„მიმდინარე წლიდან კონდენცირების სისტემას უკვე დავამატებთ მაცივრებს, ჩასაშენებელ ტექნიკას და ჭურჭლის სარეცხ მანქანებს“

„მიმდინარე წლიდან კონდენცირების სისტემას უკვე დავამატებთ მაცივრებს, ჩასაშენებელ ტექნიკას და ჭურჭლის სარეცხ მანქანებს“

access_time2020-01-04 10:00:34

2019 წელი შეაჯამა და მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა რადიო „კომერსანტის“ ეთერში შპს „ემტექნიკსი“  ბრენდი მიდეას ექსკლუზიური დისტრიბუტორის გენერალურმა მენეჯერმა ირინა გრძელიძემ.


„2019 წელი სირთულებიით იყო სავსე, თუმცა წარმატება სირთულის გარეშე არ არსებობს. ჩვენი კომპანიისთვის 2019 წელი  საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, იმიტომ რომ  „მიდეას“ ბრენდს კონდიცირების სისტემაში პირველ ადგილი უჭირავს, როგორც სსაქართველოს ბაზარზე, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია წარდგენილ იქნა ჩვენი ბრენდის მსოფლიო დილერების წლიურ შეხვედრაზე ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიად და საკმაოდ სოლიდური ჯილდო მივიღეთ, რომლის მეშვეობითაც 2020 წლისთვის საკმაოდ დიდი გეგმები დავსახეთ“, - აცხადებს ირინა გრძელიძე.


მისივე თქმით, „მიდეას“ ბრენდი საქართველოს ბაზარზე 15 წელია ძირითადად კონდენცირების სისტემებით არის წარმოდგენილი, თუმცა, 2016 წლიდან უკვე სარეცხი მანქანების მიმართულებით დაიწყეს მუშაობა.



„დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე სარეცხი მანქანების მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. გამომდინარე იქედან, რომ „მიდეას“ ბრენდი საშუალო სეგმენტზე არის გათვლილი, საკმაოდ  ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ბრენდია ყველასთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ განვადებების საკითხი ძალიან რთულად გადაიტანა საქართველოს მოსახლეობამ, განსაკუთრებით საშუალო ფენამ, მათთვის უფრო საინტერესო გახდა ჩვენი ბრენდი, ვინაიდან ყოველთვის ხელმისაწვდომია. მიმდინარე წლიდან ჩვენ უკვე დავამატებთ მაცივრებს, ჩასაშენებელ ტექნიკას, ასევე ჭურჭლის სარეცხ მანქანებსაც - ეს არის ჩვენი ძირითადი გეგმები 2020 წლისთვის. ასევე ძალიან კარგი კონდენციონერების ხაზი გვექნება, რომელიც პრემიუმკლასისთვის იქნება განკუთვნილი. 2020 წელს ასევე გავანებივრებთ ჩვენს მომხმარებელს მრავალი ფასდაკლების აქციით. გარდა ამისა, დიდი იმედი გვაქვს რომ პოლიტიკური და ეკონომიკური განწყობაც ქვეყანაში დადებითი იქნება“, - აცხადებს ირინა გრძელიძე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up