მოლდოვის გაკვეთილი: როგორ შორდება დსთ მოსკოვს

მოლდოვის გაკვეთილი: როგორ შორდება დსთ მოსკოვს

access_time2020-11-17 20:30:48

15 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ოპოზიციური, მკვეთრად პროდასავლური კანდიდატი მაია სანდუ იმარჯვებს. დღეს მოქმედი, ერთ-ერთი ყველაზე აშკარად პრორუსული პოლიტიკოსი ქვეყანაში იგორ დოდონი თავის პოსტს მალე დატოვებს. ამ ერთი შეხედვით, უმნიშვნელო მოვლენის უკან დიდი, თანაც, არა მხოლოდ მოლდავური ისტორია დგას.

 

 

წლების მანძილზე ეს ქვეყანა ყოფილ სსრკ-სივრცეში ყველაზე ოლიგარქიული იყო,  ქვეყნიდან ერთბაშად 1 მლრდ. დოლარის გატანის ისტორია მოლდოვის სიმბოლო გახდა - არა ნაკლები, ვიდრე ღვინო და კონფლიქტი დნესტრისპირეთში.

 

 

ეს მასშტაბური თაღლითობა იმ დროის მთავარ მოლდაველ ოლიგარქს ვლადიმირ პლახოტნიუკს დაბრალდა, თუმცა, ამან მას იმ დროს დიდი პრობლემა არ შეუქმნა  - ბიზნესმენი მთელს სახელისუფლებო ვერტიკალს აკონტროლებდა და შესაბამისად, არც სასამართლოს ეშინოდა და არც პროკურატურის.

 

 

ზოგჯერ მილიარდერი თავის თავს პროდასავლური პოლიტიკოსად აპოზიციონირებდა - ძირითადად იმისთვის, რომ მოსკოვისგან თავი დაეცვა, რადგან რუსეთში მასზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული.

 

 


იმ დროის მოლდოვური პოლიტიკის პროდასავლურობა ერთგვარი თამაშის წესი იყო  - ტარდებოდა არჩევნები, ინიშნებოდა მთავრობა, სხვადსხვა საერთაშორისო ფორუმებზე დელეგაციები იგზავნებოდა, რომლებიც დემოკრატიაზე ლაპარაკობდნენ. ბოლოს კი ეს ყველაფერი ოლიგარქიული მექანიზმის ნაწილი აღმოჩნდა, რომლისთვისაც ფასეულობას არა დასავლეთი ან რუსეთი, არამედ საკუთარი ძალაუფლება წარმოადგენდა.

 

 

ეს ვითარება არც დასავლეთს და არც რუსეთს აწყობდა. რუსეთს - განსაკუთრებით. მოსკოვი ხომ არა მხოლოდ ლოიალობას, არამედ ელიტების ურთიერთგაგებას მოითხოვს, სწორედ ესაა კრემლის საგარეო პოლიტიკის საყრდენი.

 

 

ვინც ხელისუფლებაში მოდის იმისთვის, რომ რამე შეცვალოს, მოსკოვთან გაუგებრობის პრობლემას ვერსად გაექცევა.  შესაბამისად, მათ სულ ორი არჩევანი აქვთ, ან კრემლის მიერ გაკვალულ გზაზე სიარული, ან შეიარაღებაზე პროდასავლურობის აღება.

 

მაია სანდუ  - ღია და ორგანულად ევროპელი პოლიტიკოსია - შეგიძლიათ ის ევროკომისრად დღესვე დანიშნოთ. უმწიკვლო რეპუტაცია, არავითარი სკანდალები და კომპრომატები. მოლდოვაში ხელისუფლებაში გაცხადებულად პროდასავლური პოლიტიკოსი მოდის, რომელიც რუსეთთან ყოველგვარ ორაზროვან თამაშებს შეწყვეტს.

 

რა თქმა უნდა, სანდუს გაპრეზიდენტება მოლდოვას სხვადასხვა პოსტსაბჭოთა სტრუქტურებიდან გასვლას არ ნიშნავს, მაგალითად დსთ-დან,  თუმცა, წევრობა სულ უფრო და უფრო ფორმალური გახდება.

 

ახალი მოლდოვა საერთაშორისო სკანდალების გზით არ წავა - მოსკოვიც, როგორც ჩანს, ამისთვის მზადაა. მოლდოვა არასდროს არ იყო რუსეთისთვის განსაკუთრებით სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანა, შესაბამისად, მისდამი დამოკიდებულებაც უფრო მშვიდია.

 

მოლდოვას მოტრიალება დასავლეთისკენ გარდაუვალი და, როგორც ჩანს, შეუქცევადია.

 

ამ ეტაპზე ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად ოლიგარქიული სისტემის ნარჩენების დაშლაა და ეს გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე პრორუსული რიტორიკის პროდასავლურით შეცვლა.

 

forbes.ru


თეგები:
მოლდოვა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up