მომავალი წლიდან მუქი შეფერილობის გამონაბოლქვის მქონე ავტომობილები „ცე ოს“ შემცველობაზე შემოწმდებიან

მომავალი წლიდან მუქი შეფერილობის გამონაბოლქვის მქონე ავტომობილები „ცე ოს“ შემცველობაზე შემოწმდებიან

access_time2019-09-20 17:48:19

2020 წლიდან ატმოსფერული ჰაერის დაცვის ფარგლებში, ავტომობილების შემოწმების ახალი მექანიზმი ამოქმედდება. კონკრეტულად კი, ავტომობილს, რომელსაც მუქი შეფერილობის გამონაბოლქვი ექნება, ქუჩაში მოძრაობისას საპატრულო ეკიპაჟი გააჩერებს და სპეციალური ხელსაწყოთი შეამოწმებს – ცდება თუ არა ზღვრულ ნორმას გამონაბოლქვში „ცე ოს“ (CO) შემცველობა.დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება. შესაძლოა, ასეთ ავტომობილს მეორე ინსპექტირების გავლამდე გზებზე მოძრაობაც აეკრძალოს.


საპილოტე პროექტის ფარგლებში კონტროლი თბილისიდან დაიწყება და მოგვიანებით მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.


საქართველოს პირველ არხს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძემ განუცხადა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაცვა საქართველოს მთავრობისა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამასთან, კვლევის ფარგლებში პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა რეკომენდაცია შეიმუშავა, ავტომანქანების გამონაბოლქვის კონტროლი გააქტიურდეს.


დეპარტამენტი ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მემორანდუმის ფარგლებში ითანამშრომლებს.


„შემოწმებები განხორციელდება შერჩევითი წესით და ცხადია, თავიდან იქნება შემოწმების მაპროვოცირებელი ვიზუალური გამონაბოლქვი, რომელიც იქნება მუქი შეფერილობის, რადგან ასეთ შემთხვევაში არსებობს ალბათობა, რომ გამონაბოლქვ აირებში იყოს მავნე ნივთიერებები და ძირითადად, ხდება ნახშირჟანგის, „ცე ოს“ იდენტიფიცირება“, – აღნიშნა ნელი კორკოტაძემ.


გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შეფასებით, ჯარიმის ოდენობა იმდენი უნდა იყოს, რომ განმეორებითი შემთხვევის პრევენცია მოახდინოს.


მისი თქმით, მონიტორინგის მსგავსი მეთოდი თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს.


კანონპროექტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით, რეგულაციები პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე შევა. ნელი კორკოტაძე ამბობს, რომ ამჟამად ხელსაწყოს შერჩევა მიმდინარეობს, რომლითაც ავტომობილები შემოწმდება. ინიციატორები დარწმუნებული არიან, რომ ცვლილებას პარლამენტი მარს დაუჭერს.


ამასთან, მომავალი წლიდან ამოქმედება რეგულაცია, რომლის მიხედვითაც გამონაბოლქვში „ცე ოს“ დასაშვები მაქსიმალური ზღვარი, ამჟამად არსებული 0.8 პროცენტის ნაცვლად, 0.5 პროცენტი გახდება. ასევე სავალდებულო ხდება ავტომობილში კატალიზატორი, რომლის დანიშნულებაც გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცირებაა.


1tv.ge





ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-05-27 18:00:17
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული  ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588  ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“
access_time2020-05-27 20:30:34
გერმანიაში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ გრენელის ინფორმაციით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება იგეგმება. რიჩარდ გრენელის თქმით, ამ ნაბიჯს მხარს რესპუბლიკელები და დემოკრატები უჭერენ. ელჩს არ დაუკონკრეტებია, რა სახის სანქციების განხილვა მიმდინარეობს კონგრესში, თუმცა როგორც გერმანული მედია იუწყება, სავარაუდოდ საუბარია შეზღუდვების დაწესებაზე იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ამ გაზსადენით რუსულ ბუნებრივ აირს...

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას
access_time2020-05-27 18:55:44
პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა. ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის...

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს
access_time2020-05-27 18:09:22
„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაშ ყურადღება...

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-05-27 19:30:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ...


მსგავსი სიახლეები

up