მომავლის პროფესია - იუთუბერი

მომავლის პროფესია - იუთუბერი

access_time2020-09-22 10:59:12

ახალმა გამოწვევებმა მსოფლიო და შრომითი ბაზარი ახალი რეალობის წინაშე დააყენა, შეიცვალა მომხმარებლის ქცევა, დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების პრაქტიკა, შესაბამისად შრომის ბაზარიც. კონკრეტულ პროფესიებზე შემცირებული მოთხოვნის კვალდაკვალ გაჩნდა ახალი პროფესიების საჭიროება, ისეთის როგორიცაა IT და ციფრული  ტექნოლოგიები, საცალო და მომსახურების სერვისები.  გამოწვევაზე ლოგიკური  პასუხი არის ახალი უნარ-ჩვევების შეძენა და  ახალი შესაძლებლობების განვითარება.


სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი პროექტიც, რომელიც „საქართველოს ბანკმა“, საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია „ინსორსთან“ თანამშრომლობით, მომავლის პროფესიების  გამოსარკვევად დაიწყო.


პროექტი  ახალი შესაძლებლობების ჰორიზონტს აჩენს და ამ მიმართულებით სწორი ორიენტირის აღების, ახალგაზრდა თაობისთვის სწორი არჩევანის გაკეთებაში ხელშეწყობას გულისხმობს. იუთუბერობა მომავლის პროფესიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს, ვიდეოების გადაღება აქციო შემოსავლის წყაროდ. სწორედ იუთუბერობის როლზე და მნიშვნელობაზე  იუთუბერი დათო ალავიძე გვესაუბრება.


„მაგალითად თუ მოგწონს ვიდეო თამაშები ან ცხოვრობ სოფელში და უვლი შენ პატარა ბაღს, შეგიძლია ამის შესახებ გადაიღო ვიდეო და ამან მოგიტანოს დიდი შემოსავალი.


იუთუბერობა მომავლის პროფესიაა, აქ არ გყავს უფროსი, არ გაქვს მკაცრად გაწერილი სამუშაო გრაფიკი, მაგრამ მუშაობ ისე, როგორც მოგწონს.  არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში, სოფელსა თუ  ქალაქში ხარ, ასაკიც უმნიშვნელოა, მთავარია გიყვარდეს ის,  რასაც აკეთებ, ამ საქმისთვის პრაქტიკულად არ გჭირდება არანაირი ინვესტიცია.



ერთი მობილურით შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, ამ  სფეროში არ არსებობს კონკურენცია, იუთუბის შექმნის მთავარი იდეა იყო, რომ ყველას აქვს ხმა, თითოეული მაყურებელი შეიძლება „კრეატორიც“ გახდეს და ეს კონკურენციას ვერ გაზრდის, რადგან იუთუბის ნახვების 70% სხვა არხებიდან შემოთავაზებულ ვიდეოებზე მოდის.


როდესაც ხდები იუთუბერი, მთავარია მოაგროვო 1000 გამომწერი და ყველა ვიდეოზე ჯამურად  ნახვის დრო 4000 საათი, ამის შემდეგ ხდები google-ის პარტნიორი და შენი თითოეული ნახვა გამოიმუშავებს თანხას, გარდა ამისა შემოსავლის წყარო არის კოლაბორაცია სხვადასხვა ბრენდთან, ასევე დონაცია, როდესაც გამომწერები გირიცხავენ  თანხას, ან მერჩი როდესაც  გამომწერები ყიდულობენ შენს მაისურს ან სხვადასხვა აქსესუარებს. ყველაფერი შეგვიძლია ვისწავლოთ იუთუბზე, იუთუბერობაც კი.


თვითონ  იუთუბზე მილიონობით ადამიანი შედის და ის ყველაზე მოთხოვნადი  პლატფორმაა google.com -ის შემდეგ. რაც შეეხება  საქართველოს იუთუბერობა რამდენიმე გამორჩეული პლუსი აქვს, მაგალითად  გავლენა საზოგადოებაზე ან აუდიტორიის დიდი სიყვარული. ფინანსური მხარე ისე ძლიერად არ აქვს როგორც საზღვარგარეთ, თუმცა ესეც ვითარდება. ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, რადგან მონეტიზაციას განსაზღვრას ის თუ რომელ  ქვეყანაშია შენი მაყურებელი. დავუშვათ თუ საქართველოში იმყოფები და გინდა საერთაშორისო კონტენტი გააკეთო ეს  პრობლემას არ წარმოადგენს.


თუ კომპანია იუთუბერს აიყვანს, ის იუთუბერი აღარ იქნება და უფრო კომპანიის  ბლოგერს დაემსგავსება. ნებისმიერი ურთიერთობა იუთუბერსა და კომპანიის  მფლობელს  შორის არის ორი თანაბარუფლებიანი მხარის მოლაპარაკება და აქ არ აქვს მნიშვნელობა არც კომპანიის სიდიდეს და არც იუთუბერის გამომწერის რაოდენობას. მთავარია მაქსიმალურად გულწრფელი იყო საკუთარ აუდიტორიასთან, შეიძლება  ითქვას, რომ ამაზე  გადის წარმატების ხაზი. ამ ნიუანსის და კიდევ სხვა მრავალი ღირსების გამო, რაც იუთიბერობას გააჩნია შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მომავლის პროფესია“, - განმარტა დათო ალავიძემ.


ახალი პროექტი ორიენტირებულია იმაზე, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, თუ რა გამოწვევების წინაშეა დასაქმების ბაზარი, მისცეს მათ თვითრწმენა, დაეხმაროს უნარების განვითარებაში.


პროექტი ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და ტრენდების შესახებ გამოცდილი სპეციალისტების მიერ რელევანტურ საკითხებზე ე.წ. თოქებისა და ბლოგების მომზადებასაც გულისხმობს. ეს ყველაფერი კი ადამიანებს ახალ რეალობასთან სწრაფ ადაპტირებასა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარება.


თუ გეგმავ, დაეუფლო მომავლის პროფესიებს, შეგიძლია გაეცნო საქართველოს ბანკის მიერ მომზადებულ ვიდეოს თუ რა არის იუთუბერი.



(R)



თეგები:
იუთუბერი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up