მომავალ წელს ტურისტი სრულიად განსხვავებულ და განახლებულ აბასთუმანში ჩავა

მომავალ წელს ტურისტი სრულიად განსხვავებულ და განახლებულ აბასთუმანში ჩავა

access_time2019-06-14 20:00:17

გასულ წელს ბიძინა ივანიშვილმა  აბასთუმანის განახლება დაანონსა. მაშინ ითქვა, რომ  საკურორტო დაბა გახდებოდა პირველი ქალაქი სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხოლოდ ეკოტრანსპორტი იმოძრავებდა და  მალე აბასთუმანი  საქართველოს ახალი სავიზიტო ბარათი გახდებოდა.  აბასთუმანში ჩასულმა ქართული ოცნების ლიდერმა ისიც დააკონკრეტა, რომ ეს  მასშტაბური და ამბიციური პროექტი პირადად მას ეკუთვნოდა და ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდებოდა.


რა ხდება დღეს აბასთუმანში, როგორ ხვდება ზაფხულის საკურორტო სეზონს და  როდის გახდება კურორტი საქართველოს სავიზიტო ბარათი?


ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის,  არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე განმარტავს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს სასმელი წყლის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია. ხდება შიდა დაქსელვის სამუშოებზე პროექტირებაც.


„კეთდება ახალი მაგისტრალური სისტემა, ასევე კეთდება წყანალირინების სამუშაოებიც. ეს არის რამდენიმე ათეულობით მილიონობით ლარის ღირებულების პროექტები. შესაბამისად, პროექტის დასრულება წელს ვერ მოესწრება,“-აცხადებს სხირტლაძე.


მისივე ინფორმაციით, კურორტზე მიმდინარეობს საბაგიროს და ობსერვატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის, ტელესკოპის შენობის. მიმდინარეობს ახალი სპა სასტუმროების მშენებლობაც. როგორც სხირტლაძე განმარტავს, აბასთუმანში მიმდინარეობს  საპარკინგე ადგილების მოწყობაც. დასრულების ფაზაშია გენერალური  მიწათსარგებლობის გეგმა, რომელიც უახლოს მომავალში  დასამტკიცებლად ადიგენის საკრებულოს წარედგინება.


„წელს ვერ მოესწრება, მაგრამ მომავალ წელს  სულ სხვა აბასთუმანი მიიღებს ტურისტებს. დაბა დაემსაგვსება ძველს, თუმცა, მოეწყობა თანამედროვე ინფრასტრუქტურა,“-აღნიშნავს სხირტლაძე.



ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი  ზურაბ ბეთხოშვილი  „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ აბასთუმანის 90% კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია, შედეგად, მიმდინარეობს ძველი ფასადების განახლება და აღდგენა.

 

მისი ინფორმაციით, მიუხედავად სამუშაოებისა, ტურისტების რიცხვი  აბასთუმანში ისევე როგორც წინა წლებში, საკმაოდ დიდი რაოდენობისაა.


„შეძლებისდაგვარად განვითარებულია საოჯახო სასტუმროები, თუმცა, დამსვენებლების უდიდეს ნაწილს გამვლელი ტურისტები წარმოადგენენ,“ აღნიშნავს ბეთხოშვილი.


კითხვაზე, რას სთავაზობს წელს აბათუმანი დამსვენებლებს ისეთს, რომელიც გასულ წელს არ იყო, ბეთხოშვილი განმარტავს, რომ ახალი და მნიშვნელოვანი დაბას არ დამატებია, თუმცა, სამომავლოდ შენდება სასტუმრო „პარაგრაფი“  და კიდევ ბევრი გასართობი-ინფრასტრუქტურული პროექტი იგეგმება.


საოჯახო სასტუმრო „აბასთუმანი რეზიდენსის“  დამფუძნებელი    დიმიტრი გოგილაშვილი განმარტავს, რომ საკურორტო სეზონი აბასთუმანში მაისში დაიწყო და აქტიურად გრძელდება. მისი განმარტებით, წელს დაბაში უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტია და მათი 95%-ი ქართველებს წარმოადგენენ.


გოგილაშვილის ინფორმაციით, წინა წლებისგან განსხვავებით კურორტზე გააქტიურებულია ინფრასტრუქტურული სამუშოები.


„მართალია ეს ყველაფერი წელს ვერ მოესწრება, მაგრამ მომდევნო წლებში ტურისტების კიდევ უფრო გაზრდის საფუძველი აუცილებლად გახდება,“ აცხადებს გოგილაშვილი.


დაბა აბასთუმანი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამთობალნეოლოგიური კურორტია და ის  აჭარა-იმერეთის უღელტეხილის ერთ-ერთ ნაწილში მდებარეობს.

 

სოფო ქსოვრელი 





ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა
access_time2021-04-11 20:00:56
უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში დაბადებულმა ვალენტინ ფრეჩკამ ჩამოცვენილი ფოთლების გადამუშავების და მათგან ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჯერ კიდევ სკოლაში მოიფიქრა.დღეს მის მიერ დაარსებული სტარტაპი ხარკოვში და რივნოში ამ უჩვეულო მასალიდან ქაღალდის პაკეტებს აწარმოებს, რომლებიც 8 კგ. -ს წონას უძლებენ.კომპანიაში 7 ტონა ფოთლები გადაამუშავეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - ასეთი ქაღალდისგან კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება -...

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?
access_time2021-04-11 18:00:37
ადრე იყო ერთი მონადირის ისტორია ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც მაიმუნი მოკლა. შესაძლოა, მან ცხოველთან ბრძოლის დროს დაზიანება მიიღო, ან მაიმუნის სისხლის მის ორგანიზმში ხორცის დამუშავების დროს მოხვდა. ეს ზუსტად არავინ იცის.ასე იყო თუ ისე, ცხოველის ფიზიოლოგიურ სითხესთან ერთად მის ორგანიზმში ვირუსმა შეაღწია. ეს ისტორიული მოვლენა დაახლოებთ 100 წლის წინ მოხდა, და სრულიად შეუმჩნევლად ჩაირა, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ ამან უამრავი ადამიანის...

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია
access_time2021-04-11 18:06:12
“კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა ?” — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.“● პირველი ტალღა გვქონდა● მეორე ტალღაც გვქონდა ● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო ● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა. ● ერთი ლოქდაუნი გვქონდა● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა ● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია ● უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ...

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...


მსგავსი სიახლეები

up