„მომავალ წელს შესაძლოა, ცხოვრება კიდევ უფრო გაგვიძვირდეს“ - 2018 წლის ეკონომიკური პროგნოზი საქართველოში

„მომავალ წელს შესაძლოა, ცხოვრება კიდევ უფრო გაგვიძვირდეს“ - 2018 წლის ეკონომიკური პროგნოზი საქართველოში

access_time2017-12-16 16:00:00

2017 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკის ზრდის ტემპმა მიმდინარე წელს 5,7% შეადგინა, ინფლაციის დონე კი ნოემბრის თვის მონაცემებით  6,9% გახდა. ინფლაციის დონეზე გავლენა სურსათზე, უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელებზე, თამბაქოზე, ტრანსპორტსა და ჯანმრთელობის დაცვაზე გაზრდილმა ფასებმა მოახდინა. გარდა ამისა, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ლარი დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა, რაც ავტომატურად საწვავის ფასებზეც აისახა, მოქალაქეებს გაუძვირდათ სასესხო ვალდებულებებიც.

 

როგორი იქნება მომავალი წელი საქართველოს ეკონომიკაში და გაუძვირდებათ თუ არა მოქალაქეებს ცხოვრება, ამ და სხვა პროგნოზებზე ეკონომისტები საუბრობენ.

 

1. ფასების ზრდა

 

ეკონომისტ აკაკი ცომაიას ვარაუდით, მომავალ წელს შესაძლოა, ცხოვრება კიდევ უფრო გაგვიძვირდეს, რადგან ვალუტის გაცვლითი კურსისა თუ ენერგომატარებლების ფასების გათვალისწინებით, არსებობს მოლოდინი, რომ სამომხმარებლო პროდუქტების ტარიფები გაიზარდოს, - როდესაც ენერგომატარებლებზე ფასები იზრდება, ძვირდება წარმოებისა და მომსახურების ხარჯები, შესაბამისად, საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაძვირდება, - განმარტავს ის.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი კეპულაძის ვარაუდით კი მომავალ წელს ინფლაცია შემცირდება, რადგან აქციზის ღირებულება არც საწვავზე გაიზრდება და ჯერჯერობით არც თამბაქოზე, შესაბამისად, მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის ამოწურული იქნება გამომწვევი მიზეზები ამოწურული იქნება და როგორც ეროვნული ბანკი ვარაუდობს, მომავალ წელს ინფლაცია დაახლოებით 3% იქნება, შესაბამისად, წლევანდელ წელთან შედარებით, ფასების ზრდის მიმართულებით, უარესი არ უნდა იყოს, თუმცა ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე.

 

2. ეკონომიკური ზრდა

 

ეკონომისტ აკაკი ცომაიას განმარტებით, წელს არსებული ეკონომიკის ზრდის ტემპი (ოქტომბრის თვის მონაცემებით 5,7%) არ გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ძვრები მოხდება, - თუ ფასების ზრდის ტემპს გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი წლევანდელთან შედარებით დაბალი იქნება, ამდენად, მე განვითარების პერსპექტივას ჯერჯერობით ვერ ვხედავ, - განმარტავს ეკონომისტი.

 

მომავალ წელს ინფლაციის მაჩვენებლის პროგნოზირება, ეკონომისტ ვატო ლეჟავას თქმით, შესაძლებელი არ არის, თუმცა ის საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით ვარაუდებს გამოთქვამს, - ვფიქრობ, 2018 წელს ეკონომიკური ზრდა 3-4%-ს შორის იქნება ანუ უფრო ნაკლები, ვიდრე წელს. ნაწილობრივ წლევანდელი ზრდის ტენდენცია განპირობებული იყო იმით, რომ წინა წელს ერთი საპარლამენტო ციკლი დასრულდა, ახალი საპარლამენტო ციკლი დაიწყო და ეს ბიზნესის განწყობაზე ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს, მაგრამ ნელ-ნელა აღნიშნული ეფექტი იკარგება. ასევე წელს აზერბაიჯანის გამოკლებით რეგიონში კარგი ეკონომიკური ზრდა იყო და ჩვენზე ამანაც იმოქმედა, მაგალითად, წელს სომხეთის ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა, თუმცა ეს ეფექტი მომავალ წელს დაიკარგება, - განმარტავს ის.

 


ეკონომისტის შეფასებით, 3-4%-იანი ეკონომიკური ზრდა საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის, რადგან ჩვენი ამოცანა იმაზე სწრაფად ზრდა უნდა იყოს, ვიდრე ამას მსოფლიო ეკონომიკა აკეთებს, - მაგალითად, აშშ-ში წელს ლამის 3%, ხოლო ევროზონაში 5%-ზე მეტი იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ამ პირობებში ჩვენ უნდა გვქონდეს 6%, რათა მიიჩნეოდეს, რომ კარგად ვიზრდებით, - აღნიშნავს ვატო ლეჟავა.


მისივე თქმით, ახალი წლისა და შობის დღეებში ვალუტის კურსის პროგნოზირება რთულია, განსაკუთრებით, ამის გაკეთება სამომავლოდაა შეუძლებელი, რადგან კურსი დამოკიდებული იქნება ყველა მოთამაშეზე.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი კეპულაძის პროგნოზი კი განსხვავებულია. მისი თქმით, საქართველო ეკონომიკურად მყიფე ქვეყანაა, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის პროგნოზირება რთულია, თუმცა წლევანდელი ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალია, ვიდრე ამას პროგნოზირებდნენ, - კარგი იქნება, თუ მთავრობა იმ ფინანსებს, რასაც ის განკარგავს, უფრო სწორად მიმართავს, სწორ პროექტებზე და სამინისტროების რაოდენობის შემცირებასთან ერთად შემცირდება ის ხარჯი, რაც ამ სამინისტროებს ჰქონდათ და ამ ფინანსებს გამოიყენებს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების მიმართულებით, რაც შემდგომში მოსახლეობაზე უნდა აისახოს, - განმარტავს ის.

 

გიორგი კეპულაძის თქმით, ეკონომიკური ზრდა სწრაფადვე მოსახლეობის კეთილდღეობაზე შეიძლება, სწრაფად არ აისახოს და ხშირ შემთხვევაში ფასების ზრდაც უფრო რთულად აღქმადია, ვიდრე ის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ვებგვერდზე ჩანს.

 

3. ონლაინ სესხების გამცემი და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები

 

მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების ნაწილის მხრიდან საკმაოდ მწვავედ აღიქმებოდა ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ მაღალი წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამო მოქალაქეების მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდნა, რასაც ხელისუფლებამ რეგულაციით უპასუხა, კერძოდ, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-ზე მეტი არ შეიძლება იყოს, შედეგად კი გიორგი კეპულაძის თქმით ინტერნეტ გამსესხებლების რაოდენობა შემცირდა, - 2017 წელს ონლაინ სესხების გამცემი 24 კომპანია გაკოტრდა ან ბაზრიდან გავიდა. ჩემი ინფორმაციით, კრედიტ ინფოს კლიენტი თუ 2016 წელს 41 ონლაინ გამსესხებელი იყო, 2017 წელს მათი რაოდენობა 17-მდე შემცირდა.

 

როგორც საზოგადოება და ბანკების გამგეობის თავმჯდომარე აღნიშნავს, 2018 წელს ინტერნეტგამსესხებლების რაოდენობის კუთხით განსაკუთრებული ზრდა მოსალოდნელი არ არის.

 

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, გიორგი კეპულაძის თქმით, ბოლო წლებია, მათი რაოდენობა საკმაოდ მზარდია, თუმცა მისივე შეფასებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ძალიან დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ლომბარდია, – ისინი ამ მომსახურების ფარგლებს ვერ სცდებიან, უბრალოდ რეგისტრირებული არიან, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. მიუხედავად ამისა, არის რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომლებიც საკმაოდ წარმატებით მუშაობენ და რამდენიმე მათგანი ბანკიც კი გახდა. მიუხედავად ამისა, საბანკო სექტორში ყოფილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები განსაკუთრებულ ამინდს ვერ ქმნიან, ეს ნიშა ჯერჯერობით არსებობს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კუთხით შესაძლებელია, დაკრედიტება გაიზარდოს, შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, მათი პორტფელი მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს - განმარტავს გიორგი კეპულაძე.

 

4. ექსპორტი და ჩინეთის ბაზარი

 

მომავალი წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა საქართველოსთვის ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების რატიფიცირებაა, რომლის შედეგადაც საქართველოს 1,4 მილიარდიანი ჩინური ბაზარი გაეხსნება.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების ამოქმედებისთანავე პროდუქციის 90%-ზე საიმპორტო ტარიფი არ იმოქმედებს. ამასთან, შეთანხმების ძალაში შესვლიდან 4-წლიანი გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდგომ იმპორტის ტარიფი დამატებით კიდევ 4%-ზე გაუმქდება. ჯამში საქართველოდან ჩინეთში სასაქონლო პოზიციების 94% გადაადგილება ნულოვანი საიმპორტო ტარიფის განაკვეთით მოხდება.

 

რას მოუტანს საქართველოს ჩინეთის ბაზარი და რა ტიპის ქართული წარმოების პროდუქციით დაინტერესდება ჩინეთი?

 

გიორგი კეპულაძის შეფასებით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება იმ მხრივაა მნიშვნელოვანი, რომ ის თვითონ ჩინეთს არ აქვს ევროკავშირთან, საქართველოს კი ორივე მათგანთან ექნება, - არსებობს იმის საკმაოდ დიდი პოტენციალი, რომ ჩინური ინვესტიცია საქართველოში ჩავდოთ, გაიხსნას საწარმოები, რომლებიც შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის დამატებითი გადასახადების გარეშე, შეღავათიან საგადასახადო რეჟიმში შეტანას მოახერხებენ. ალბათ, ამ პოტენციალის ათვისებას ნელ-ნელა დავიწყებთ და შემდეგ წლებში თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის პოზიტიური მხარეები უფრო გამოჩნდება.


ბიზნესპრესნიუსი




Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება გრძელდება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება  გრძელდება
access_time2019-06-27 12:23:14
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის 1 აშშ დოლარი 2.8603 ლარად ივაჭრებოდა. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს, 2.8470 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2356 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა უფასურდება. მეტიც, ორი დღეა ლარი გაუფასურების...

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი
access_time2019-06-27 11:50:53
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებასთანდ აკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციას „კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების...

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს 1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს  1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“
access_time2019-06-27 10:00:54
„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ წლის ბოლომდე საქართველოში ტურისტული მიზნებით 1.7 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მილიარდი ლარი იქნებოდა. ბუნებრივია, დღეს ჩვენ ვდგავართ გამოწვევის წინაშე. ჩვენი როლი და ფუნქცია არის ის, რომ შევასუსტოთ ეს დარტყმა და დანაკარგი.“ რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი...

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში
access_time2019-06-26 18:30:58
რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა, ვინც გეგმავდა ამ ზაფხულს საქართველოში ჩასვლას, არ აუქმებს შეკვეთილ ტურებს - იუწყება რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია. „ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, შექმნილი სიტუაცია არაა კრიტიკული. ტურების გაუქმების მაჩვენებელი მინიმალურია,“ - განაცხადეს ასოციაციაში. როგორც აღმოჩნდა, რუს ტურისტებს არ აშინებთ საავიაციო მიმოსვლის აკრძალვის - ასოციაციის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში წამსვლელები ჯავშნიან ბილეთებს...

ლაშა პაპაშვილი:„რუსული ტურისტული ემბარგო ძირითადად მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს დაარტყამს“

ლაშა პაპაშვილი:„რუსული ტურისტული ემბარგო ძირითადად მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს დაარტყამს“
access_time2019-06-27 11:00:18
„რუსული ტურისტული ემბარგო ძირითადად მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს დაარტყამს,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, რუსეთმა პირდაპირი ავიარეისები კი აკრძალა, მაგრამ ვისაც საქართველოში ჩამოსვლა უნდა, ჩამოვა. „ რუსებმა ტრანზიტული ქვეყნებიდან საქართველოში 6-7 წელი იფრინეს....


მსგავსი სიახლეები

up