ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი  მხოლოდ მოლოდინები არ არის, აქ ჩართულია  ინვესტიცვიები, ექსპორტი, გადმორიცხვები სხვა ქვეყნებიდან და ა.შ. - ზვიად ხორგუაშვილი

ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი მხოლოდ მოლოდინები არ არის, აქ ჩართულია ინვესტიცვიები, ექსპორტი, გადმორიცხვები სხვა ქვეყნებიდან და ა.შ. - ზვიად ხორგუაშვილი

access_time2019-06-25 13:30:35

ლარის კურსის ცვლილებაზე შეიძლება გარკვეულ როლს თამაშობდეს მოლოდინები - თუ არის მოლოდინი, რომ საქართველოში ნაკლები დოლარი შემოვა მაგალითად რუსი ტურისტებისგან,  მოსახლეობაც და ფინანსური სექტორიც, შესაბამისად ,ცდილობენ,  რომ უფრო დოლარზე გააკეთონ აქცენტი და არა ლარზე, ანუ ელოდებიან, რომ ლარი გაუფასურდება და ერთერთი მიზეზი შეიძლება ესეც იყოს,  თუმცა ამის დათვლა შეუძლებელია და უბრალოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ.  ასე აფასებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების მაქსიმუმს, რომელიც დღეს დაფიქსირდა. 



დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარმა გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.   Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე დღეს, 13:00 საათზე ერთი დოლარი 2,8350 ლარად ივაჭრებოდა.


გუშინ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7945 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7798 ლარი იყო.




ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გაუფასურება ნაწილობრივ შესაძლოა საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც უკავშირდებოდეს, განსაკუთრებით კი რუსეთის მხრიდან ტურისტების შემოსვლის აკრძალვას. მისი თქმით,  ამ ფაქტორმა შექმნა გარკვეული მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა საქართველოში მომავალში ნაკლები დოლარი შემოვიდეს და დღეს კერძო და საფინანსო სექტორმა მოთხოვნა დოლარზე გაზარდა, რამაც შესაძლოა გაუფასურება გამოიწვია. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში დოლარის ღირებულების ცვლილებაზე კონკრეტული ფაქტოერები არ მოქმედებს და ლარის გამყარება ინვესტიციებთან,  ექსპორტსა და გადარიცხვებთანაა დაკავშირებული.  



“მე თუ ველოდები,  რომ ტელევიზორი გაძვირდება, ამ ტელევიზორს დღეს ვიყიდი და არა მომავალში, ეს ნიშნავს, რომ ამ ტელევიზორზე მოთხოვნა გაიზრდება, მოთხოვნის ზრდა იწვევს ფასების ზრდას. იგივე ხდება დოლარზეც, მე თუ ველოდები, რომ დოლარით უფრო მეტი ლარი მომივა მომავალში,  ახლა ვიყიდი დოლარს და ამ ჩემი ახლა ნაყიდი დოლარით მოთხოვნა გავზარდე , რაც ფასის ზრდას იწვევს. როცა ნაკლები დოლარი შემოდის, ლარზე მოთხოვნა მცირდება და იზრდება სხვა ვალუტაზე მოთხოვნა. ამის ერთერთი მთავარი მიზეზია მოლოდინები, რაც ყოველთვის მოქმედებს.  ვინმე რამე კონკრეტულს თუ დაუკავშირებს  დოლარის ფასის დღევანდელ ისტორიულ მაქსიმუმს, ის უბრალოდ მკითხაობის ტოლფასი იქნება, იმიტომ, რომ ეს მარტო მოლოდინებით არ არის გამოწვეული, აქ არის ჩართული  ინვესტიცვიები, ექსპორტი, გადმორიცხვები სხვა ქვეყნებიდან, ბევრი კრიტერიუმია, რომელიც მოქმედებს კურსზე.“ - აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.




მარიამ მორგოშია




„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up