„მომავალი წელი საარჩევნო წელია და ბიზნესის განვითარება ბუნებრივად შენელდება“

„მომავალი წელი საარჩევნო წელია და ბიზნესის განვითარება ბუნებრივად შენელდება“

access_time2019-11-15 12:30:06

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძე ბიზნეს გარემოს მთავარი გამოწვევებზე ისაუბრა. „ჩვენ ვართ მცირედ დოლარიზებული ეკონომიკა და ვართ დამოკიდებული ლარის კურსზე. ლარის კურსის ცვლილების ადაპტირება ფასში ვერ ხდება, დროში ჭიანურდება  ეს პროცესი და კომპანიები ზარალდებიან, ისინი ვერ ახდენენ კურსის ზუსტ ფასში ასახვას და იმ ზარალის კომპენსირებას რაც აქვთ. დევალვაციის მიზეზი იყო საგარეო შოკი, თუმცა სხვა ფაქტორებმაც გაამწვავა ეს პროცესი, მათ შორის რეგულატორის მხრიდან დაშვებულმა შეცდომებმა“.


როგორც ვეფხვაძე აცხადებს, ყველა რეგულაცია  პროდუქტის თვითღირებულებაზე ნეგატიურად აისახება. მისი განმარტებითმ ახალმა რეგულაციებმა სამშენებლო ბიზნესს, საცალო გაყიდვებს დაარტყა. კონკრეტულ სექტორებსა და სეგმენტებზე დაეცა ეკონომიკური აქტივობა. მაგალითად, თუ შეგვეძლო,რომ დაგვესაქმებინა 100 ადამიანი, დავასაქმეთ მხოლოდ 40. როგორც ვეფხვაძე განმარტავს, მიზანი ამ რეგულაციების სწორია, თუმცა, ჩვენ უფრო ფრთხილი და დროში გაწერილი ნაბიჯები გვჭირდება. „ნაკლები მყისიერი გადაწყვეტილებები უნდა გვქონდეს,“- აღნიშნავს ლევან ვეფხვაძე. მისი თქმით, რეგულაციების არასწორი ფორმით შემოღებისა და ლარის კურსის გაუფასურების გამო ინვესტორების ნაწილმა ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისგან თავი შეიკავა. 



„მომავალი წელი ამ თვალსაზრისით, კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვინაიდან საარჩევნო წელია და ბიზნესის განვითარება ბუნებრივად შენელდება.


„თუმცა შეგვიძლია სხვადასხვა სქემები შევიმუშავოთ. მაგალითად, ხუდონ ჰესი მივცეთ ინვესტორს,რომელიც ხუთი ათასზე მეტ კაცს დაასაქმებს, ეკონომიკის გაზრდით ჩვენ მოვემსახურებით საერთაშორისო იაფ ვალებს. ასეთი ტიპის სქემები უნდა მოვიფიქროთ, ამ ყველაფერს სჭირდება სტაბილური გარემო და პასუხისმგებელი ადამიანი,რომელიც მოიფიქრებს ამგვარ სქემებს და არ ექნება იმის განცდა,რომ ერთ თვეში აღარ იქნება თანამდებობაზე, „ - ამბობს ლევან ვეფხვაძე.


ნათია კეკენაძე





საქსტატი - 2019 წელს საქონლით ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 0.8%-ით შემცირდა

საქსტატი - 2019 წელს საქონლით ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 0.8%-ით შემცირდა
access_time2020-01-20 12:07:34
„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. ამავე...

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები
access_time2020-01-20 11:30:36
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს და მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები. ამის შესახებ დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის სტრუქტურულ რეფორმაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ფონდს დღეს უკვე სხვა გამოწვევები და ამოცანები აქვს, ამიტომ აუცილებელია სტრუქტურული რეფორმა სწრაფად განხორციელდეს. ამასთან, დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოები არ უნდა...

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე
access_time2020-01-19 21:00:10
  რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ  მათ სურთ ფინანსური დამოუკიდებლობა.   თუ გავითვალისწინებთ, რომ პრინცმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ტიტულზე, ამ პროცესს აქვს ორი მხარე   - ერთია, რომ უკვე ყოფილ პრინცს მკვეთრად შეუმცირდება დაფინანსება ოჯახიდან, მეორე კი - ამჟამად მას უკვე აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება.   რას აირჩევენ ჰარი და...

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...


მსგავსი სიახლეები

up