მოლოდინები ძალიან პოზიტიური და მაღალი გვაქვს -  მედეა ჯანიაშვილი ზაფხულის ტურისტულ სეზონზე

მოლოდინები ძალიან პოზიტიური და მაღალი გვაქვს - მედეა ჯანიაშვილი ზაფხულის ტურისტულ სეზონზე

access_time2021-06-15 16:30:00

დღეიდან ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და აჭარის შავიზღვისპირეთი ტურისტების მოლოდინშია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ მოლოდინები პოზიტიურია და მნიშვნელოვანია ტურისტების მიღება რეგულაციებს სრული დაცვით მოხდეს.


„დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა ზაფხულის ტურისტული სეზონი, მოლოდინები ძალიან პოზიტიური და მაღალი გვაქვს. იქედან გამომდინარე, თუ კი არსებულ ვითარებას დავაკვირდებით იგივე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან მიმართებაში კვირაში 60-მდე რეისი სრულდება და მათ შორის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან პირდაპირი წვდომა აქვს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა უკრაინა, ყაზახეთი, ისრაელი, საუდის არაბეთი. რომელიც იმავდროულად ჩვენს მიზნობრივ ბაზრებს წარმოადგენს. გარდა ამისა ამ ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვეწევით. ასევე მნიშვნელოვანია შიდა ტურისტული ნაკადის წილიც.თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ვართ ძალიან ფრთხილები და თანმიმდევრულები იგივე ეპიდემიოლოგიური ვითარების დადებითობის შენარჩუნების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ სეზონზე ყველამ დაიცვას არსებული რეგულაციები და წესები, რომელიც ქვეყანას აქვს ტურისტებთან მიმართებაში. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ მარკეტინგული აქტივობების განხორციელების კუთხით, მეორეს მხრივ პოზიტიური მოლოდინები გაქვს, რომ ძალიან სწრაფად აღდგეს ტურისტული ნაკადები ქვეყანაში“, - აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ 2019 წლის მაჩვენებლებთან გათანაბრებას ქვეყანა 2023 წლისთვის მოახერხებს.



„2019 წლის მონაცემებს რაც შეეხება, 2019 წელი ტურიზმის მხრივ უპრეცენდენტო იყო, ძალიან მნიშვნელოვანი მატება იყო და შესაბამისად სრულად აღდგენას ვპროგნოზირებთ 2023 წლისთვის. თუმცა მანამდე მაჩვენებლებთან მიახლოება მოხდება“, - განმარტავს ჯანიაშვილი.


როგორც ცნობილია, 1-ელი ივნისიდან საქართველომ საზღვრები გახსნა და მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში შემოსვლა ვიზიტორებს სახმელეთო გზითაც შეუძლიათ. თუმცა საზღვრების გახსნიდან 15 დღეა გასული და შესაბამისად ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ტურისტების შემოდინების კუთხით, ივნისის სტატისტიკის გამოქვეყნებამდე, ზუსტი ეფექტის დანახვა უჭირთ.


„გასულ წელს თუ შევადარებთ მატება 300%-ზე მეტია, თუმცა 1-ლი ივნისიდან ანუ სახმელეთო საზღვრების გახსნიდან ყოველდღიურ ტენდენციას ვაკვირდებით. უახლოესი პერიოდი გვაქვს იმისათვის, რომ რაღაც კონკრეტული მაჩვენებელი დავდოთ. მნიშვნელოვანია იგივე ივნისის თვეს შევხედოთ, რათა მატების მაჩვენებელი თვალნათლივ დავინახოთ“ - ამბობს ჯანიაშვილი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up