მოლოდინის მიუხედავად რძეზე და რძის პროდუქტებზე ფასი არ გაზრდილა -  მიხეილ ჭიჭაყუა

მოლოდინის მიუხედავად რძეზე და რძის პროდუქტებზე ფასი არ გაზრდილა - მიხეილ ჭიჭაყუა

access_time2022-08-11 11:00:57

„გამომდინარე იქიდან, რომ კომუნალური გადასახადები გაძვირდა რძეზე და რძის პროდუქტებზე ფასის ზრდა მოსალოდნელი იყო, თუმცა არ გაძვირებულა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ ჭიჭაყუამ განუცხადა. მისი თქმით, ერთი ლიტრი ჩასაბარებელი რძის ფასი დღეს 1.30 ლარიდან, 2 ლარამდე მერყეობს, ზოგ რეგიონში ცოტა მეტიც არის.


„დღეს რძის წარმოების 95 - 96%  საოჯახო მეურნეობებზე მოდის, ხოლო 5% სამრეწველოზე. ინდუსტრიული ფერმები ძირითადად რძის გადამამუშავებელ ქარხნებს ამარაგებენ. მოსახლეობის წარმოებული ყველი და  რძე გადანაწილებულია საკურორტო ზონებზე, ამიტომ აქ  გასაყიდი ფასები შედარებით მაღალია. აღმოსავლეთ საქართველოში რძის ფასმა სტაბილურობა შეინარჩუნა და მატება არ ჰქონია, კახეთის რეგიონში 1 ლიტრი ჩასაბარებელი რძის ფასი 1.30 დან 1.45-მდეა, თუმცა ინდუსტრიული ფერმები უფრო ძვირად 1.60-1.70 ლარად აბარებენ. 


დასავლეთ საქართველოში, სადაც საკურორტო ზონაა 1 ლიტრი ჩასაბარებელი რძის ფასი 1.40-ლარიდან 2  ლარამდე მერყეობს, აქ  საუბარია მცირე ფერმებზე და წვრილ გლეხობაზე და მათ წარმოებულ რძეზე. სამხრეთ საქართველოშიც იგივე ფასია, დაახლოებით 1.30 ლარიდან 1.50 ლარამდე, ზოგ შემთხვევაში 2 ლარამდეც ადის.


ისეთ საკურორტო ზონებში, სადაც გლეხებს უშუალოდ მიუწვდებათ ხელი მყიდველზე  შეიძლება  ერთი ლიტრი  რძე 2.50-3 ლარიც  კი ღირდეს, მაგრამ მაგალითად ბათუმში კონკურენცია დიდია და ჩასაბარებელი ფასი 1.50ლ  ფარგლებშია “, - აღნიშნა მიხეილ ჭიჭაყუამ.


ჭიჭაყუას თქმით, საქართველოში  ფერმერების უმეტესობა  საქონელს  ძირითადად  ზაფხულში აჭმევს თივას, ასეთ  შემთხვევაში ყველის გამოსავლიანობა ნაკლებია, თუმცა ყველზე  ფასი არ გაზრდილა და 1კგ იმერული ყველის ფასი 15 ლარია,  ხოლო  სულგუნის 16-20 ლარი. 


 

ჭიჭაყუამ ასევე აღნიშნა, რომ  აგვისტოს თვიდან  ბალახის ყუათიანობის შემცირებასთან ერთდ მონაწველი რძის რაოდენობა კლებულობს და  თუ ფერმერი მხოლოდ  ბალახზეა  დამოკიდებული იმ რაოდენობის რძეს  ვეღარ  მიღებს. საქონლის  სრულფასოვანი კვების უზრუნველსაყოფად, ფერმერს   ხორბლის ან სხვა მარცვლეულის რაციონში დამატება უწევს. ქვეყანაში არასაკმარისი მარცვლეულის პირობებში, მისი შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდან ხორცილედება, იქ არსებული არასტაბილური გარემო ხშირ შემთხვევაში აძვირებს ფასს. ჭიჭაყუა  ფიქრობს, რომ ამ პირობებიში  ინდუსტრიულ ფერმებს  შესაძლოა ფასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ,  თუმცა მცირ ფერმერებს ეს ცვლილება ნაკლებად ეხებათ.


„საინტერესოა, თუ რა სიტუაცია გვექნება შემოდგომაზე. როგორც აღვნიშნეთ  ინდუსტრიული  ფერმები პირდაპირ  კავშირში არიან საკვების მსოფლიო ფასთან და უწევთ  ისეთ  საკვების შემოტანა,  რომელიც ჩვენთან არ იწარმოება ( სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი).   აქედან  გამომდინარე,  შეიძლება ინდუსტრიული რძის ფასმა მოიმატოს, რაც შეეხება  მოსახლეობაში ფასს, ის  ძირითადად  შენარჩუნდება “ -  აღნიშნა მიხეილ ჭიჭაყუამ.


ჭიჭაყუამ ასევე განმარტა, რომ ახლა ტურისტების ფონზე რძის პროდუქტების გაყიდვა ხდება და ეს პლუსია, შესაბამისად  ეს ფასები შეიძლება მტკივნეული არ იყოს, ხოლო  როდესაც  ტურისტული სეზონი გადაივლის როგორი იქნება მსყიდველუნარიანობა ფერმერის შემოსავალიც ამაზე იქნება დამოკიდებული.


რაც შეეხება  ინდუსტრიულ ფერმებს,  ჭიჭაყუა ამბობს, რომ მათი ფასი  მსოფლიოს  ფასებზეა  მიბმული.  მსოფლიოში კი რძის ფასი მზარდია და დღეის მდგომარეობით ერთი ლიტრი  რძის ჩაბარების  ფასი 50-60 ცენტამდეა გაზრდილი. 


მიხეილ ჭიჭაყუას ინფორმაციით, საქართველოში წლიურად 600-700 მილიონი ლიტრი რძე იწარმოება.

 

 თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up