მომავალ კვირას რუსული გაზის იმპორტზე შესაძლოა, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს

მომავალ კვირას რუსული გაზის იმპორტზე შესაძლოა, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს

access_time2019-02-23 15:25:48

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის სექტორში მთელ რიგ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად მიმართა. 

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ BM.GE-ს განუცხადა, პარლამენტში მომავალ კვირას სავარაუდოდ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა მივა და ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მას დეპუტატების კითხვების მოსმენა მოუწევს, საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომ-ექსპორტს“ შორის რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობებია. 

„გაზპრომთან“ დაკავშირებით, უკვე რამდენი ხანია, შეკითხვები ტრიალებს და მე მგონი, სჯობს, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ და რაც სათქმელია, ითქვას. თუ არის მიზეზი, რის გამოც, რაიმეს თქმა არ არის კანონიერების ფარგლებში, ესაც მკაფიოდ განისაზღვროს და გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს „გაზპრომის“ თემა“, - განაცხადა კაკულიამ. 

კითხვაზე - იყო თუ არა მისთვის საკმარისი ეკონომიკის მინისტრის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული გაზი საქართველოში ენერგეტიკული სექტორის დივერსიფიკაციისთვის შემოდის, კაკულიამ პასუხად აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც პარლამენტი დამატებით განმარტებებს ითხოვს. 

„დამატებითი შეხვედრა სწორედ იმიტომ მოვითხოვეთ, რომ დეპუტატებს სურვილი, უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ, მათ შორის, ამასთან დაკავშირებით და ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც საკომიტეტო მოსმენა მოხდება“, - განმარტა რომან კაკულიამ. 

გარდა ბუნებრივი გაზის იმპორტის და ბაზრის ლიბერალიზაციისა, კომიტეტის თავმჯდომარეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან სხვა კითხვებიც აქვს. 

„ეს შეხვედრა იქნება მინისტრის საკომიტეტო მოსმენის გაგრძელება, სადაც ერთ-ერთი, რაზეც ყურადღება გამახვილდა, ელექტროენერგიის შემოტანასთან დაკავშირებული თემა იყო, კერძოდ, რამდენ კომპანიას შემოაქვს საქართველოში ელექტროენერგია და როგორ ფორმირდება გადასახადი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა იხდის; მოგების კოეფიციენტი როგორი იყო ბოლო წლის განმავლობაში და ამ მოგების დათვლა რა პრინციპით ხდება. ასევე იყო საკითხი ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით - გაუძვირდება თუ არა მათი მოსაზრებით იმ სუბიექტებს, რომლებიც საკუთარ ბინას კომერციული მიზნით აქირავებენ და საშემოსავლოს იხდიან? გარდა ამისა, „ენგურჰესთან“ დაკავშირებით იყო საკითხები - სპეციალური სადგური უნდა აშენებულიყო, რომლის მიხედვითაც წყლის მიწოდების ალტერნატიული სისტემა იყო, რაც შეჩერდა და რატომ შეჩერდა?“, - კითხულობს დეპუტატი და აცხადებს, რომ ამ თემებს დაგეგმილ საკომიტეტო მოსმენაზე დააზუსტებს.


BM



თეგები:
გაზი



ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა

ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა
access_time2019-03-19 13:00:33
„სახელმწიფო სახელმწიფოში“ - ასე შეიძლება აღვწეროთ მთავრობის ის ნაწილი, რომელიც ყველა სხვა შტოსთან შედარებით დღეს ყველაზე ნაკლები საკანონმდებლო და საპარლამენტო კონტროლის ქვეშ არის მოქცეული, საუბარია ასობით სახელმწიფო კომპანიაზე, რომელთა ბრუნვაც 2017 წლის მდგომარეობით 3 მილიარდ ლარზე მეტია, ხოლო მათში დასაქმებული ადამიანების მთლიანი რაოდენობა 61 ათასს აღემატება.”  Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე საავტორო...

„ქეი ბი ფი თბილისმა“ წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გაიხსნის ვალდებულების გადავადება მოითხოვა - ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტება „კომერსანტს„

„ქეი ბი ფი თბილისმა“ წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“  გაიხსნის ვალდებულების გადავადება მოითხოვა - ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტება „კომერსანტს„
access_time2019-03-19 12:00:48
წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გახსნა  გადაიდო - ამის შესახებ „კომერსანტს“  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, პროექტის ინვესტორმა კომპანია შპს „ქეი ბი ფი თბილისმა“ 2018 წლის აგვისტოში განცხადებით მიმართა სააგენტოს, სადაც ითხოვდა 2015 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის, კერძოდ კი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის მქონე არანაკლებ 100 -ნომრიანი სასტუმროს 3 წლის ვადაში აშენების ვალდებულების, 2021 წლის...

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია
access_time2019-03-19 10:00:33
2019 წელს მოსახლეობას ახალი საზრუნავი გაუჩნდა - ადამიანები ფიქრობენ როგორ ჩაანაცვლონ ძვირადღირებული სიგარეტი შედარებით იაფიანი ალტერნატივით. ახალი ფასები, რომელიც პირველ რიგში თამბაქოს მომხმარებლების ჯიბეზე აისახება, აქციზის მატებამ გამოიწვია. მმართველი გუნდის მტკიცებით, გადაწყვეტილება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული.   ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ თამბაქოს გაძვირება...

„თუ სებ-მა რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანა გადავა დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე„

„თუ სებ-მა რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანა გადავა დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე„
access_time2019-03-19 09:00:03
თუ ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა თავის სიმტკიცე და რეაგირება არ მოახდინა სარეგულაციო პაკეტის ნეგატიურ გავლენებზე, ქვეყნის ეკონომიკა გადავა ახალ სისტემაზე, რაც დაბალ ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს, — ამის შესახებ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა დავით კიკვიძემ განაცხადა.  “კომერსანტმა კიკვიძეს GBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასება სთხოვა, რომლის თანახმად 2019 წლის თებერვალი ზარალით დაასრულა 15-დან 4-მა ბანკმა. როცა...

საქართველოს ეკონომიკა ჭაობშია - ჯაფარას ინტერვიუ „კომერსანტზე“

საქართველოს ეკონომიკა ჭაობშია - ჯაფარას ინტერვიუ „კომერსანტზე“
access_time2019-03-18 21:30:35
სალომე ლემონჯავას რუბრიკის „დე-მონტაჟი“ პირველი სტუმარი პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძეა. რუბრიკის პირველ შეკითხვაზე - როგორ მოგმართოთ ბატონო ზურაბ, ზურაბ-გირჩი თუ ჯაფარა, რესპოდენტმა არჩევანი ბოლო...


მსგავსი სიახლეები

up