მომავლის ქალაქები - 8 მეგაპროექტი, რომელთა მშენებლობა უკვე დაიწყო (ფოტო)

მომავლის ქალაქები - 8 მეგაპროექტი, რომელთა მშენებლობა უკვე დაიწყო (ფოტო)

access_time2017-08-05 20:00:22

მსოფლიოში ურბანიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, გაეროს პროგნოზით, 2050 წლისთვის, ქალაქების მოსახლეობა გაორმადგება და 6,5 მლრდ-ს მიაღწევს. ამ რაოდენობით ადამიანის დაბინავებისთვის დიდ მეგაპოლისებში გიგანტური პროექტები მიმდინარეობს - შენდება ახალი რაიონები საცხოვრებელი სახლებით და მთელი აუცილებელი ინფრასტრუქტურით - პარკებით, სკოლებით, საბავშვო ბაღებით, მეტროპოლიტენის სადგურებით.

 

რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დიდი ქალაქების იერსახე არ იქნება ისეთი როგორც დღეს. გთავაზობთ მომავლის ქალაქების 8 მეგაპროექტს.

 

შანხაი, TODTOWN

 

დიზაინერული სტუდია  Lead 8 და არქიტექტურული ბიურო  Goettsch Partners (ჩიკაგო) ახორციელებენ უნიკალურ  მრავალფუნქციურ პროექტ TODTOWN-ს  ჩინეთის ქალაქ შანხაიში. მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს მინჰანის რაიონში. მომავალ კომპლექსში აქცენტი იქნება გაკეთებული გამწვანებაზე - კერძოდ, შენობების სახურავებზე გაშენდება მინი-პარკები. ეს განსაკუთრებით აქტუალურია სმოგთან ბრძოლაში - ქალაქი ცხოვრობს უკიდურესად არასახრბიელო ეკოლოგური მდგომარეობში და მას დროდადრო ფარავს კვამლი. მასშტაბური და გამწვანებული კომპლექსის მშენებლობა იქნება კიდევ ერთი წვლილი შანხაის ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად. TODTOWN  ჩაფიქრებულია როგორ საცხოვრებელი, სავაჭრო და კულტურული კომპლექსი, მისი საერთო ფართი შეადგენს 264 000 კვ.მ.-ს. პროექტის კიდევ ერთი მიმართულებაა - ხელმისაწვდომი საფეხმავლო ინფრასტრუქტურა.  პროექტის ღირებულებაა 1,5 მლრდ დოლარი. მშენებლობა დაიწყო 2014 წელს.

 

width=600

 

 

ქაირო, ევგიპტე - ახალი დედაქალაქი

 

ეგვიპტეს ახალი დედაქალაქი -  არის მასშტაბური პროექტი, რომლის შესახებაც ქვეყნის მშენებლობის მინისტრმა მუსტაფა მაბულინმა 2015 წლის 13 მარტს განაცხადა. ახალი ქალაქი განლაგდება ქაიროსგან 20 კილომეტრის მანძილზე, ქვეყნის დაბალგანვითარებულ რეგიონში. გეგმის მიხედვით,  ჯერ კიდევ უსახელო ქალაქი გახდება ეგვიპტეს ახალი ადმინისტრაციული და ფინანსური ცენტრი, სადაც განლაგდება სამინისტოები და სახელმწიფო უწყებები. სავარაუდოდ, 700 კვ.კმ. ტერიტორიაზე იცხოვრებს 5 მლნ ადამიანი. 2015 წლის 14 მარტს ეგვიპტეს მთავრობამ და საინვესტიციო კომპანიამ  Gulf Investment Сorporation-მა (ემირატები) ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყნის ახალი დედაქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროექტის ღირებულება შეადგენს 45 მლრდ დოლარს. მთავრობა  მის რეალიზებას 7 წელიწადში გეგმავს.

 

2016 წლის იანვარში ასევე ხელი მოეწერა 2,7-მილიარდიანი კონტრაქტს ჩინურ სახელმწიფო სამშენებლო კორპორაცია China State Construction Engineering Corporation (CSCEC)-სთან ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით. 3 წლის განმავლობაში  CSCEC  ააშენებს ახალ დედაქალაქში პარლამენტის შენობას, სამთავრობო შენობებს 12 უწყებისთვის  და საგამოფენო ქალაქს.

 

width=600

 

 

პარიზი, საფრანგეთი, Europa City

 

2016 წელს პარიზში დაიწყო გიგანტური სავაჭრო-გასართობ კომპლექს Europa City-ს მშენებლობა. ობიექტი განთავსდება 80 ჰექტარზე და გაიყოფა 5 თემატურ ზონად. პროექტის მთავარი უპირატესობაა  - მწვანე სახურავი, რომელიც ჰარმონიულად შეირწყმება ადგილობრივ ლანდშაფტთან. 5 თემატური ზონა მიეძღვნება 5 ევროპულ ქალაქს, მათ შორის - პარიზს, ლონდონს და ბარსელონას. კომპლექსის ბულვარები გაერთიანდება ერთიან სისტემაში, რომელიც მისცემს ვიზიტორებს ნებისმიერ კუთხეში ადვილად მიღწევის საშუალებას. პროექტის ავტორებმა ასევე დაამუშავეს საკუთარი სატრანსპორტი სისტემა. ასევე Europa City-ში იქნება პარკები, მოედნები გოლფისთვის,  ხელოვნური სათხილამურო ტრასები, აუზები, თეატრები, საგამოფენო დარბაზები და გასართობი ზონა ბავშვებისთვის. კომპლექსში ასევე იქნება 10 სასტუმრო (2700 ნომრით). მშენებლობა დაახლოებით  2024 წელს დასრულდება.

 


width=600

 

 

სტამბოლი, თურქეთი - ახალი სტამბოლი

 

 

2016 წლის აპრილში  სტამბოლის მუნიციპალიტეტმა დაამტკიცა ქალაქის ცენტრთან ახლოს 50 000  ბინაზე გათვლილი  7 კოშკის მშენებელობის პროექტი. ასევე გეგმაშია სავაჭრო ცენტრის, 6200 ადგილზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგის, კინოთეატრის, ყინულის სასრიალოს და აეროპორტის მშნებლობა.  პროექტის დასრულების ვადები და მისი საინვესტიციო ღირებულება უცნობია, თუმცა მშენებლობა დაიწყო 2016 წელს. სავარაუდოდ, 2018 წელს გაიხსნება ახალი აეროპორტი.

 

width=601

 

 

ნიუ-იორკი, აშშ - მსოფლიო სავაჭრო ცენტრი

 

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ 1,5 წელი ტერიტორია იწმინდებოდა მეტალის და ბეტონის ნარჩენებისგან. ამ დროს იყო ცხარე დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს დანგრეული ტყუპების ადგილას.  საბოლოო ჯამში გადაწყდა კონკურსის ჩატარება, რომელიც გამოავლენდა არსებული ტერიტორიის საუკუთესოდ გამოყენების გეგმას. კონკურსში გაიმარჯვა ამერიკაში დაბადებულმა პოლონელმა არქიტექტორმა დანიელ ლიბესკინდმა. 2017 წლის მდგომარეობით,  პროექტის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. მასში შედის 3 კოშკი, მათ შორის ერთი  ყველაზე მაღალი შენობა ნიუ-იორკში, და ასევე მემორიალი და პარკი. მთლიანად მშენებლობა დასრულდება 2020 წელს.

 

width=600

 

 

სან-პაულუ, ბრაზილია, განახლების გენგეგმა

 

 

2014 წელს სან-პაულუს მუნიციპალიტეტმა გამოაქვეყნა ქალაქის გენერალური განახლების გეგმა, რომელიცი სავარაუდოდ, რადიკალურად შეცვლის ქალაქის იერსახეს 20 წლის შემდეგ. გეგმა ორიენტირებულია მოქალაქეების კომფორტზე და ითვალისწინებს ახალი სახლების აშენებას,  ველობილიკების, ავტობუსებისთვის გამოყოფილი ხაზების შექმნას და კიდევ ბევრ სიახლეს. ამჟამად ქალაქში საცხოვრებელი ფართის დეფიციტი შეადგენს 500 000 ბინას, ამიტომაც თითქმის 1,2 მლნ ადამიანი ცხოვრობს სან-პაულის ბარაკებში. ახალი გეგმა ითვალისწინებს 717 000 ახალი ბინის აშენებას, მათ შორის 240 000 იქნება ხელმისაწვდომი ღარიბებისთვის. სავარაუდოდ, გეგმა შესრულდება 2030 წლისთვის.

 

width=600

 

 

ტოკიო, იაპონია, რაიონი სიბუია

 

იაპონიის დედაქალაქი  ემზადება ოლიმპიადისთვის, რომელიც ჩატარდება 2020 წელს, ამიტომაც იქ მიმდინარეობს სხვადასხვა ობიექტების მშენებლობა. 2020 წლისთვის ტოკიოს შეემატება როგორც მინიმუმ 45 ახალი ცათაბჯენი. მათ შორის 7 იქნება პროექტის Shibuya Station Area Redevelopment-ის ნაწილი. მათ შორის 6 იქნება საოფისე შენონა - 1 კი - საცხოვრებელი. გეგმა ისევე ითვალისწინებს ვიწრო საფეხმავლო ზონის გაფართოვებას და გამწვანებას. განახლებული ზონა გაიხსნება 2018 წელს. მთლიანი პროექტი დასრულდება 2027 წლისთვის.

 

width=601

 

 

ლონდონი, ბრიტანეთი, Battersea Power Station-ის განახლება

 

არქიტექტურული მემკვიდრეობის ობიექტი, მწყობრიდან გამოსული და რეკონსტრუირებული თბოელექტროსადგური Power Station იბრუნებს თავის 4 ცნობილ მილს, რომელიც უკვდავყოფილია როკ-ჯგუფ Pink Floyd-ის ალბომის Animals-ის გარეყდაზე. თუმცა ელექტოსადგურის რეკონსტუქცია არის ლონდონის რაიონ Nine Elms-ის განახლების გეგმის ნაწილი. 16,5 მლრდ დოლარად შეფასებული პროექტის ფარგლებში იგეგმება ახალი საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული ფართების აშენება. გეგმა გაყოფილია 7 ფაზად - პირველი დაიწყო 2014 წელს, მთლიანი პროექტის დასრულდება 2025 წელს.

 

width=600

 

 

 

 

 vestifinance.ru



რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up