მომავლის პროფესია − კოპირაიტერი

მომავლის პროფესია − კოპირაიტერი

access_time2020-09-24 16:36:56

მედეა ტაბატაძე

საკონსულტაციო კომპანია ინსორსის მენეჯერი

მომავლის პროფესია − კოპირაიტერი


თუ თქვენს სოციალურ ქსელში წააწყდებით საინტერესო რეკლამას, რომელსაც „დააკლიკებთ“, ვებგვერდზეც გადახვალთ და მონიშნავთ, რომ თქვენთვის საჭირო ან სასურველ პროდუქტს წააწყდით, ეს კოპირაიტერის დამსახურებაა. კოპირაიტერის საქმიანობა სწორედ პროდუქტის, სერვისის ან ბრენდის რეკლამირებაა ციფრულ სივრცეში.


ციფრული მარკეტინგი ჯერ ისევ ახალი მიმართულებაა, რომელიც 1990-2000-იან წლებში განვითარდა და კვლავ ვითარდება. კონეტენტმენეჯერი, სოციალური მედიის მენეჯერი, კოპირაიტერი, ბლოგერი, კონტენტკრეატორი − ეს ის ახალი პროფესიებია, რომლებიც სწორედ ციფრულმა მარკეტინგმა შექმნა და ისევ ვითარდება, იხვეწება და იცვლება კიდეც.


ვირტუალურ სივრცეში ციფრული მარკეტინგი კლიენტების მოსაზიდად საინტერესო შინაარსის კონტენტს ქმნის − ესაა ფოტოები, ვიდეორგოლები, ბლოგი. არსეობს ვებ- და სოციალური ქსელების კონტენტიც, რომლის მიზანი და შინაარსი ერთიდაიგივეა, მაგრამ ტექნიკები − განსხვავებული. ციფრულ მარკეტინგს კარგი კონტენტისა და რეკლამის გარეშე გაუჭირდება მომხმარებლებისთვის „თავის შეყვარება“. ხშირადკონტენტის მარკეტინგი და კოპირაიტინგი ერთიდაიგივე საქმე გვგონია, თუმცა ეს ფუნქციები განსხვავებულია − კონტენტმარკეტინგი ქმნის შინაარს ვებგვერდისთვის და, ცხადია, მარკეტინგული მიზნებისთვის; კოპირაიტერი კი ქმნის ისეთ ნარატივს, რომელიც მომხმარებელზე გავლენას მოახდენს. მაგ.,მომხმარებელს გაუჩენს ინტერესს,გადავიდეს კომპანიის ვებგვერდზე ან გახდეს რომელიმე სერვისის მომხმარებელი. მოკლედ, კონტენტმარკეტერი ქმნის საინტერესო ინფორმაციას მომხმარებლისთვის, კოპირაიტერი კი ქმნის „რეკლამას“ ინფორმაციის გასაყიდად და მომხმარებლის გასააქტიურებლად.


როგორც ციფრული მარკეტინგის სპეციალისტები ამბობენ, თუ კომპანიის ვებგვერდს ან სოციალური მედიის გვერდს ცოტა ვიზიტორი ჰყავს, კოპირაიტინგს გაუმჯობესება სჭირდება.კარგი კოპირაიტინგის გარეშე შეუძლებელია წარმატებული მარკეტინგული თუ სარეკლამო კამპანიების წარმართვა. ასე ხდებოდა წლების განმავლობაში − კოპირაიტერი ქმნიდა ისეთ მესიჯებს,რაც მომხმარებლის გულსა და ყურს იპყრობდა, მაქსიმალურ დაინტერესებას ქმნიდა. ზოგადად, ნებისმიერი ტექსტისა თუ ნაწერის მიზანია, დაარწმუნოს, გააცნოს, შთააგონოს ან გაართოს მკითხველი. კოპირაიტერის მიზანი კი ადამიანის (ან იგივე − მომხმარებლის) დარწმუნებაა − შეიძინოს პროდუქტი, გამოიწეროს სიახლეები ან შეიყვაროს ბრენდი.



კოპირაიტინგის მიზანი კომერციულია და ასე იყო წლების წინაც, როდესაცპირველი ნაბეჭდი რეკლამა 1477 წელს გაჩნდა ინგლისში საეკლესიო წიგნის გასაყიდად.ამ პერიოდის შემდეგ ჩნდება ქაღალდზე ბატის ფრთითა და მელნით შექმნილი რეკლამები, რომლებსაც ევროპის დიდ ქალაქებში, სახლებისა და ეკლესიის კედლებზე აკრავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 1438 წელს იოჰან გუტენბერგი უკვე ცდილობდა ბეჭდვის ტექნოლოგიის განვითარებას, რეკლამა მაინც ხელით იწერებოდა და ხელოვნებად მოიაზრებოდა (კალიგრაფია, ტექსტი, ტექსტის გაფორმება და სხვ.).


ნაბეჭდი რეკლამა XVII ს-ში გაჩნდა. პირველ ნაბეჭდ რეკლამებს მცირე ზომის ბროშურის ფორმა ჰქონდა, რადგან დაბეჭდვა რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო და რესურსს ზოგავდნენ. ევროპაში (ჯერ ინგლისში), დაახლოებით, 1605 წლიდან გაჩნდა ნაბეჭდი გაზეთები. 1664 წელს დიდ ბრიტანეთში, გაზეთ “Oxford Gazette”-ში პირველი კომერციული რეკლამაც გამოჩნდა. სწორედ ამ პერიოდში განვითარდა „სარეკლამო მწერლობა“, ანუ კოპირაიტერობა. 3 საუკუნის წინ კოპირაიტერები დამოუკიდებელი, სახლიდან მომუშავე, გავლენიანი და კრეატიული ადამიანები იყვნენ, რომელთაც შეეძლოთ ადამიანების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა. ეს დღესაც ასეა −კოპირაიტერი უმეტესად „ფრილანსერია“, რომელიც ქმნის „რაღაც საინტერესოს“.


ცნობილია, რომ პირველი და თანაც, ფრილანსერი კოპირაიტერი ინგლისელი ჯონ ემორ პაუერია (1837-1919წ). ის მუშაობდა სუპერმარკეტებისთვის (Lord& Taylor-ი და Wanamker’s-ი) და კვირაში 6 რეკლამას ქმნიდა მარკეტებისთვის, რეკლამები კი ადგილობრივ გაზეთში ქვეყნდებოდა. სუპერმარკეტების მფლობელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ კარგი რეკლამა მყიდველს მოიზიდავდა.პაუერმა შექმნა Wanamaker’s-ის ბრენდი და მარკეტების შემოსავალი სულ რაღაც ერთ წელში გაორმაგდა.პაუერი თანამედროვე სარეკლამო საქმიანობის „მამად“ მოიაზრება, რომელიც თავის კლიენტებზე სიმართლეს ისე ხატოვნად აღწერდა, მყიდველებს ბრენდი შეაყვარა.


1800-იანი წლებიდან კოპირაიტინგის საჭიროება გაიზარდა და დაფასდა. ამ პერიოდის თითქმის ყველა გაზეთი უფრო მეტად სარეკლამო ბუკლეტს წააგავდა, ვიდრე საინფორმაციო გამოცემას.XX ს-ის 60-იან წლებში სარეკლამო ბუმია და თანაც, ისეთი ბუმი, რომ რეკლამის მომზადებაში ფულის გადახდა რისკიან საქმედაც მოიაზრებოდა − ან გაამართლებდა ან არა. ამას გარდა, ბიზნესმენებმა ისწავლეს, რომ რეკლამის ეფექტი დიდხანს არ გრძელდებოდა −“Ads, like butterflies, have short lives.“


სწორედ ასეთი აურზაურის დროს, XX ს-ის 60-იან წლებში, გაჩნდა ე.წ. direct mail რეკლამა, რომლის „მამა“ ამერიკელი მეტაფიზიკოსი მწერალი რობერტ კოლიერია. კოლიერი მომხმარებლის დასაინტერესებლად ფსიქოლოგიურ ტექნიკებს იყენებდა მომხმარებელთან ემოციურ კავშირის დასამყარებლად. კოლიერი ცდილობდა მომხმარებელს „წარმოედგინა“ პროდუქტი (მოეხდინა ვიზუალიზაცია), რაც მათს სურვილზე გავლენას მოახდენდა. სარეკლამო საქმიანობის შემდეგ კოლიერი ბესტსელერი მწერალი გახდა, მისი წიგნები−The secret of the ages და How To Make Money At Home In Spare Time By Mail − დღესაც პოპულარულია.ცნობისათვის, თანამედროვე ბრიტანელიინდუსი მწერალი და ემორის უნივერსიტეტის ლექტორისალმან რუშდიც კოპირაიტერი იყო.


დღევანდელი კოპირაიტინგი არ ნიშნავს მხოლოდ სარეკლამო ტექსტების წერასა და სადღაც განთავსებას. ელექტრონული კომერციის განვითარებამ კონტენტმარკეტინგი უნივერსალურ მარკეტინგულ ტაქტიკად აქცია, კოპირაიტინგი კი დღეს გულისხმობს SEO-ს ცოდნას და მისი საუკეთესო პრაქტიკებით, კონტენტის მართვას. სწორედ ამ ტექნიკის გამოყენებით კოპირაიტერი ქმნის სხვადასხვა პროდუქტის ან სერვისების აღწერას. მაგალითისთვის, როდესაც ინტერნეტში ვეძებთ „ყვავილების მაღაზიას თბილისში“, ჩამონათვალში პირველივე მაღაზია კოპირაიტერის „დამსახურებაა“. ესე იგი კოპირაიტერი პასუხისმგებელიც ყოფილა ინტერნეტსივრცეში ვებსაიტის საუკეთესო SEO რანჟირებაზე და კონტენტის ისეთი სიტყვებით (keyword) შექმნაზე, რითაც მომხმარებელი ქსელში მოძებნის კომპანიის პროდუქტს ან სერვისს.


მიუხედავად იმისა, რომ რეკლამის განსათავსებელი საშუალება, გარემო და ტექნიკები შეიცვალა, მე-19 საუკუნესა და თანამედროვე კოპირაიტინგს კვლავ ბევრი საერთო აქვთ: კოპირაიტინგი მოითხოვს კრეატიულობას და ინფორმაციის საუკეთესოდ გადმოცემას (storytelling); კოპირაიტერმა ემოციური გავლენა უნდა მოახდინოს მყიდველზე; მისი ტექსტი უნდა იყოს გამორჩეული და უნიკალური, უნდა მუშაობდეს კონკრეტულ აუდიტორიაზე (ანუ მომხმარებელზე) და აუცილებლად იცოდეს ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლებიც ვებგვერდზე აუცილებლად გაზრდის მომხმარებელთა ვიზიტს. რაც მთავარია, კოპირაიტერს უნდა ჰქონდეს ძალიან მდიდარი სიტყვათა მარაგი.


მარტივია თუ არა კოპირაიტერობის სწავლა და მუშაობა? პასუხი ასეთია − საინტერესოა, შრომატევადი, მაგრამ შემოქმედებითი. კოპირაიტერებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, იმიტომ რომ ციფრული ბიზნესი და ციფრული ეკონომიკა დინამიურად ვითარდება. კოპირაიტერობა ნამდვილად გულისხმობს „ფრილანსერობასაც“, მაგრამ ასევე გულისხმობს ცოდნისა და უნარების მუდმივად განვითარებასაც.


კარგი კონტენტის შესაქმნელად კომპანიები საკმაოდ შთამბეჭდავ ფინანსურ რესურსს ხარჯავენ (მაგ.: სარეკლამო ვიდეორგოლის განთავსება ვებგვერდზე და შემდეგ, სოქსელში „დაბუსტვა“), თუმცა დღეს ციფრულ სივრცეში რეკლამის გარეშე, არცერთი ბიზნესი აღარ კეთდება. კოპირაიტინგში ფულის დაზოგვა კი არ ღირს. როგორც თომას ჯეფერსონმა ერთხელ თქვა − „ადამიანი, რომელიც დაზოგავს ფულს რეკლამაში, ჰგავს ადამიანს, რომელიც ცდილობს დროის გაჩერებას, დროის დაზოგვის მიზნით“.


განავითარე, არ გაჩერდე!


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up