მომავლის პროფესია - კონტენტმენეჯერი

მომავლის პროფესია - კონტენტმენეჯერი

access_time2020-09-10 12:32:55

ახალმა გამოწვევებმა მსოფლიო და შრომითი ბაზარი ახალი რეალობის წინაშე დააყენა, შეიცვალა მომხმარებლის ქცევა, დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების პრაქტიკა, შესაბამისად შრომის ბაზარიც. კონკრეტულ პროფესიებზე შემცირებული მოთხოვნის კვალდაკვალ გაჩნდა ახალი პროფესიების საჭიროება, ისეთის როგორიცაა IT და ციფრული  ტექნოლოგიები, საცალო და მომსახურების სერვისები.  გამოწვევაზე ლოგიკური  პასუხი არის ახალი უნარ-ჩვევების შეძენა და  ახალი შესაძლებლობების განვითარება.


სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი პროექტიც, რომელიც „საქართველოს ბანკმა“, საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია „ინსორსთან“ თანამშრომლობით, მომავლის პროფესიების  გამოსარკვევად დაიწყო.


პროექტი  ახალი შესაძლებლობების ჰორიზონტს აჩენს და ამ მიმართულებით სწორი ორიენტირის აღების, ახალგაზრდა თაობისთვის სწორი არჩევანის გაკეთებაში ხელშეწყობას გულისხმობს.


კონტენტი დღეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბრენდისა და მომხმარებლის წარმატებულ კომუნიკაციაში, სწორედ ამიტომაა კონტენტმენეჯერიც მომავლის პროფესია. ბრენდინგისა და კომუნიკაციების კონსულტანტი, ნათია გოგია გვესაუბრება კონტენტმენეჯერის პროფესიაზე და მის მნიშვნელობაზე.


„მჯერა, რომ დღევანდელ მარკეტინგში შინაარსი  სულ უფრო მეტ ყურადღებას იძენს, რადგან გადატვირთულ ინფორმაციულ ნაკადებში ძალიან რთულია, რომ ყურადღება სტანდარტული სარეკლამო მესიჯებით მიიპყრო, ამიტომ სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სწორი შინაარსის  შექმნა, რაც ჩვენი მომხმარებლისთვის იქნება საინტერესო, ყურადღების მიმქცევი, ღირებული და ჩვენი ბრენდის რელევანტური.



განსხვავებით ტრადიციული მარკეტინგული კომუნიკაციებისგან კონტენტის მარკეტინგის სტრატეგია უკვე ორიენტირებულია ადამიანებზე და არა პროდუქტებზე, ზოგადად  კონტენტ მარკეტინგის დისციპლინამ სამი ახალი სამუშაო პოზიცია  შექმნა. ესენია: კონტენტმენეჯერი, კონტენტ კრეატორი და კონტენტ მარკეტერი, თუმცა რადგან ეს დარგი ჩვენთან ახალია, ხშირად კონტენტ მენეჯერი ამ სამივე საქმიანობას მოიცავს.კონტენტ მენეჯერის როლი კომპანიაში ბრენდის ონლაინ სივრცეში დამკვიდრებაა, კონტენტ მენეჯერი ქმნის, წერს და აქვეყნებს  კონტენტს, რაც გულისხმობს მულტიმედიურ სტატიებს, ბლოგებს, სურათებს ან ვიდეოებს, რომლებსაც ონლაინ სივრცეში ყოველდღიურად ვხვდებით.


ერთის მხრივ უნდა იყო მფრინავი იდეების  გენერატორი, რათა ფეხი აუწყო ახალ ტენდენციებს  და შექმნა ისეთ თემები, რომლებიც შენი მომხმარებლის ჩართულობას გამოიწვევს, მეორე მხრივ უნდა შეგეძლოს პრაგმატულად აზროვნება.


საქართველოში ამ მიმართულებით ფორმალური განათლების მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა 21-ე საუკუნის  ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ხომ სწორედ ის არის, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შენთვის სასურველ პროფესიას  შეგიძლია დაეუფლო თან საუკეთესო ლექტორების საშუალებით.ეს პროფესია მეტწილად  მაინც პრაქტიკაში ისწავლება, საკმარისია გქონდეს იდეა, სმარტფონი და პირველი ნაბიჯები უკვე  გადადგმულია, სწორედ  შინაარსია ის რაც საბოლოო ჯამში ბრენდს აცოცხლებს და  ამეტყველებს“, - ამბობს ნათია გოგია.


ახალი პროექტი ორიენტირებულია იმაზე, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, თუ რა გამოწვევების წინაშეა დასაქმების ბაზარი, მისცეს მათ თვითრწმენა, დაეხმაროს უნარების განვითარებაში.პროექტი აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას, დაფიქრდნენ ახალ პროფესიებზე და საკუთარ  თავში განავითარონ ის უნარები, რომელიც დაეხმარება მომავლის პროფესიების დაუფლებაში.


პროექტი ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და ტრენდების შესახებ გამოცდილი სპეციალისტების მიერ რელევანტურ საკითხებზე ე.წ. თოქებისა და ბლოგების მომზადებასაც გულისხმობს. ეს ყველაფერი კი ადამიანებს ახალ რეალობასთან სწრაფ ადაპტირებასა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარება.


თუ გეგმავ, დაეუფლო მომავლის პროფესიებს, შეგიძლია გაეცნო საქართველოს ბანკის მიერ მომზადებულ ვიდეოს თუ რა არის UX / UI დიზაინერი 

(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up