BPN.GE



თეგები:
სამსახური



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up