„მომავალში  მეორადი ბინები უფრო მოთხოვნადი გახდება და გაძვირდება“

„მომავალში მეორადი ბინები უფრო მოთხოვნადი გახდება და გაძვირდება“

access_time2019-03-26 16:30:49

სამშენებლო კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი და „საქართველოს მენაშენათა ასოციაციის“ წარმომადგენელი  თორნიკე აბულაძე  განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მეორად  ბინებზე მოთხოვნა შემცირდა, რასაც თავისი მიზეზები აქვს, მათ შორისაა  - ბინის მიღების კომფორტი.


„როდესაც ბინის ყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი, მიდიხართ რომელიმე კონკრეტულ დეველოპერთან. იქ გთავაზობენ არა ერთ ბინას, არამედ 8-10 სხავადასხვა ვარიანტს. აქედან, რომელიმე მისაღებია თქვენთვის. მაგრამ, როდესაც თქვენ კერძო ადამიანისგან ყიდულბთ ბინას, 50 ბინა რომ ნახოთ, ყველასთან ცალ-ცალკე უნდა მიხვიდეთ, ეს ძალიან არაკომფორტულია. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ურჩევნიათ მშენებარე ბინის ყიდვა, არის გადაწყვეტილების სიმარტივე და იმ მომენტში არჩევანის მრავალფეროვნება,“-აცხადებს აბულაძე.


რაც შეეხება მეორად ბინას, აბულაძის განმარტებით, მოქალაქეები მათ ორი მიზეზის გამო ყიდულობენ პირველი - გადასვლა უნდათ დღესვე ან მაქსიმუმ 1 თვეში და მეორე- აქვთ მშენებარე ბინის დასრულების შიში.


როგორც აბულაძე განმარტავს, ძალიან საინტერესო იქნება 2018-2019 წლის სტატისტიკა. „მგონია, რომ მეორადი  ბინები გაიყიდება და ახლებზე დეფიციტი შეიქმნება. ამის მიზეზია რეგულაციები, რომლებმაც ახალი ბინების მიწოდება შეამცირა. ვისაც ახალი ბინის ყიდვა უნდოდა, იძულებული გახდება იყიდოს ძველი, მეორადი.  რაც შეეხება ფასს, ხლი ბინებთან ერთად ძველი ბინებიც ძვირდება. ახალი ბინების ფასი ცალსახად აიწევს, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი რეგულაციების შედეგად მშენებლობა ძვირი ჯდება,“-აღნიშნავს თორნიკე აბულაძე.




ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 






„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10 წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10 წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული, როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43 პროცენტული...

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში
access_time2021-08-03 11:06:09
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი, გამოვლინდაკორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 % ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 258 კვლევა ანტიგენის ტესტით და 28 674 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი...

საქართველომ კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობით შვედეთს გაუსწრო

საქართველომ კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობით შვედეთს გაუსწრო
access_time2021-08-03 13:00:59
საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ შვედეთის მაჩვენებელს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველომ ერთხელ ძალიან მკაცრი და მეორე მკაცრი ლოქდაუნი გამოაცხადა, შვედეთმა მინიმალური შეზღუდვების გზა არჩია. 1.5 წლიანი დაკვირვების შემდეგ სტოკჰოლმის გადაწყვეტილების მიმართ დამოკიდებულება მთელს მსოფლიოში მკვეთრად შეიცვალა, ის აბსოლუტურად მიუღებლიდან მისაღები გახდა. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კოვიდის პირველი...


მსგავსი სიახლეები

up