მომავალი თაობის მუზეუმი - ინოვაციური პროექტი რიყეზე, რომელიც საქართველოს ისტორიას გააცოცხლებს

მომავალი თაობის მუზეუმი - ინოვაციური პროექტი რიყეზე, რომელიც საქართველოს ისტორიას გააცოცხლებს

access_time2020-05-04 17:00:36

თბილისის უძველეს უბანში, საქართველოს ისტორიის გაცოცხლება იგეგმება. „მომავალი თაობის მუზეუმი“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც მიზნად რიყის ტერიტორიაზე ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის საფუძველზე ინტერაქტიული, მაღალტექნოლოგიური მუზეუმი მოწყობას ისახავს. საგანმანათლებლო-შემეცნებითი კომპლექსის პროექტი კომპანია „NG-MAP“- მა მოამზადა.

 

როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, კომპლექსი მოიცავს საგამოფენო ექსპოზიციას ფუნქციონალური შესაძლებლობების ფართო სპექტრითა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით:

 

  • სატრანსპორტო სისტემა დამთვალიერებლებისთვის
  • სამ და ოთხგანზომილებიანი ვიდეო ინსტალაციების გადამცემი აუდიო და ვიდეო სისტემები
  • მნახველებში შთაბეჭდილებების გაძლიერების მიზნით სპეცეფექტების შესაქმნელი მოწყობილობა

 



ერთმანეთის მიყოლებით განლაგებულ დარბაზებში დამთვალიერებლების გადაადგილება მოხდება სპეციალურად მოწყობილი სატრანსპორტო საშუალებებით.

 



მომზადებულ პროექტში ვკითხულობთ, რომ მუზეუმის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია რიყის მიმდებარე ტერიტორია, პარკისა და მტკვრის სანაპირო ზოლი, მეტეხის ხიდიდან, მშვიდობის ხიდის ქვეშ მიმდებარე ტერიტორია.

 



იდეის ავტორის თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს კულტურისა და ტურიზმის განვითარებას. მუზეუმი აღჭურვილი იქნება ახალი თაობის ტექნოლოგიებით (აუდიო, ვიდეო, ტრანსპორტი) და უზრუნველყოფს სტუმრების  კომფორტულ გადაადგილებას, თბილისის ისტორიულ ნაწილში.

 






მათი ინფორმაციით, პროექტის სოციალური ამოცანაა საგანმანათლებლო-შემეცნებითი კომპლექსის შექმნა, რომელსაც ექნება სასწავლო და დასასვენებელი ცენტრის ფუნქცია. „მომავალი თაობის მუზეუმი“  საშუალებას იძლევა, თანამედროვე საინტერესო ინტერაქტიური ფორმით მოახდინოს თბილისისა და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაცია. მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული პროექტი ქალაქის მცხოვრებლებისათვის და პირველ რიგში, ბავშვების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის, მშობლიური ქალაქის ისტორიასთან ზიარების საუკეთესო საშუალებაა.


 



 

მომზადებულ პროექტში ვკითხულობთ, რომ დიდი ქალაქების ისტორიულ ცენტრებში არსებობს ისეთი ატრაქციონებისა და გასართობი პარკების შექმნის ობიექტური მოთხოვნილება, რომლებიც ქალაქის ისტორიას უკავშირდება.

 

იდეის ავტორი წერს, რომ მრავალფუნქციური კომპლექსი ქალაქის ეკონომიკაში 50 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციას მოიზიდავს, შეიქმნება 60 ახალი მუდმივი სამუშაო ადგილი, 10 წლის განმავლობაში კი ბიუჯეტში 20 მლნ. დოლარზე მეტი საგადასახადო შემოსავალი შევა. ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობა 10%- ით გაიზრდება.

 



აღსანიშნავია, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა 2018 წლის 23 ოქტომბერს შემოსული განცხადება, რომელიც შეეხებოდა რიყის ტერიტორიის გარკვეულ ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარების კონცეფციის წინასწარი შეთანხმების საკითხს.

 

კომპანიამ „NG-MAP“- მა თბილისის არქიტექტურის სამსახურს პროექტის ესკიზის განხილვის მოთხოვნით 2018 წელს მიმართა. როგორ „კომერსანტს“ არქიტექტურის სამსახურში განუცხადეს მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარების კონცეფციის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ განიხილა, რომლის დასკვნის საფუძველზეც, კონცეფციას დადებითი შეფასება მიეცა იმ პირობით, რომ პროექტის დამუშავებისას გათვალისწინებული იქნებოდა საბჭოს წევრების რეკომენდაციები. მათივე ინფორმაციით ამ დროისთვის დამკვეთს არქიტექტურული პროექტის შესათანხმებლად  არქიტექტურის სამსახურისთვის არ მიუმართავს.

 



როგორც პროექტით ირკვევა, იდეის ავტორი დაინტერესებულ კომპანიას ეძებს, ვინც ახალი თაობის მუზეუმის იდეას განახორციელებს. მომზადებულ პროექტში ვკითხულობთ, რომ ინვესტორი განხორციელებულ ინვესტიციას უკან 10 წლის შემდეგ დაიბრუნებს. მათივე ინფორმაციით, მომავალი თაობის მუზეუმის ანალოგები გამოყენებულია აშშ, ევროკავშირის ქვეყნებში და ჰონკონგში.



„კომერსანტი“ დაინტერესდა რა ეტაპზეა საგანმანათლებლო-შემეცნებითი კომპლექსის პროექტი დღეს,  მოახერხა თუ არა იდეის ავტორებმა ინვესტორების დაინტერესებმა და აპირებენ თუ არა უახლოეს მომავალში არქიტექტურული პროექტის შესათანხმებას. ამ და სხვა კითხვებით NG-MAP“-ის დირექტორს მივმართეთ და დამატებით დეტალებს  უახლოეს მომავალში გაგაცნობთ.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up