მომავლის პროფესია - მონაცემთა ანალიტიკოსი

მომავლის პროფესია - მონაცემთა ანალიტიკოსი

access_time2020-11-30 15:15:29

ახალმა გამოწვევებმა მსოფლიო და შრომითი ბაზარი ახალი რეალობის წინაშე დააყენა, შეიცვალა მომხმარებლის ქცევა, დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების პრაქტიკა, შესაბამისად შრომის ბაზარიც. კონკრეტულ პროფესიებზე შემცირებული მოთხოვნის კვალდაკვალ გაჩნდა ახალი პროფესიების საჭიროება, ისეთის როგორიცაა IT და ციფრული ტექნოლოგიები, საცალო და მომსახურების სერვისები. გამოწვევაზე ლოგიკური პასუხი არის ახალი უნარ-ჩვევების შეძენა და ახალი შესაძლებლობების განვითარება.


სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი პროექტიც, რომელიც „საქართველოს ბანკმა“, საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია „ინსორსთან“ თანამშრომლობით, მომავლის პროფესიების გამოსარკვევად დაიწყო.


პროექტი ორიენტირებულია ადამიანებს ახალი გამოწვევები დაანახოს, მისცეს მიზეზი, ხელახლა დაიჯერონ საკუთარი თავის შესაძლებლობების და განავითარონ არსებული უნარები. data analytics-ს და data science-ი მომავლის პროფესიაა. გარდა იმისა, რომ ბოლო წლებში ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა მკვეთრად გაიზარდა, გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა დისტანციური მომსახურება, რის შედეგადაც ორგანიზაციებს დაუგროვდათ დასამუშავებელი ინფორმაცია. ცხადია, ამ ყველაფერმა გავლენა იქონია მოთხოვნა მონაცემთა ანალიტიკოსებზე და ეს მხოლოდ დროებითი ეფექტი არ იქნება, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც შენარჩუნდება მსგავსი ვითარება, რადგანაც სხვადასხვა საქმის კეთება ელექტრონულად არამხოლოდ უსაფრთხო არამედ ხშირად უფრო კომფორტულიცაა.


პროექტის ფარგლებში მომზადებული კიდევ ერთ ვიდეოში, რომელიც data analytics-ს და data science-ს ეხება, ამ მიმართულების დიდი გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტის, საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი, დათა ლაპიაშვილი საუბრობს.


„მონაცემთა ანალიტიკა მომავლის საქმიანობაა. მონაცემები გარდაიქმნება ინფორმაციად. ინფორმაცია კი საშუალებად. ყოველდღიურად რამდენიმე მილიარდი გიგაბაიტის მონაცემები გენერირდება ადამიანების მიერ. მათი სწორი მიზნობრიობით გამოყენების შემთხვევაში გავიმარტივებთ ცხოვრებას და გაცილებით მეტი შესაძლებლობები გამოგვიჩნდება.



თუკი მოგწონს სხვადასხვა სახის მონაცემების დამუშავება, გრაფიკული სახით ინფორმაციის წარმოდგენა, სტატისტიკური ანალიზი, შეგიძლია კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისება და ამასთანვე გაქვს უნარი, რომ სხვებსაც გასაგებად გაუზიარო მოპოვებული მიგნებები, თავისუფლად შეგიძლია სცადო ამ პროფესიების დაუფლება. ამისათვის დაგჭირდება შრომა, მონდომება და, რაც მთავარია, საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვა, რადგან ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა, თვითონ შეძლო მოიძიო საინტერესო მასალები ინტერნეტში და სხვისი ზედამხედველობის გარეშე ისწავლო მათემატიკის შესაბამისი განხრები, პროგრამირების ენები და სხვადასხვა აპლიკაციები, რომლებიც დაგჭირდება წარმატების მისაღწევად“,- ამბობს დათა ლაპიაშვილი.


მისივე თქმით, კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად საუკეთესო წყაროდ ინტერნეტი რჩება. ელექტრონულ რესურსები უამრავია – დაწყებული სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების, მაგალითად Stanford-ისა და MIT-ის უფასო ონლაინ კურსებით, დამთავრებული ისეთი ცნობილი ფორუმებითა და კითხვა-პასუხების ვებგვერდებით, როგორებიცაა Reddit და Stack Exchange. იმისთვის კი რომ ამ სფეროში დასაქმდეთ, დათა ლაპიაშვილი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვებგვერდს- toptal.com- გვირჩევს, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნების კომპანიები ათავსებენ ვაკანსიებს.


ახალი პროექტი ორიენტირებულია იმაზე, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, თუ რა გამოწვევების წინაშეა დასაქმების ბაზარი, მისცეს მათ თვითრწმენა, დაეხმაროს უნარების განვითარებაში.


თუ გეგმავ, დაეუფლო მომავლის პროფესიებს, შეგიძლია გაეცნო საქართველოს ბანკის მიერ მომზადებულ ვიდეოს თუ რა არის მონაცემთა ანალიტიკოსი.


(R)




სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
access_time2021-01-15 16:00:05
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა  ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად  2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.   „ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაცია, ასევე ჩვენი მომხმარებლის საჭიროებები და ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გავამარტივეთ პროცედურა, შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და...

Forbes: ბაიდენმა ეკონომიკური დახმარების ახალი გეგმა წარადგინა

Forbes: ბაიდენმა ეკონომიკური დახმარების ახალი გეგმა წარადგინა
access_time2021-01-15 20:00:23
აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის დახმარებისთვის კონგრესს 1,9 ტრლნ. დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.   „გეგმა ამბიციურია, თუმცა, მიღწევადი. ის ამერიკის ეკონომიკას გადაარჩენს და ქვეყანას ვირუსთან გამკლავების საშუალებას მისცემს“ - ნათქვამია ბაიდენის გარდამავალი ჯგუფის განცხადებაში.   ახალი პროექტი რამდენიმე ძირითად პუნქტს შეიცავს, მათ შორისაა ხარჯები კორონავირუსთან ბრძოლის გაძლიერებაზე (400 მლრდ....

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა
access_time2021-01-15 14:50:43
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გააცნო.     შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორი ძირითადი საკითხი, კერძოდ  დაქირავებულ პირთა შესახებ ახალი ელექტრონული რეესტრი, რეესტრში ინფორმაციის ასახვის წესი და დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის პროგრამა.  ასევე საუბარი შეეხო ზოგადად...

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი
access_time2021-01-15 15:00:56
„ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა - ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემაა აღვადგინოთ ტურიზმი, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია.     „ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ...

ნორვეგიაში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 23 პაციენტი გარდაიცვალა

ნორვეგიაში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 23 პაციენტი გარდაიცვალა
access_time2021-01-15 19:00:17
ნორვეგიაში სულ მცირე 23 ადამიანი გარდაიცვალა, რომლებიც ადრე COVID 19-ის ვაქცინით აიცრნენ.  ამის შესახებ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს პრესსამსახური იუწყება. „გვაქვს ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებული გარდაცვალების 23 შემთხვევის შესახებ. ამჟამად, სპეციალისტების მხრიდან 13 მათგანის შესწავლა მიმდინარეობს,“ - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. სააგენტოს მთავარი ექიმი სიგურდ ხორტემუ იტყობინება, რომ უკვე მიღებულმა...


მსგავსი სიახლეები

up